• გვერდი #1 - სულ 6 გვერდი

ქვაბები

ქვაბები ჩვენი სამზარეულოს ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. სახლში ფაქტიურად ნებისმიერი ნივთი შეიძლება ჩანაცვლდეს ან მოეძებნოს ალტერნატივა, აი ქვაბები კი ნამდვილად ერთ-ერთი შეუცვლელი ქვაკუთხედია.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ნაყიდ ქვაბებს ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგაწვდით.

სტატისტიკის მიხედვით, დიასახლისები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ანახლებენ სამზარეულო ქვაბების ნაკრებს და ახალი პროდუქციებით ცდილობენ მათ ჩანაცვლებას. ზოგიერთი ისევ იმავე ბრენდის სამზარეულო ჭურჭელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიერთი კი - ახლის, თანამედროვე ქვაბების ძიებაშია.

თუკი თქვენთანაც გაილია  5-10  წელი და ახალი ქვაბების  ყიდვას ფიქრობთ, მაშინ გირჩევთ, რომ აუცილებლად წაიკითხოთ ჩვენი აღწერა, რადგან შემოგთავაზებთ იმ განსაკუთრებულ, თანამედროვე, ხარისხიან მოდელებს, რომლებიც ჩვენი ონლაინ მაღაზიის - isurve.ge-ს გვერდზეც დაგხვდებათ.

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ  ჭურჭლის მაღაზიაში,  ქვავები რამოდენიმე სხვადასხვა მასალითაა წარმოდგენილი. პირობითად, კერამიკის, ემალის, გრანიტის და უჟანგავი ფოლადის ქვაბები, რომელთა შორის განსხვავებას ნამდვილად იპოვით.

ვეცდებით გზადაგზა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე მათგანი, რათა განსხვავება თავად დაინახოთ და ასე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი, ოპტიმალური ვარიანტი.

უჟანგავი ფოლადის ქვაბები

სხვა სამზარეულო ჭურჭლისაგან განსხვავებით,  ეს ქვაბი თავისი უჩვეულო  დიზაინით  ნამდვილად გამოირჩევა. შედგება 3 ფენისგან, რომლის უჟანგავი გარსის ქვემოთ, კიდევ ერთი - ალუმინის საფარი იმალება. თუმცა, არა მხოლოდ ძირში, არამედ მთლიანად ქვაბის სხეულზე.

დადებითი მახასიათებლელი:

  • მყისიერად ცხელდება როგორც ქვემოდან, ისე  მთლიანად გარშემო. ეს იძლევა იმის კარგ საშუალებას, რომ კერძებიც უფრო სწრაფად მოამზადოთ;
  • არ იკრავს საკვებ პროდუქტებს;
  • სახელური ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია;
  • ქვაბის განთავსება შესაძლებელია ღუმელში, +260 გრადუს ტემპერატურაზე.

მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • ქვაბის საერთო წონა.

TEFAL Inspiration (E8314614) - ეს არის 5 ლიტრიანი ქვაბი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც დიდი ოჯახისთვის, ასევე მათთვის, ვინც ხშირად იღებს სტუმრებს. 

ქვაბის საფარი არ იკრავს საკვებს და ამასთან, არ გამოყოფოფს რაიმე სახის მავნე ნივთიერებებს მომზადების პროცესში.

დადებითი მახასიათებლები:

  • არ ხურდება სახელური;
  • ქვაბის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის გაზქურაზე, ელექტრო თუ ინდუქციურ ღუმელზე. ამასთან, შეგიძლიათ განათავსოთ ღუმელში +175 გრადუს ტემპერატურაზე;
  • აქვს წყლის საზომი მასშტაბი ქვაბის შიდა კედელზე;
  • 10 წლიანი გარანტია.
  • მინუსები:
  • მიუხედავად იმისა, რომ სახელურები არ ცხელდება, სამწუხაროდ, გამოყენების პროცესში, მოსახერხებელი სულაც არ არის;
  • მძიმე წონა.

TESCOMA Ultima (780623) – 4 ლიტრიანი ქვაბი, რომელსაც ორთქლის გამოსასვლელი  (რეგულირების) ფუნქცია სწორედ შუშის სახურავის, სპეციალური დიზაინის დამსახურებით აქვს. ორთქლის რეგულირება საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ჰაერის არსებობა ქვაბის შიგნით, რაც წყლის სწრაფად ადუღების საშუალებას მოგცემთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დატოვოთ ორთქლისთვის პატარა გასასვლელი ან გაზარდოთ მისი ზომა.

დადებითი:

  • ქვაბების წარმოებისთვის გამოიყენება საუკეთესო უჟანგავი ფოლადი;
  • გარეცხვა ძალიან მარტივია. კედლებზე, ფაქტობრივად, საერთოდ არ რჩება საკვები;
  • მომზადების პროცესში არ იკრავს პროდუქტებს;
  • აქვს წყლის საზომი მასშტაბი ქვაბის  კედელზე;
  • 5 წლიანი გარანტია.

მინუსები:

  • სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, შიდა ზედაპირზე გარკვეული ნაკაწრები ჩნდება.

SWISS DIAMOND SD6124ic -  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვაბის ღირებულება საკმაოდ მაღალია, ერთ-ერთი გამძლე მოდელია, რომლის მოცულობა 5 ლიტრია. შიდა და გარე ფენები დაფარულია სპეციალური ლითონის საფარით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს ქვაბის სიმტკიცეს.

დადებითი:

  • წებოვანი საფარი, რომელიც არ იკრავს საკვებ პროდუქტებს და ამასთან, არც მარტივად ზიანდება;
  • კარგი თერმოიზოლაციის სახელურები, რომლებიც ადვილად არ ცხელდება;
  • შესაძლებელია მისი განთავსება ნებისმიერ ელექტრო ღუმელზე. მათ შორის, ინდუქციურ ქურებზე;
  • გარეთა საფარის წყალობით,  კერძების მომზადების შემდეგ, ხდება სითბოს შენარჩუნება.

მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • წონა.

საოჯახო ნითვთების შესაძენად ჩვენი საიტი იდეალური ადგილია, ყველაზე დაბალი ფასებითა და ყველაზე მდიდარი არჩევანით!