სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

მშრალი ყინვის მაცივარი

საუკეთესო არჩევანი მათთვის, ვისაც მშრალი ყინვის მაცივარი სურს შეიძინოს. ყველაზე დაბალი ფასები, ონლაინ საბანკო განვადება და წამყვანი ბრენდები და უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.

ჩვენთან ტექნიკის უდიდესი არჩევანია, მათ შორის, რა თქმა უნდა არის მაცივრებიც, ამ ჯერზე გვინდა შემოგთავაზოოთ მშრალი ყინვის მაცივარი.

რა არის მშრალი ყინვა და როგორ მუშაობენ მაცივრები ამ პრინციპით?

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ეს გახლავთ ერთგვარი კონდიციონერის ეფექტი მაცივარში, რომლის წყალობითაც ცივი ჰაერი ცირკულირებს და თანაბრად ნაწილდება მაცივრის მთელ მოცულობაში .

ამის წყალობით, ყინვა არ გროვდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე და ოპტიმალურად ნაწილდება თვენი სურვილისამებრ. 

შესაბამისად, მოიხმარს ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ზოგადად, უახლეს ტექნოლოგიად მიიჩნევა.

უკანასკნელი კვლევებით, დაზოგილი ენერგია სხვა ტიპის მაცივრებთან შედარებით 60%-ს შეადგენს.

როგორც წესი, ამ ტიპის მაცივრებს შემდეგი მახასიათებლები აქვთ:

  • სენსორული სისტემა ტემპერატურის ეფექტური კონტროლისთვის;
  • დამატებით ეკოპროგრამა კიდევ უფრო ენერგოეფექტურობისთვის;
  • ტენიანობის კონტროლის საშუალება მაცივარში;
  • ყინულის კუბიკების გაკეთების შესაძლებლობა მიუხედავად განსხვავებული ტექნოლოგიისა.

რომელი ბრენდის მშრალი ყინვის მაცივარია საუკეთესო?

ზოგადად, ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი პიონერი გორენიე გახლავთ.

საერთოდ, გამომდინარე მისი ინოვაციურობისა, ამ ტიპის მაცივრები შედარებით ძვირი ღირს და მხოლოდ პრემიუმ ბრენდები აწარმოებენ.

შესაბამისად, საუკეთესოდ ალბათ Gorenje, indesit და Sharp შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ბაზარზე აღნიშნული ტექნოლოგიის ახალი მოდელების გამოჩენისთანავე ისურვე მათ ასორტიმენტს ანახლებს და მომხმარებლისთვის საუკეთესო ფასების შეთავაზებას განაგრძობს.

დაბალი ფასი განპირობებულია იმპორტიორებთან პირდაპირი თანამშრომლობით, თანაც უკვე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

ეს საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ყველაზე მოთხოვნადი მოდელები ყველაზე იაფად და თანაც საუკეთესო საგარანტიო პირობებით.

მიზეზები, რატომაც მშრალი ყინვის ფუნქციის მქონე მაცივრების ისურვეზე ყიდვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა

რიგითობა პირობითია, თუმცა ყველა მნიშვნელოვანია :)

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ - საუკეთესო ფასი;
  • ხანგრძლივი საგარანტიო მომსახურება, 2,3, ზოგ შემთხვევაში 5 და 10 წელი;
  • განვადების ყველაზე მარტივი პირობები, სრულიად ონლაინ;
  • წინასწარი შენატანის მოთხოვნის სრული გაუქმება;
  • შემოსავლების დადასტურება მხოლოდ ზოგიერთ ბანკში და ზოგიერთ შემთხვევაში;
  • უფასო საკურიერო სერვისი, ნებისმიერ ადგილას საქართველოში;
  • საუკეთესო რჩევები მაცივრების ტექნიკური მახასიათებლების ან რაიმე სხვა თემატიკის მიხედვით ჩვენი ქოლ-ცენტრისგან;
  • დეტალური ფოტო, ვიდეო და ტექსტური მიმოხილვები ყველა მოდელზე;
  • დამატებითი ფასდაკლებები ბარათით გადახდისას, რაც განსაკუთრებით დიდ ღირებულებებზე (და მაცივრების უმეტესობა ასეთ კატეგორიაში ხვდება) საკმაოდ შთამბეჭდავია.
  • მეგობრული და თქვენზე ორიენტირებული სტაფი, რომელიც მზადაა ისურვეზე თქვენი ვიზიტი შოპინგის საუკეთესო გამოცდილებად აქციოს.

მაცივარი მშრალი ყინვით კომფორტული და ეკონომიურია

თანამედროვე ტექნიკის შეძენისას დიდ ყურადღებას ვიჩენთ, რადგან უახლესი მოდელები ყოველთვის ორიენტირებულია უკეთეს ხარისხსა და ენერგიის ეკონომიაზე.

ერთ-ერთი ასეთია სწორედ მაცივარი.

მაცივარი მშრალი ყინვით ძალიან კომფორტული მოსახმარია და მისი ტექნოლოგიის წყალობით მაცივრის ყველა კუთხეში თანაბრად ნაწილდება ტემპერატურა, რაც პროდუქტის უსაფრთო შენახვასა და მის ვარგისიანობაზეა პასუხისმგებელი.

კატალოგი, რომელიც ისურვეზეა წარმოდგენილი, შეიცავს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფირმის მაცივრებს.

მშრალი ყინვის მაცივარი მეორადი გამოყენებისთვის ნაკლებადაა რეკომენდებული, ამას სხვადასხვა მიზეზი განსაზღვრავს, თუმცა მთავარი არის ის, რომ სრულიად ახალი მაცივრის შეძენა შესაძლებელია ნაკლები დანახარჯებით.

საყინულე მშრალი ყინვით - როცა მთელი სექცია თქვენს განკარგულებაშია

ძველი მაცივრების გახსენებაზე ყველას გვახსენდება ყინულებით სავსე საყინულე, რომელიც იმდენად იყინებოდა, რომ მისი გაღება და დახურვაც კი რთული იყო.

საყინულე მშრალი ყინვით კი უზრუნველყოფს განყოფილების სრულ სიმშრალესა და წესრიგს, რაც არ შეგიქმნით დისკომფორტს და მისი სულ მცირე ნაწილიც კი არ იქნება ყინულით დაფარული.

ნუ იტყვით უარს კომფორტზე, შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის მაცივარი ჩვენთან.

მშრალი ყინვის მაცივარი ყველაზე იაფად ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ, გადახდის სხვადასხვა მეთოდის საშუალებით (ონლაინ გადახდა, განვადება ან კურიერთან ანგარიშსწორება) იღებთ ყველაზე კომფორტულ მომსახურებას - უფასო მიტანა ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით.