• გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

თმის ფენი

ყველა წამყვანი ბრენდის თმის ფენი იაფად, განვადებით და საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდებით . აღნიშნულ პროდუქციაზე მოქმედებს ასევე საგარანტიო სერვისი.


თმის ფენი განვადებით მხოლოდ ისურვეზე!

კარგი ფენი ნამდვილად დიდი ფუფუნების საგანია ქალბატონების თმისთვის, რომელსაც ისეთივე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, როგორც სახის კანს.

ჩვენთან წამყვანი ბრენდების თმის ფენები შეგიძლიათ ნახოთ, ყველაზე დაბალ ფასებში და სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი ქვეყნის მაშტაბით!

არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომლებზეც საუკეთესო ხარისხის მისაღებად, თანხის დაზოგვა არასდროსაა კარგი გადაწყვეტილება.  საოჯახო  საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარდა, ბაზარზე შევხვდებით ისეთ წვრილ ტექნიკას, რომელთა უამრავი სხვადასხვა ვარიანტია  წარმოდგენილი. მაგალითად, ფენი,  რომელიც ბრენდით, ფასით , ფუნქციებით არსებითად განსხვავდება ერთი მეორისგან.

 თმის ფენი - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო

თმის საშრობები მარტივი მოწყობილობაა , თუმცა სანამ უშუალოდ ყიდვას გადაწყვეტთ, უმჯობესია გაეცნოთ მოდელის მახასიათებლებს და დამატებითი ფუნქციების ერთობლიობას, რაც საბოლოოდ გაგიმარტივებთ არჩევანის შესაძლებლობას.

ძალა - თმის ფენის ოპტიმალური სიმძლავრე  900-1500 ვატის ფარგლებშია. სახლის პირობებში გამოყენებისთვის საკმარისია 1600-1800 ვატი, ხოლო პროფესიონალური ფენი უნდა აწარმოებდეს მინიმუმ 2000 ვატს.

სასურველია, თუკი არჩეულ მოწყობილობას ექნება რამდენიმე სიჩქარე და ტემპერატურის რეჟიმი.

ცივი ჰაერის მიწოდება - ხელს შეუწყობს თმის უკეთ გაშრობას ზიანის მიყენების გარეშე, ხოლო ვარცხინოლობის უკეთ დაფიქსირებას.

იონიზაცია - ძალიან სასარგებლო თვისებაა, რომელსაც ფენის შერჩევის დროს, ნებისმიერი სტილისტი ანიჭებს არსებით ყურადღებას. იონიზაცია ანეიტრალებს სტატიკურ ელექტროენერგიას, არბილებს, კურნავს თმას და იცავს მას გამოშრობისგან.

თითქმის ყველა ფენი აღჭურვილია კონცენტრატორით, რომელიც მიმართავს ცხელი ჰაერის ნაკადს კონკრეტულ მონაკვეთზე. თუმცა,  თუ გსურთ თქვენ თმას დამატებითი მოცულობა მიანიჭოთ და შექმნათ ხუჭუჭები, მაშინ შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც კომპლექტში  დიფუზორი აუცილებლად ექნება.

ასევე ყურადღება მიაქციეთ მოწყობილობის უკანა ნაწილზე ფილტრის დიზაინს, რომელიც იცავს გათბობის ელემენტს მტვრისგან და თმისგან. იმისათვის, რათა შესძლოთ მისი პერიოდული გაწმენდა, უმჯობესია ფილტრი იხსნებოდეს.

რადგან გარკვეულ მახასიათებლებში გავერკვიეთ, სასურველია რამოდენიმე მოდელის მაგალითიც განვიხილოთ. როგორც ვიცით, არსებობს ორი ტიპის თმის ფენი: ერთი სახლის პირობებში გამოსაყენებლად, ხოლო მეორე თმის საშრობი პროფესიონალური ფენები, რომლებსაც ძირითადად სალონებში იყენებენ.

ფენი, სავარცხელი და ,ოსახერხებელი ჩანთა  Polaris PHD 2019 Retro-ას მოდელში

ერთ-ერთი ასეთი  Polaris PHD 2019 Retro-ა, რომელსაც მოსახერხებელი  ჩანთა მოყვება. მაღალი ხარისხის პლასტმასისგან დამზადებული თმის საშრობი, აღჭურვილია სავარცხლითა და მოსახერხებელი  ჩანთით. რაც შეეხება მახასიათებლებს - 2 კვტ სიმძლავრის საშუალებით, შესაძლებელია ტემპერატურის სამივე რეჟიმის არჩევა (მათ შორის ცივი ჰაერის მიწოდება). აქვს მხოლოდ ორი სიჩქარე, მაგრამ არსებობს იონიზაციის ფუნქცია.

მეორე მოდელი Remington Advanced Color Protect-ია, რომელიც გამოირჩევა ფერის შენარჩუნების ფუნქციით. მისი ინტელექტუალური სენსორი აკონტროლებს ჰაერის ტემპერატურას, ხოლო ჯანსაღი ზეთებით გაჟღენთილი რგოლი, ეხმარება დაიცვას თმა და მისი სტრუქტურა. 2300 ვატი ძრავა უზრუნველყოფს სწრაფსა და მაღალხარისხიან საშრობს. რეჟიმების დაყენება კი შესაძლებელია სტანდარტული ტემპერატურის მეშვეობით.

ცივი ჰაერის მიწოდების ფუნქცია აფიქსირებს  ვარცხნილობის საბოლოო შედეგს, ხოლო იონიზაცია იზრუნველყოფს თმის ჯანმრთელობას.  ფენის სხეულზე მოსახსნელი დამცავი პანელის საშუალებით, ადვილია ფილტრის გაწმენდა მტვრის და მცირე ნამსხვრევებისგან.

თმის ფენები ფასდაკლებით და ყველაზე დიდი არჩევანით ისურვეზე!

ფენი დაგეხმარებათ სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ სასურველი თმის ვარცხნილობის მიღება

სალონური მომსახურებები რომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს.

თანამედროვე თავის მოვლის მოწყობილობების წყალობით კი ფინანსებისა და დროის ეკონომია უკვე შესაძლებელია.

ფენი თავისი ფუნქციით მნიშვნელოვნან ატრიბუტს წარმოადგენს ქალბატონებისათვის , რომელთაც სურთ მოვლილი და ბზინვარე თმა დაზიანების გარეშე.

დაზიანებული თმა ხშირად ფენის დამსახურებაცაა, სწორედ ამიტომ ხარისხიანი ფენის შერჩევა უდიდეს როლს თამაშობს თმის სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.

თმის ფენი ქალბატონების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია

როგორც უკვე ვახსენეთ, თმის ფენის ყოველდღიური გამოყენება თმას აზიანებს და უკარგავს სიჯანსაღეს.

ამიტომ ხარისხიანი ფენის შერჩევა თუ გსურთ, ფინანსებიც არ უნდა დაიშუროთ.

თმის ფენი ზოგიერთს არა ყოველდღიური, არამედ იშვიათი გამოყენებისთვის ესაჭიროება , ამიტომ ჩვენს საიტზე წარმოდგენილია ბიუჯეტური ფენების ისეთივე დიდი ასორტიმენტი, როგორც შედარებით მაღალფასიანების.

ისურვე გთავაზობთ ნებისმიერი ხარისხის, ბრენდისა და ფასის პროდუქციის დიდ არჩევანს.