სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 7 გვერდი

ავეჯი

ყველა ტიპის ავეჯი ერთ კატეგორიაში. მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ყველაზე დაბალი ფასები და უფასო ადგილზე მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ავეჯი განვადებით სახლიდან გაუსვლელად ისურვეზე

მყუდრო სახლი გემოვნებიანად შერჩეული პრაქტიკული ავეჯის გარეშე წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ავეჯის შერჩევას დიდი დრო და ყურადღება სჭირდება, დღეს უკვე შესაძლებელია მოკლე დროში სასურველი სტილის ავეჯის შერჩევა და ყიდვა ყველაზე სწრაფად.

საჭიროების მიხედვით განსხვავდება ავეჯის ტიპები. ტანსაცმლის, ჭურჭლის, საოჯახო ნივთებისა თუ ტელევიზორის ავეჯი, თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. დიზაინის, ფერებისა თუ ზომების მიხედვით კი სასურველი მოდელის ავეჯის შერჩევა ონლაინ ისურვეზეა შესაძლებელი ყველაზე იაფად.

ავეჯი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ისურვეზე

გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ კომერცია უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, ისურვე ცდილობს მომხმარებლებს რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს შემოთავაზებული პროდუქციის.

ამიტომ ავეჯის კატეგორიაში სულ უფრო დიდი ასორტიმენტით შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ნივთები.

თანამედროვე ინტერიერში ძალიან პოპულარული დეტალია ტელევიზორის მაგიდა, რომელიც ფერებისა და დიზაინის გამო, იდეალურად ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს. სათავსოების სხვადასხვა განყოფილება კი კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის ტელევიზორის მაგიდებს.

სააბაზანოს ავეჯი, რომლის ზედაპირიც წყალგამძლე მასალით არის დამუშავებული, უძლებს ნესტს და მრავალი წლის განმავლობაში შეძლებს გამოიყურებოდეს, როგორც ახალი.

ამ კატეგორიაში, ისევე, როგორც სხვადასხვა ავეჯში, შეგეძლებათ იხილოთ მრავალგანყოფილებიანი მოდელები, რომლებიც ერთმანეთისაგან ზომებით განსხვავდება.

ავეჯის კატეგორიაში ასევე იხილავთ საყვავილე თაროებს, წიგნების თაროებს, ჟურნალების მაგიდებს, ტანსაცმლის მრავალუჯრიან კარადებს, მისაღების ორიგინალურ კარადებს, ეზოებისა და აივნის საქანელებს, ფეხსაცმლის კარადებს, ტუმბოებს, კომოდებსა და სხვა.

ავეჯი იაფად სხვადასხვა ოთახისათვის მოიძებნება ისურვეზე, ამიტომ ნამდვილად ღირს ჩვენი კატალოგის დათვალიერება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიუჯეტი კონკრეტულ ნიშნულამდეა შეზღუდული, არჩევანის გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფილტრი, რომელიც დაგეხმარებათ ნივთები ფასის კლების ან მატების მიხედვით იხილოთ.

ონლაინ მაღაზია ისურვე მუდმივად ცდილობს გაამრავალფეროვნოს შემოთავაზებული ნივთების ასორტიმენტი, თანაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

ავეჯის შეძენისას ერთ-ერთი საკითხია მისი ტრანსპორტირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეძენა რეგიონში გნებავთ, ისურვემ კი იზრუნა ამაზეც და შენაძენს ქვეყნის ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში უფასოდ მოგართმევთ.