სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

ხერხი

ცირკული და ჯაჭვური ხერხები, ხერხი მაგიდით, მაგიდის გარეშე, ბენზო და ელექტრო "დრუჟბები". ყველაზე იაფად. ოფიციალური გარანტიით, განვადებით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

ზამთრის ცივ სეზონზე ან სახლის მშენებლობის დროს, ხეების ან ხის მასალების დაჭრა ყველაზე მოსახერხებელი ბენზო ხერხის საშუალებითაა. სამშენებლო დანიშნულების ხერხი ძირითადად ბენზინის შიდა წვის ძრავითაა აღჭურვილი და ბაზარზეც უამრავი სხვადასახვა მოდელია წარმოდგენილი.

ელექტრო დრუჟბის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია: ძრავა, ჯაჭვი, საწვავის ავზი და სახელური. მუშაობის სტრუქტურის მიხედვით, ჯაჭვის ბრუნვისთვის გამოიყენება ძრავა, რომელიც მუშაობს ბენზინის ან ზეთის დამსახურებით. დანიშნულებისა და დატვირთვის მიხედვით, ხერხი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ნახევრად პროფესიონალ და პროფესიონალ მოდელებად.

საყოფაცხოვრებო გამოყენების ბენზო ხერხი

ხელსაწყოს ძალიან მარტივი აგებულებისაა და აღჭურვილია საშუალო სიმძლავრის ძრავით. გამოიყენება ხეებისა და ბუჩქების მოსაჭრელად, ამასთან,  იყენებენ შეშის, მორებისა და დაფების დასაჭრელად. საყოფაცხოვრებო გამოყენების ელექტრი დრუჟბები შეზღუდულია გარკვეული სამუშაო რესურსებით, მაგალითად - უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა არ აღემატება 30-40 წუთს. მეორეს მხრივ, საკმაოდ კომპაქტურია და აქვს მცირე წონა.

ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო მოდელის, მსუბუქი და საიმედო ხერხი Hyundai X 360 -ია,  რომელიც  იოლად უმკლავდება დიდი ზომის ძველ ან  ქარის შედეგად განადგურებულ ხეებს. დიზაინი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელიც საიმედოა ნებისმიერი ამინდის პირობებში, განსაკუთრებით ძლიერი ყინვების პერიოდში. ძრავის სიმძლავრე და ვიბრაციის საწინააღმდეგო დაცვა ხელს უწყობს  ხელსაწყოს გამოყენების სიმარტივეს.

დადებითი მახასიათებლებია: მასისა და სიმძლავრის ოპტიმალური თანაფარდობა და და  მუშაობის მაღალი ხარისხი. რაც შეეხება უარყოფითს, ზაფხულიდან ზამთრის რეჟიმზე ხერხის გადასაყვანად,  აუცილებელია ძრავის დაშლა. ასევე, შესაძლებელია ხელსაწყო შემთხვევით გაითიშოს მუშაობის დროს.

ელექტრო ხერხის კიდევ ერთი გამორჩეული მოდელი Partner P350S-ია, რომელი აღჭურვილია პროფესიონალური ძრავითა და ჯაჭვით, რაც უზრუნველყოფს საშუალო ხეების, მორებისა და დაფების ჭრას. ინსტრუმენტი აღჭურვილია ეფექტური ძრავით, რომელიც თავისუფლად მუშაობს ნებისმიერ ამინდში.

ზომიერად მძლავრი ბენზინის ძრავა საშუალებას გაძლევთ, იმუშაოთ შეუჩერებლად რამდენიმე წუთის განმავლობაში. ხელსაწყოს მსუბუქი წონა მოსახერხებელია სიმაღლეებზე მუშაობის დროს.

მოწყობილობის დადებითი თვისებებია ეკონომიურობა,  მოხერხებულობა მუშაობის პროცესში და ნებისმიერ ამინდში უპრობლემოდ, შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა.

და ბოლოსკენ, რა თქმა უნდა, ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი Makita, რომელიც წარმოდგენილი EA3202S40B მოდელით.

საყოფაცხოვრებო კატეგორიაში ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რომლის  დაბალი წონა საშუალებას გაძლევთ, იმუშაოთ სახურავებზე, როდესაც იწყებთ სახლის გადახურვით სამუშაოებს.

დადებითი მახასიათებლები მოიცავს: ხერხი საკმაოდ მსუბუქი და ამავე დროს ძლიერია, აქვს
მაღალი ხარისხი და მუშაობის დიდი რესურსი კონკურენტ მოდელებთან შედარებით. ერთადერთი უარყოფითი ისაა, რომ საშინაო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, საკმაოდ ძვირადღირებული მოდელია.

პროფესიული და საოჯახო ტექნიკის საყიდლად ისურვე საუკეთესო საიტია, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია, განვადების მოქნილი სისტემით და უფასო საკურიერო სერვისით.