სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

ხელის მიქსერი

ხელის მიქსერი - ყველაზე დიდი არჩევანი. საუკეთესო ფასი და ონლაინ საბანკო განვადების პირობები . ქარხნული გარანტია და უფასო საკურიერო მომსახურეობა ყველგან, სადაც მოისურვებთ.

ხელის მიქსერი საკმაოდ განსხვავებული მოწყობილობაა ჩვენი სამზარეულოს სხვა კომპონენტებისგან

სხვაობა საკმაოდ მარტივია - მოწყობილობების უმეტესობა ემსახურება თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ხოლო მიქსერი კი თქვენი კომფორტის ნაწილია.

როგორ აიხსნება ეს? მარტივად - მაცივრის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ პროდუქტების ხანგრძლივად შენახვას. გაზქურის გარეშე ვერ შეძლებთ კერძების მომზადებას. აი მიქსერის გარეშე კი ფაქტიურად ყველა პროცესის შესრულება არის შესაძლებელი.

თუმცა, აი აქ არის მთავარი დეტალი. ხელით გაკეთებულსა და მიქსერით (თუნდაც ხელის მიქსერით) გაკეთებულ პროდუქტს შორის უზარმაზარი სხვაობაა.

პირველ რიგში ეს არის დრო. მანუალურად მზადებისას თქვენი ბევრად მეტი დრო იხარჯება კერძის მომზადების ამ დეტალზე ვიდრე ავტომატური პროცესისას. თქვენი დრო კი დამეთანხმებით ძალიან ძვირფასია.

ეს დრო თქვენ შეიძლება არც თუ ისე ბევრად მოგეჩვენოთ, მაგრამ კვლევები აჩვენებს რომ ის ადამიანები ვინც მიქსერის საშუალებით ართმევენ ამ პროცესს თავს, ბევრად (ბეევრად, 4-ჯერ) უფრო ხშირად ამზადებენ ისეთ კერძებს რომლებსაც ათქვეფა სჭირდებათ.

და ასევე კიდევ ერთი სტატისტიკური დეტალი - არც ერთი ის ადამიანი ვინც მიქსერს იყენებდა, არასდროს არ დაბრუნებულა უკან, მანუალურ პროცესზე. არც ერთი. თუნდაც ამას მიქსერის განვადებით ყიდვა სჭირდებოდეს!

ხელის მიქსერებს საკმაო უპირატესობები გააჩნიათ, თავიანთ ჯამიან მიქსერებთან მიმართებაში:

  • უფრო ხელმისაწვდომები არიან.
  • ძალიან ცოტა ადგილი მიაქვთ.
  • სადაც გინდა მოათავსებთ.
  • ადვილად გასაწმენდები არიან.
  • ნებისმიერი ჯამის გამოყენების თავისუფლება გაქვთ.
  • პორტატულები არიან.
  • თავის ფუნქციებს მშვენივრად ასრულებენ.

ნეგატიურ მხარე რთული სათქმელია, თუმცა უფრო ძლიერ მიქსერებს ჯამით თუ შევადარებთ, მაშინ მათთან მიმართებაში ნაკლებად ჩქარები და ნაკლებად ძლიერები არიან. ასევე მათი პორტატული თავისუფლება შეიძლება ზედმეტ არეულობასაც იწვევდეს (ჯამის გარდა სხვა ჭურჭელიც დასვაროთ).

ასევე ხელის მიქსერები, სწორედ ზემოხსენებული პირობების გამო შედარებით მეტ მანუალურ ჩართულობასაც ითხოვენ. მაგალითად, ჯამიანი მიქსერისგან განსხვავებით ასეთ მოწყობილობას ჩართულს ვერ დატოვებთ რომ საქმე თვითონ გააკეთოს.

რაც შეეხება უშუალოდ შერჩევას, ჩვენ გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ კომპონენტებზე:

  • წონა - ხელის მიქსერისთვის წონა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენ მისი ხელში დაკავება არ უნდა გაგიჭირდეთ, მითუმეტეს დიდი ხნის განმავლობაში.
  • თქვენი ათქვეფის მოთხოვნილობები - ეს განაპირობებს რამდენად ძლიერი მიქსერი გჭრდებათ, რა თავებით, და რა წონა იქნება თქვენთვის ოპტიმალური.
  • სიმძლავრე - ეს კომპონენტი წონის პირდაპირ პროპორციულია, ამიტომ საჭიროა მასზე კარგად დაკვირვება.
  • სიჩქარის არჩევანი - 3-დან 12 სიჩქარემდე მერყეობს, თუმცა მთავარია ნელი სტარტის და შემდგომ მატების შესაძლებლობა იყოს.
  • ზომა - ეს საკითხი მარტივია. მისი შენახვის საჭიროებებს რამდენად დააკმაყოფილებთ?
  • ფასი.
  • თავაკები რომლებიც მიქსერს მოჰყვება ყიდვისას .
  • ხმაური.
  • გასუფთავების სიადვილე.
  • ვიზუალი.

 პროფესიული  და საოჯახო ტექნიკის საყიდლად ისურვე საუკეთესო საიტია, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასებია, განვადების მოქნილი სისტემით და უფასო საკურიერო სერვისით.

ხელის მიქსერი დიდი ასორტიმენტითა და საუკეთესო ფასებით ისურვეზე

საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის, თავის მოვლის საშუალებების, წვრილმანი ნივთების, ხელსაწყოებისა და სხვა უამრავი საჭირო ნივთის შეძენა ისურვეზე საუკეთესო ფასებად არის შესაძლებელი.

ისურვე მუდმივად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების კომფორტზე.

გარდა უზარმაზარი არჩევანისა, ისურვე გთავაზობთ საუკეთესო პირობებს - გარანტიას, თქვენზე მორგებულ განვადების სერვისსა და უფასო საკურიერო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.