სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 14 გვერდი

ხელის ინსტრუმენტების ნაკრები

ხელის ინსტრუმენტების ნაკრები - საქართველოში ყველაზე დიდი არჩევანი. უფასო ადგილზე მიტანა, ონლაინ განვადება და მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.

ხელის ინსტრუმენტები DIY ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ისურვეც დაარსების დღიდან უკვე რამდენიმე წელია სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე ტენდენციებს.

გარდა სტანდარტული ელექტრო ხელსაწყოებისა, უკვე სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს იქონიოს ნაკრები, რომელიც სხვადასხვა სამუშაოებში, მათ შორის ავტომობილში გამოადგება, რა თქმა უნდა, ისურვეზე ცალკეული ნაწილების შეძენაც შესაძლებელია, მაგალითისთვის  იხილეთ გალოვკების ნაბორი .

და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოთხოვნით ხელის ინსტრუმენტების ნაკრები ხელოსნებს შორის სარგებლობს.

რომელი ბრენდის ხელის ინსტრუმენტების ნაკრები უნდა შეიძინოთ?

ამ მხრივ ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია.

რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასაკვირი სულაც არაა, მათზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე.

და მაინც, რომელი მწარმოებლები ითვლებიან საუკეთესოდ ხელის ინსტრუმენტების ნაკრების საყიდლად და რა არის ამის მიზეზი?

სანამ უშუალოდ ბრენდებზე გადავიდოდეთ, ჯერ შეფასების კრიტერიუმებზე შევთანხმდეთ:

  • ხარისხი - გამომდინარე მათი ინტენსიური მოხმარების საჭიროებიდან, გამძლეობა და მეტალის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია;
  • კომპლექტაცია - რაც უფრო დიდი არჩევანი აქვს ბრენდს ზომების და კომპლექტაციის მიხედვით, მით უფრო კარგ მწარმოებლად მიიჩნევა ის;
  • ფასი - პრემიუმ ხარისხი ძვირი ღირს, თუმცა ყოველთვის არსებობს ოქროს შუალედი, ანუ მიიღოთ კარგი ხელის ინსტრუმენტების ნაკრები იაფ ფასად .

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ იმ რამდენიმე ბრენდს, რომელთა ასორტიმენტიც მინიმუმ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

საბოლოო არჩევანი რა თქმა უნდა თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა ისურვეს ბლოგ პოსტები, თუნდაც წინამდებარეს მსგავსი აღწერები, პროდუქტების გვერდები და რაც მთავარია ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, კონსულტანტებისა და ოპერატორების სახით აუცილებლად დიდ დახმარებას გაგიწევთ შერჩევისას, თანაც ისე, რომ სახლიდან გასვლა არ დაგჭირდებათ.

მაშ ასე, ეს მწარმოებლებია:

  • Toptul
  • Mannesmann
  • Selta
  • Yato
  • Schpindel

რიგითობა პირობითია. შევნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ყველაზე დიდი არჩევნით ტოპტული, სელტა და იატო ხასიათდებიან.

თუმცა ფასის და ხარისხის გათვალისწინებით არც გერმანული შპინდელი და მანესმანი გახლავთ რიგითობის მიხედვით უკანასკნელ პოზიციებზე.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ კლუჩების ნაკრები განვადებით და სხვა მრავალი საჭირო ტექნიკა!

პროფესიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვე.ჯი-ზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთვის გამოსადეგი დანადგარი, თუ ხელსაწყო.