• გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

წვერის შესასწორებელი

წვერის შესასწორებელი მანქანები ყველაზე იაფად. ონლაინ განვადებით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

წვერის შესასწორებელი საშუალებები უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში

ბოლო რამოდენიმე წელია, შეინიშნება იმის ტენდენცია, რომ მამაკაცებში აქტიური გახდა წვერის მოვლა , გრძელი წვერის ტარება. მოვლილი, დახვეწილი წვერის ფორმა და ზომა, მართლაც სხვა ეფექტს ანიჭებს მამაკაცს. იმისათვის, რათა სასურველი შედეგი იხილოთ თქვენ სახეზე, მრავალი წვერის საპარსი საშუალებები არსებობს , მაგრამ დამეთანხმებით, რომ ყველაზე კარგ დახმარებას სწორედ წვერის შესასწორებელი მანქანები უზრუნველყოფენ.

ჩვენთან კი, წვერის შესასწორებელი უდიდესი არჩევანია, ახლა კი ვეცდები წარმოგიდგინოთ რამდენიმე მოდელი, რომელიც შეიძლება კარგი არჩევანი იყოს.

გირჩევთ ასევე თქვენთვის სასურველი მოწყობილობის (იქნება ეს, თმის საკრეჭი, ელექტრო საპარსი, თუ წვერსაპარსი) შერჩევამდე კარგად შეაფასოთ თქვენთვის სასურველი მახასიათებლები, და მისი კარგად გაცნობიერების შემდეგ გადაწყვიტოთ სასურველი მოდელის შეძენა.

თუმცა ზოგიერთი მოდელის წვერის შესასწორებელი იაფად არის ხელმისაწვდომი , და დამატებითი ბიუროკრატიის თავიდან არიდების მიზნით მათი მარტივად შეძენა შეგიძლიათ.

წვერის შესასწორებელი მანქანის საკმაოდ დახვეწილი, ეფექტური, თანამედროვე მოდელი აქვს წარმოდგენილი Philips

Philips-ის პროდუქციას ონლაინ მაღაზია ისურვეზეც შეხვდებით. უფრო კონკრეტულად თუ განვიხილავთ ამ ბრენდის მოდელს, მაშინ ყურადღებას ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებთ. ეს არის Philips  BT7210 , რომელიც თავისი ფუნქციონალურობით გამოირჩევა.

აღნიშნული მოდელი უახლესი ვაკუუმის ტექნოლოგიითა აღჭურვილი. მოჭრილი წვერი თავსდება სპეციალურ კონტეინერში, სადაც საბოლოოდ გროვდება თმის 90%. ფოლადის დანები კარგად უმკლავდებიან სქელსა და მკაცრ თმას.

მოწყობილობა აღჭურვილია სიგრძის რეგულატორით, რომელსაც 20 პოზიცია აქვს 0.5 - 20 მმ დიაპაზონში. მანქანა მუშაობს მაგისტრალური ქსელიდან და ბატარეით. ბატარეის დატენვას  1 საათს ანდომებს, ხოლო მუშაობით  75 წუთი ძლებს. თუკი უპირატესობებს განვიხილავთ, უნდა აღინიშნოს მარეგულირებელი შუქნიშანი , რომლითაც პარამეტრის ნომრები ნათდება, როდესაც მანქანა ჩართულია. ასევე კომპლექტაცია , რომელშიც შედის 2 საკრეჭი, 2 საქშენი და დანები დასუფთავებისთვის;

სხვათა შორის, როგორც ზემოთ გირჩიეთ, ყიდვამდე უმჯობესია კარგად გადაწყვიტოთ თქვენთვის სასურველი მოწყობილობის ტიპი. მაგალითად, ტრიმერის ყიდვის შემთხვევაში თქვენ წვერის შესასწორებელის სურვილიც დაკმაყოფილებული იქნება , და დამატებით სხვა ფუნქციებსაც მიიღებთ, ისეთებს როგორიცაა ყურისა თუ ცხვირის ტრიმერი, თმის საკრეჭი და წვერსაპარსებიც კი.

სხვათა შორის, თქვენთვის სასურველ მიზანს - წვერის შესასწორებლის ფუნქციას ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი საკმაოდ ბევრი პროდუქტი მიგაღწევინებთ. წვერსაპარსის გარდა, ელექტრო საპარსი, ტრიმერი, და ცხვირის ტრიმერიც კი, რომ არაფერი ვთქვათ თმის საკრეჭსა და საჭრელზე - თითოეული მათგანი შეძლებს თქვენს წვერს მისცეს თქვენთვის სასურველი, მიმზიდველი ფორმა.