სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

სავარჯიშო აქსესუარები

სავარჯიშო აქსესუარები ყველა საჭიროებისთვის. ქამრები, ჰანტელები, ბურთები და სხვა ნებისმიერი ატრიბუტი ჯანმრთელი და ლამაზი სხეულისთვის.

უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

სავარჯიშო აქსესუარები სახლიდან გაუსვლელად ტონუსის შესანარჩუნებლად

ჯანსაღი ცხოვრების სტილი ბოლოდროინდელი ტრენდია, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, მივდევთ, თუმცა დატვირთული სამუშაო დღისა და დროის უქონლობის გამო ბევრი ვერ ახერხებს სავარჯიშო დარბაზების სტუმრობას.

სავარჯიშო აქსესუარები კი საშუალებას გვაძლევს სახლიდან გაუსვლელად შევძლოთ მარტივი ვარჯიშების გაკეთება, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მხნეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

სავარჯიშო ინვენტარი ყველაზე დიდი არჩევანით ისურვეზე

როგორც აღვნიშნეთ, რუტინული ცხოვრება თითქმის არ გვიტოვებს დროს, რომ საკუთარ თავს მივხედოთ.

თუმცა ეს პრობლემა აღარ არის, რადგან ისურვე გთავაზობთ სავარჯიშო ინვენტარს სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა ვარჯიშის გასაკეთებლად.

ინტერნეტში უამრავი ვიდეო გაკვეთილი მოიძებნება მათთვის, ვისაც სურვილი აქვს დამოუკიდებლად ივარჯიშოს და ფორმაში ჩადგეს, რისთვისაც შესაბამისი სავარჯიშო ინვენტარი აუცილებლად საჭიროა.

სავარჯიშო ნივთები სხვადასხვა ვარჯიშის შესასრულებლად, იქნება ეს სავარჯიშო რეზინი, სხვადასხვა წონის ჰანტელი, ტურნიკი, კრივის ბურთი, სახტუნაო ლახტი თუ სხვა, ისურვეზე ცალკე განყოფილებაშია თავმოყრილი.

ფასდაკლება და სხვადასხვა საინტერესო შემოთავაზება კი ხშირად შეგხვდებათ.

რომელია წონაში კლების სახალისო გზები ?

კალორიების დაწვისა და წონაში კლების არჩევანი მოიცავს სიარულს, სირბილს, ველოსიპედს, ცურვას, წვრთნებს, ინტერვალურ ვარჯიშებს, იოგას და პილატესს. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მეთოდით ვარჯიშს, შეუძლია თქვენი წონის შემცირება და ფორმების ცვლილება , თუმცა,  მნიშვნელოვანია აირჩიოთ სავარჯიშო, რომელსაც სიამოვნებით აკეთებთ. არსებობს მტკიცებულება, რომ ნებაყოფლობითი შესრულებული ვარჯიში ნაკლებად სტრესულია, ვიდრე იძულებითი ვარჯიში. ფიზიკური აქტივობა, რომელიც ვალდებულების მსგავსია, დამატებით სტრესს მატებს ადგილობრივ სტრესს

გსურთ გაამდიდროთ თქვენი სახლის ვარჯიშის რუტინა ?

სავარჯიშო აქსესუარები სულ დიდი პოპულარობით სარგებლობს ადამიანებში. ისინი ცდილობენ დარჩნენ საკუთარი საცხოვრებელი ოთახების გარემოში და ამავდროულად, იზრუნონ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. ჭკვიანი სავარჯიშო აქსესუარები კიდევ უფრო პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემიის გამო სახლებში ჩაიკეტნენ ადამიანები და იძულებულები გახდნენ, თავად ეზრუნათ ვარჯიშის რუტინის გამრავალფეროვნებაზე

რომელია ყველაზე გავრცელებული სავარჯიშო აქსესუარები ?

ფართოდ გავრცელებული აქსესუარებია :

  • ფიტნეს სარკე,
  • კრივის სავარჯიშო დასადგამი მსხალი,
  • ფიტნესის სპორტული რეზინა ან ფიტნესის სპორტული რეზინა ერგონომიული სახელურით,
  • დგომის, ნახტომის და ფეხის სავარჯიშო,
  • ფიტნეს სავარჯიშო ბორბალი მუხლის რბილი ბალიშით,
  • ზურგისა და გულმკერდის სილიკონის სავარჯიშო,
  • ფიტნეს სავარჯიშო ბორბალი,
  • ნაჭრის ელასტიური სავარჯიშო,
  • სიმძიმის ასაწევი სავარჯიშო ხელთათმანი,
  • დასაფენი ხალიჩა იოგისთვის,
  • მრავალფუნქციური კისრის მასაჟორი,
  • სავარჯიშო ფირფიტა ფეხის მასაჟის ფუნქციით

სავარჯიშო აქსესუარებს მიეკუთვნება წონაში დასაკლები და გასახდომი ქამრების სხვადასხვა მოდელები :

  • წელის ქამარი ელვა - შესაკრავით,
  • მუცლის კორსეტი - ქამარი

ასევე, ჭკვიანი საათი და მკლავზე დასამაგრებელი რეგულირებადი მობილურის შესანახი. ერთ - ერთი ყველაზე მოთხოვნადი სავარჯიშო აქსესუარია წყალგამძლე სავარჯიშო მობილურის ჩანთა - ქამარი, რომელიც გამოიყენება სირბილის, ველოსიპედის მართვის, მგზავრობის ან შოპინგის დროს.

ად შეიძლება სავარჯიშო აქსესუარების შეძენა ?

სავარჯიშო აქსესუარების შეძენა, გარდა სპორტული მაღაზიებისა,  შესაძლებელია ონლაინ მაღაზია ისურვეს ვებ-გვერდზე, სახლიდან გაუსვლელად. ირჩევთ სასურველ ნივთს ან ნივთებს და ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში, კურიერი ადგილზე მოგართმევთ უფასოდ.