საუკეთესო სახლის პროდუქტები
საუკეთესო სახლის პროდუქტები, მსხვილი და წვრილი ტექნიკა, ჭურჭელი და ა.შ. მხოლოდ რჩეული ბრენდები ისურვეზე.
ახალი სამზარეულოს ნივთების შეძენას ნამდვილად ახალი სიცოცხლე შემოაქსვსამზარეულოში და თითქოს გვიბიძგებს ახალი ექსპერიმენტებისთვის. რადგან ყველაფერი ახალი ჩვენ განწყობას მნიშვნელოვნად ცვლის და ცხოვრების ახალ ხალისს გვმატებს, სწორედ ამიტომ, დღევანდენ აღწერაში, საუკეთესო სახლის პროდუქტები უნდა შემოგთავაზოთ, რომელთა განახლება, სურვილისამებრ, არასდროსაა ცუდი გადაწყვეტილება.
საუკეთესო სახლის პროდუქტების ჩამონათვალში ძალიან ბევრი სამზარეულო ნივთის გაერთიანება შეიძლება, მაგრამ იმისათვის, რათა აღწერა ძალიან ვრცელი და დამღლელი არ გამოვიდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რამოდენიმე მათგანი, მათ შორის: ქვაბები, ტაფები და დანები შემოგთავაზოთ.
მოკლედ, ყველა ვთანხმდებით იმ აზრს, რომ სამზარეულო წარმოუდგენელია ქვაბების ნაკრების გარეშე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული მასალისგან შეიძლება იყოს დამზადებული.
ამჟამად, ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე, isurve.ge-ზე, წარმოდგენილია ყველაზე მოთხოვნადი, ხარისხიანი, გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა მასალის პროდუქცია, რომელთა შორისაა: უჟანგავი ფოლადის ქვაბები, ასევე ემალის, კერამიკის, გრანიტის ქვაბები და პლიუს, ერთ-ერთი მოთხოვნადი გერმანული ქვაბების ნაკრები.
იმისათვის, რათა ყიდვის პროცესი გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ რამოდემინე რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მათი შეძენისას:
- ხარისხი;
- ზომა;
- ფორმა;
- თერმული პირობები;
- მოსახერხებელი სახელური;
- მრავალფუნქციური თავსახური;
- სითბოს შენარჩუნების ფუნქცია;
- მრავალშრიანი ზედაპირი.
თითოეული ჩამოთვლილი მახასიათებლების გათვალისწინება სასურველია იმისათვის, რათა საკვები მოამზადოთ ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელში, რომელიც წვის დროს არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და საფრთხეს არ უქმნის ჯანრმთელობას. ამასთან, სასურველია, ქვაბში მომზადებული საკვები გარკვეული დრო ინარჩუნებდეს სითბოს და არ აძლევდეს მას უსიამოვნო გემოსა თუ სუნს.
რაც შეეხება ტაფებს: მათი შერჩევაც, ბუნებრივია, გარკვეული მახასიათებლების საფუძველზე ხდება. ამ შემთხვევაშიც, წარმოდგენილია სხვადასხვა მასალის მქონე ტაფები. მაგალითად, კერამიკის ტაფა, გრანიტის, ემალისა და ა.შ. თითოეული მათგანის შეძენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქვაბების ნაკრებთან ერთად.
რა უნდა გავითვალისწინოთ ტაფების ყიდვისას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასალის ხარისხი უპირველესი კრიტერიუმია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. გარდა ამისა, სასურველია ტაფა იყოს მსუბუქი, რათა მარტივად შესძლოთ მისი გამოყენება და მომზადების პროცესში დისკომფორტი არ შეგექმნათ. აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ გარკვეული ტაფების ძალიან გაცხელება არ არის რეკომენდირებული. მაგალითად, ტეფლონის საფარის მქონე ტაფისთვის მაქსიმალური ტემპერატურა 200°C-ია. უფრო მაღალ ტემპერატურაზე, მასალა იწყებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას.
რაც შეეხება კერამიკის ტაფას, მისი გაცხელება 450°C-მდეც კი შეგიძლიათ. ამასთან, იდეალურია მათთვის, ვისაც არ სურს ზედმეტი ზეთით საკვების მომზადება. ასევე საკმაოდ მსუბუქია და მარტივად შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მისი მოთავსება.
და ბოლოს გირჩევთ: თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ ისეთი ტაფა, რომელსაც ღუმელში გამოსაცხობად გამოიყენებთ, მაშინ უმჯობესია მოსახსნელი ან ლითონის სახელურიანი ტაფის შეძენა, რომელსაც არანაირი პლასტიკური ელემენტები არ ექნება. ხოლო ინდუქციური გაზქურისთვის, გამოიყენება სპეციალური ტაფები, რომლებსაც შესაბამისი, სპეციალური მარკირება გააჩნია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საუკეთესო სახლის პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი სიით შეიძლება შემოიფარგლებოდეს, ამიტომ, ქვაბებისა და ტაფების შემდეგ, გვინდა ოდნავ გასხვავებულ თემას - დანებს შევეხოთ.
ნებისმიერ სამზარეულოში უნდა არსებობდეს უნივერსალური იარაღები - დანები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ საკვების მომზადების პროცესს, მაგრამ აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ არის რეკომენდირებული ისეთი დანების ნაკრების ყიდვა, რომელთა გამოყენებასაც ვერ შესძლებთ.
სამზარეულოს დანები ძირითადად ფორმით, ზომითა და მასალით განსხვავდება ერთმანეთისგან. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს, რათა მეტად თვალსაჩინო გახდეს მათ შორის არსებული განსხვავება.
- უნივერსალური დანა - წარმოდგენილია ნებისმიერ სდარტანტულ ნაკრებში, რომელიც საშუალო სიგრძისაა და განკუთვნილია ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, ხორცისა და ყველის დასაჭრელად.
- შეფის დანა - დაახლოებით ისეთივეა, როგორც უნივერსალური დანა, მაგრამ ოდნავ განსხვავებული ზომების გამო, მამაკაცები უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას. სიგრძე 25-30 სმ-ია და სახელური საკმაოდ სქელი აქვს. ამის მიუხედავად, თუკი ძალებს დააბალანსებთ, იგრძნობთ - რამდენად მოსახერხებელია დანის გამოყენება.
- ხორცის ფილის დანა - მოქნილი და ვიწრო თავის წყალობით, იდეალურია საქონლის ხორცისა და ახალი თევზის დასამუშავებლად.
- ბოსტნეულის დანა - ასეთი ტიპის დანები ძირითადად მოკლე ფორმისაა, რომლებიც განკუთვნილია ხილისა და ბოსტნეულის გასათლელად.
მოკლედ, არჩევანის შესაძლებლობა ძალიან დიდია და ამიტომ გირჩევთ, რომ აუცილებლად გადაავლოთ თვალი ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საუკეთესო საოჯახო ნივთების ნაკრებს და თავად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ალტერნატივა.