სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 5 გვერდი

სარეცხის მანქანები ევროპიდან

სარეცხის მანქანები ევროპიდან, ყველა წამყვანი ბრენდი, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო მიტანა მთელ საქართველოში. ოფიციალური ქარხნული გარანტიით.

ჩვენი მომხმარებლების თხოვნების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ სარეცხის მანქანები დაგვეჯგუფებინა არა მხოლოდ მათი ფუნქციონალის ან ბრენდების მიხედვით, არამედ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის ვიზიტორებისთვის ცალკე გვეჩვენებინა სარეცხი მანქანები ევროპიდან.

სარეცხის მანქანები ევროპიდან - უზარმაზარი არჩევანი ისურვეზე

ჩვენ ვეცდებით ისეთი დამღლელი საქმის, როგორი ახალი ტექნიკის შეძენაა, მაქსიმალურად გაგადვილოთ.

როგორც ჩანს, ისევე როგორც სხვა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის კომპონენტებში, ამ კონტინენტის ქვეყნების ნაწარმი პროდუქცია მაღალხარისხიანად ითვლება.

ერთი საინტერესო კითხვაა ასევე ქვეყანასთან დაკავშირებით. ჩვენი მოსაზრებით (და ევროკავშირის, უეფას, ფიფას და სხვა ავტორიტარული წევრების მიხედვითაც) თურქეთი ევროპას მიეკუთვნება.

შესაბამისად ევროპულ ნაწარმში თურქული ბრენდების, ბეკოს სარეცხ მანქანებსა და ვესტელის სარეცხ მანქანასაც შეხვდებით. უშუალოდ სია კი ასე გამოიყურება:

  • თურქული გიგანტი ბეკო, გეცნობათ ალბათ, ვინაიდან ლიონელ მესი არის ამ კომპანიის სახე.
  • მეორე, არანაკლები გიგანტი თურქეთიდან - ვესტელი, ყველაზე ფერადი ელექტრონიკის მწარმოებელი.
  • შვედური ელექტროლუქსი - სარეცხი მანქანა ელექტროლუქი ხომ ხარისხის გარანტად არის ცნობილი.
  • სლოვენიური გორენიე - ძალიან პატარა ქვეყნის (2 მლნ მოსახლე) ძალიან დიდი გიგანტი.
  • იტალიური ინდეზიტი - იტალიური წითელი ღვინისა და პიცის ლაქებს კარგი მოვლა სჭირდება, იტალიელები კი ამას მარტივად ახერხებენ.
  • გერმანული ბოში - ბოშის სარეცხი მანქანა ისეთივე პოზიციას იკავებს ბაზარზე, როგორიც მერსედესია სხვა ბრენდებთან შედარებით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროპული რეგულაციების მიხედვით თითქმის ნებისმიერ ელექტრონიკას საკმაოდ მოცულობითი გამოყენების მანუალი უნდა მოყვებოდეს. ეს კი უშუალოდ წარმოებასთან ნაკლებ კავშირშია, ნებისმიერი მანქანას რომელიც გათვლილია რომ უნდა გაიყიდოს ევროკავშირში აუცილებლად გააჩნია სარეცხი მანქანის ინსტრუქცია.

ჩვენ კვლავ ხაზს ვუსვამთ რომ ჩვენს ონლაინ მაღაზია ისურვეში სარეცხი მანქანები ევროპიდან კატეგორიის გაჩენა მხოლოდ მომხმარებლების სურვილის შედეგია .

იმიტომ, რომ ჩვენ როგორც ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი გამყიდვლები ქართულ ბაზარზე, მაქსიმალურად ვაკვირდებით პროდუქტების ხარისხს, რადგან ნებისმიერი გარანტიით შეცვლა/შეკეთების საჭიროება ჩვენი ხარჯი და პრესტიჟის საკითხია.

სწორედ ამ დაკვირვების შედეგად მივხვდით ვხედავთ რომ აღმოსავლეთ სარეცხი მანქანები აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, როგორებიცაა:

  • კორეა (Samsung-ის სარეცხი მანქანა, Hyundai-ის პროდუქტები, სარეცხი მანქანა LG).
  • ჩინეთი (Hisense-ის ნაწარმი)
  • იაპონური (Hitachi-ის მანქანები)

ნამდვილად არ ჩამოუვარდება მათ ევროპულ ანალოგებს. გამძლეობისა და ხარისხის კუთხით გადამწყვეტი ფაქტორი უშუალოდ შერჩეული სარეცხი მანქანის თვისებებსზე დამოკიდებული და არა ბრენდზე.

მაგალითისთვის შეძენილი სარეცხი მანქანა იაფად, რომელსაც გააჩნია ზედმეტად მაღალტექნოლოგიური ფუნქციები უფრო დიდ რისკებს ატარებს, ვიდრე თუნდაც იგივე ფასად შეძენილი, შედარებით ნაკლებად ინოვაციური ალტერნატივა. მიზეზი აქაც მარტივია - ინოვაციური გადაწყვეტილებები ძვირი ჯდება, და თუ თქვენ მათში ძვირს არ იხდით, მაშინ რაღაცის ხარჯზე ხდება ეს ეკონომია.