Rozia
თმისა და წვერის მოვლის კიდევ ერთი ავტორიტეტული ბრენდი Rozia ყველაზე იაფად ისურვეზე. განვადების უმარტივესი შესაძლებლობებითა და მოქნილი უფასო საკურიერო სერვისით.
Rozia ეს არის ცნობილი კოსმეტიკური კომპანია, რომელიც შექმნილია მომხმარებლებისთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზებისთვის და მომსახურების გასაწევად.
Rozia თითოეული ტექნიკა იწარმოება დიდი ყურადღებითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით, რათა მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქცია მუდმივად შესთავაზონ.
ბრენდის ჩამონათვალში შედის: თმის გასასწორებელი უთოები , დასახვევი უთოები , ფენი , თმის საკრეჭები , წვერის გასასწორებელი, მანიკურის ნაკრები, მაკიაჟის ფუნჯები, წვერის ტრიმერები და ა.შ. კომპანია მუდმივად მუშაობს პროდუქციის გასაუმჯობესებლად, რათა ყოველთვის მიაწოდონ მომხმარებლებს მაღალი დონის პროფესიონალურ საპარიკმახერო მოწყობილობები.
ხარისხის კონტროლი Rozia-ს პროდუქტებისთვის პრიორიტეტული ყოველთვის იყო, რამაც განაპირობა კიდეც მომხმარებლებში გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბება.
დაარსდა 2010 წლის ზაფხულში, ხოლო საქმისადმი დიდი სიყვარულითა და ძლიერი მოტივაციით, 10 წელი შეალიეს წარმატებული და საუკეთესო ბრენდის ჩამოყალიბებას. ამჟამად კომპანია სრულად ამარაგებს ინდოეთის სალონებს და გარდა ამისა, მათ პროდუქციას შეხვდებით თითქმის ყველა ქვეყანაში.
ყველა თანამშრომლის ერთგულებისა და თავდადების წყალობით, Rozia -მ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა თავისი მცირე წამოწყებებით.
პროდუქტის პლატფორმა - Rozia | Innovation For Your Life მოიცავს ექვსი პროდუქტის ხაზს, მათ შორის: თმის ვარცხნილობისა და კანის მოვლის საშუალებებს, კანისა და ფრჩხილის მოვლის სერიებს, მასაჟისთვის განკუთვილ სერიას, თმისა და სილამაზის სალონის აქსესუარებს, ასევე თმის და სილამაზის სალონის მოწყობილობებს და ავეჯს საპარიკმახერო და სილამაზის სალონებისთვის.
მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, Rozia მუდმივად ანახლებს საკუთარ კატალოგს და ამჟამად მომხმარებლებს სთავაზობს 500-ზე მეტ პროდუქტს. იმის გამო, რომ პროდუქციის ფართო სპექტრი აქვთ, კლიენტებს სთავაზობენ ერთჯერად საძიებო სერვისს, რათა დაზოგონ როგორც დრო, ისე - ფული.
განვითარების 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მოიპოვეს მომხმარებელთა ნდობა მთელს ინდოეთში და კონკურენტუნარიანი ფასებითა და კარგი ხარისხით, გახდნენ სილამაზის პროდუქტების წამყვანი მიმწოდებლები ინდოეთის ბაზრისთვის.
Rozia მუდმივად ცდილობს, რომ უზრუნველყოს ხარისხიანი პროდუქტები და საუკეთესო მომსახურება თითოეული მომხმარებლისთვის.
ბოლოსკენ, აუცილებლად წარმოგიდგენთ Rozia 5300HQ მოდელის მულტიფუნქციურ ტრიმერს, რომლის შეძენა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზეც ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ.
ტრიმერი განკუთვნილია წვერ-ულვაშის/ყურების, ტანისა და ცხვირისთვის, რომელიც აღჭურვილია Skin-friendly სისტემით. მოწყობილობა მუშაობს 8 საათიანი სრული დატვირთვით, ხოლო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა 50 წთ-ია.
თავაკების მასალა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელთა წყალში გარეცხვაც შესაძლებელია. შეფუთვის ზომაა 24 x 15 x 6 სმ. კომპლექტში შედის 5 ცვლადი მჭრელი თავაკი , 4 ჭრის სიმაღლის მარეგულირებელი თავაკი, აკურატულად მჭრელი ტრიმერი , ტანის ტრიმერი, ტრიმერი კონტურებისთვის, ცხვირის და ყურის ტრიმერი, საწმენდი ჩოთქი და საწმენდი ზეთი.
იქნება ეს როზია, თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელსაც ისურვეზე შეიძენთ, ჩვენი კურიერი მას საქართველოს ყველა წერტილში, სრულიად უფასოდ მოგართმევთ.