სრული კოლექცია


პურის საცხობი - puris sacxobi

პურის საცხობი Panasonic, Franko და ყველა სხვა წამყვანი მწარმოებლისგან, განვადებით, სუპერ ფასად, 1 წლიანი გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანით, ფასდაკლებების და აქციების ყველაზე დიდი ასორტიმენტი isurve.ge-ზე.

პურის საცხობი აპარატის ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზე

პურის საკუთარ სახლში დამზადება ნამდვილი სიამოვნებაა და რაც მთავარია თქვენ თავად შეძლებთ ისეთი პური გამოაცხოთ რომელიც გეგემრიელებათ!

საცხობების უმრავლესობა, რომელიც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაშია წარმოდგენილი, ბაზარზე ყველაზე გაყიდვად პროდუქტებს წარმოადგენენ და საუკეთესო ფასითა და ონლაინ განვადების ყველაზე დაბალი გაძვირებით გამოირჩევიან .

ამ ტიპის პროდუქციას აწარმოებს რამდენიმე მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, მათ შორის კენვუდი, ნიკაი, პანასონიკი, ფრანკო და ფილიპსი. გთავაზობთ პოპულარული მოდელების მოკლე მიმოხილვას, ხოლო სრულ აღწერას თავად პროდუქტების სპეციფიკაციებში გაეცნობით.

პურის საცხობი Panasonic

მოდელი
ფასი
მახასიათებელი
SD-ZB2512KTS
720 ლარი/თვეში 45 ლ
14 პროგრამა
SD-2511WTS
608 ლარი/თვეში 38 ლ
დაბრაწვის რეჟიმები
SD-2510WTS
571 ლარი/თვეში 36 ლ
ცხობა გლუტენის გარეშე

Panasonic-ის პურის საცხობები განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა და პრემიუმ საფასო სეგმენტზეა გათვლილი. ამ მოდელებს ყველაზე უფრო მრავალფეროვანი ფუნქციონალი აქვთ და პროგრამების ძალიან დიდი რანჟით გამოირჩევიან, როგორც ცხობის, ისე ცომის ზელვის შემთხვევაში. მათი შეძენა შეგიძლიათ პირდაპირ ონლაინ მაღაზიაში ან განვადებით სახლიდან გაუსვლელად და ჩვენი კურიერი შეძენილ ნივთს ადგილზე უფასოდ მოგართმევთ.

რაც შეეხება ზოგადად ფასებს, აქ შემდეგი სიტუაციაა:

  • 200-დან 400 ლარამდე: Nikai-ს 1 და Kenwood-ის 2 მოდელი
  • 400-დან 500 ლარამდე: Kenwood-ის და Philips-ის 2-2 საცხობი
  • 500 ლარიდან ზემოთ: Philips-ის 1 და Panasonic-ის ზემოთ განხილული 3 მოდელი

ხოლო განვადების ფასები პროპორციულად, თვეში 15-დან 43 ლარამდე მერყეობს.

პურის საცხობი იაფად შეძენა თუ გსურთ, მაშინ ნიკაის ან კენვუდის პროდუქციას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

მიუხედავად შედარებით დაბალი ფასისა, ისურვე.ჯი მათი ხარისხის გარანტიასაც გაძლევთ და გპირდებათ, რომ შენაძენით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

უშუალოდ პროდუქტის შესახებ მეტ დეტალებს რაც შეეხება - თუკი ადრე პურის გამოცხობა რთულსა და გრძელ პროცედურებთან იყო დაკავშირებული, დღეს უკვე ბევრად მარტივი და მოსახერხებელია ეს პროცედურა პურის საცხობი აპარატების წყალობით.

სანამ უშუალოდ პურის საცხობის ყიდვას გადაწყვეტთ , სასურველია გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ვეცდებით თითოეული მათგანი რჩევის სახით აღვწეროთ.

რჩევა #1 - გაითვალისწინეთ, საშუალოდ რამდენ პურს მიირთმევთ დღეში.  მაგალითად, 1-2 ადამიანისთვის გჭირდებათ აპარატი, რომელიც 500-700 გრამ ცომეულს ამზადებს. 3-4 კაციანი ოჯახისთვის საკმარისი იქნება 800-1300 გრამიანი პური, ხოლო უფრო დიდი ოჯახისთვის (4 ადამიანზე მეტი), გჭირდებათ 1.5 კილოგრამიანი პურის გამოცხობა.

რჩევა #2 - პროგრამების მთელი რიგი - თითოეულ პროგრამას გააჩნია ტემპერატურისა და დროის პარამეტრები. იაფიანი პურის საცხობები 7-12 პროგრამით შემოიფარგლება, ხოლო უფრო ძვირიან მოდელებს 12-დან 20-მდე სხვადასხვა პროგრამა აქვს.

რჩევა #3 - მოწყობილობის სიმძლავრე - პურის საცხობი შეიძლება იყოს 450-დან 1600 ვატამდე. რაც უფრო მაღალია ძალა, მით უფრო ჩქარა გამოცხვება ღუმელში პურიც. თუ მზად ხართ 3-4 საათზე მეტი დაუთმოთ პურის გამოცხობას, მაშინ არ გჭირდებათ პროგრამების სიმძლავრე და დიდი საცხობი. სტანდარტული ღუმელი, რომლის სიმძლავრეა 500-700 ვატი, სრულიად საკმარისია, მაგრამ თუ პურის სახცობის დიდი ღუმელის ყიდვას ფიქრობთ , რათა სწრაფად  გამოაცხოთ პური, მაშინ შეარჩიეთ ისეთი დამატებითი პროგრამების მქონე ღუმელი, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 800 ვატი იქნება.

რჩევა #4 - სამუშაო თასი - ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია პურის საცხობ დანადგარში. თასები ძირითადად დამზადებულია ალუმინის ან უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც დაფარულია წებოვანი საფარით. ალუმინი შედარებით იაფია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად იწვება.  ფოლადის თასი ბევრად გამძლეა, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის მოწყობილობის ღირებულებასაც.

რჩევა#5 - საცხობის მასალა - უჟანგავი ფოლადის მასალით დამზადებული უფრო უკეთესი დიზაინისაა,  ძლიერიცაა, მაგრამ ფასიც შესაბამისად მაღალი აქვს.

რჩევა #6 - სახურავი - სასურველია იხსნებოდეს, რათა შესაძლებელი იყოს მისი რეცხვა.

რჩევა #7 - ადგილი - წინასწარ განსაზღვრეთ სად აპირებთ მის დადგმას და რამდენად შეესაბამება მისი ფერი, დიზაინი თქვენს სამზარეულო ინტერიერს.

რჩევა #8 - ხმაური - როდესაც აპარატი ამზადებს ცომს, შეიძლება ამან ხმაურის დონე საგრძნობლად გაზარდოს. ამის თავიდან ასაცილებლად, საცხობის შეძენამდე დარწმუნდით, რომ მისი ხმაურის დონე არ აღემატებოდეს 55-60 დეციბალს.

რჩევა #9 - მექანიკური კონტროლის სისტემა, რომელიც ძალიან საიმედოა. სენსორული პანელის მქონე მოწყობილობის შერჩევისას, დარწმუნდით, რომ მისი ჩაკეტვა შესაძლებელია.

რჩევა #10 - დროის რეზერვუარი - გჭირდებათ იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრო ენერგია ხშირად ითიშება. იმ შემთხვევაში, თუკი დენის მიწოდება მოულოდნელად შეწყება, პურის საცხობი ღუმელი ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას. მეხსიერების მოცულობა სხვადასხვა მოდელში განსხვავებული შეიძლება იყოს და ის 5 წუთიდან 1 საათამდეა.

პურის გერმანული საცხობი თქვენს სახლში შეუცვლელი ნივთი გახდება

გერმანული წარმოების პროდუქციაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს, რადგან ყველამ იცის ამ ქვეყნის წარმოებული მოწყობილობების ხარისხის შესახებ.

მისი მაღალხარისხიანი ტექნიკა ოჯახისთვის საუკეთესო შენაძენია, რომელიც არასოდეს დაგაღალატებთ და წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ.

პურის საცხობი უგემრიელეს, ფაფუკ და ჯანსაღად მომზადებული პურის არომატს გულგრილს არავის დატოვებს, რადგან მრავალფუნქციურობის წყალობით შეძლებთ სხვადასხვა სახეობის ცომეულის გამოცხობას.

შეიძინეთ პურის საცხობი საუკეთესო მწარმოებლებისგან ყველაზე იაფად ისურვეზე.

პურის საცხობი არომატული და გემრიელი პურის გამოსაცხობად

საცხობიდან გამოსული ცხელი პურის არომატი იმდენად მადის აღმძვრელია, რომ სახლამდეც კი ვერ ვითმენთ და გზაშივე ვაგემოვნებთ მას.

ახლა უკვე შესაძლებელია ყველაზე გემრიელი პურის სახლში მომზადება, რომლის დამსახურებითაც არც ცომის მომზადება და არც ლანგარზე მოთავსება ჩვენ არ მოგვიწევს.

თანამედროვე პურის საცხობი აპარატებს მხოლოდ ინგრედიენტები უნდა მივაწოდოთ და ცომის მომზადება და გემრიელი პურის გამოცხობაც უკვე შეგვიძლია მთლიანად მას მივანდოთ.

პურის საცხობი აპარატი დიასახლისების საყვარელი მოწყობილობაა

ოჯახზე ზრუნვა ქალბატონების დიდ ენერგიასა და დროს ართმევს. გარდა სამზარეულოსი, დიასახლისებს სხვა მრავალი საფიქრალი აქვთ, ამიტომ პურის საცხობი აპარატი მათ აუცილებლად გამოადგებათ.

ჩვენს ქვეყანაში სადღესასწაულო სუფრაზე უამრავ გემრიელ კერძს შეხვდებით, რომელთა მომზადებასაც დიასახლისები დიდ დროს უთმობენ. თუმცა, სუფრაზე ახლადგამომცხვარი პური პირველობას არავის უთმობს და ყველა ოვაციებით ხვდება მას.

ცხელი პურისთვის თონესთან დაცდა, მით უმეტეს, გრძელ რიგში დგომა სტუმრების და ოჯახის წევრების გასაოცებლად, აღარ მოგიწევთ, რადგან პურის საცხობის წყალობით ცხელი პური ზედმეტი ძალისხმევისა და ლოდინის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ.

შეარჩიეთ პურის საცხობი აპარატები საუკეთესო ფასად, მომენტალური გადახდის ან განვადების თქვენზე მორგებული პირობებით ისურვეზე.