• გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

Philips

მხოლოდ გამორჩეული ხარისხის პროდუქტები Philips-ისგან, განვადებით და საუკეთესო ფასად. მიიღეთ უფასოდ ნებისმიერი შენაძენი ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისარგებლეთ 1, 2 და 3 წლიანი გარანტიით.

Philips ჰოლანდიური მრავალეროვნული კომპანიაა, რომელიც 1891 წელს დაარსდა და მისი მისი ისტორიის განმავლობაში, რამდენჯერმე შეიცვალა საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება. თუმცა ერთი რამ უცვლელია - ფილიფსი რჩება დედამიწის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად!

თავდაპირველად აწარმოებდა ნათურებს, შემდეგ გადავიდა სამომხმარებლო ელექტრონიკაში, 2000-იანი წლების შემდეგ კი დაიწყო სამედიცინო დიაგნოსტიკური აღჭურვილობის წარმოება. კომპანიის შემოსავლის დაახლოებით მესამედი შეერთებულ შტატებში განხორციელებული საქმიანობიდან მოდის.

ისტორია

კომპანია დაარსდა 1891 წლის 15 მაისს Gerard Philips მიერ, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერდა მამა - ფრედერიკ ფილიპსი, რომელიც თამბაქოს წარმატებული ვაჭარი და ბანკირი იყო.

1892 წელს კომპანიამ დაიწყო ნახშირბადის  ნათურების წარმოება. ამასთან, ჯერარდმა სწორად არ შეაფასა გერმანელი მწარმოებლების მხრიდან  წამოსული სერიოზული კონკურენცია, რის გამოც 1894 წლისთვის კომპანია გაკოტრების პირას იყო.

ჯერარდის უმცროსმა ძმამ, ანტონ ფილიპსმა, რომელსაც  ლონდონის საბროკერო ფირმაში მუშაობის გამოცდილებ ჰქონდა, კომპანიის პოზიციონირების გაუმჯობესება თავის თავზე აიღო. 1907 წელს Philips ქარხანამ დაიწყო ვოლფრამის მქონე ნათურების წარმოება, რაც  სამჯერ მეტ შუქს იძლეოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები.

მალე Philips-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოებული ტელევიზორების რეალური  მწარმოებელი გახდა ჩინური კომპანია, რომლის შტაბი იყო ჰონგ კონგში - TP Vision Technoligy.

დაგეგმილი იყო მედია ტექნიკის წარმოების გაყიდვა იაპონურ კომპანია Funai-ზე (რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მისი წარმოების კონტრაქტორი), მაგრამ გარიგება 2013 წლის ბოლოს დასრულდა.

2016 წლის 27 მაისს, განათების ტექნოლოგიის განყოფილება - Philips Lighting დამოუკიდებელ კომპანია Signifyrunl-ად გაიყო, რომლის აქციები გატანილი იყო ამსტერდამის საფონდო ბირჟაზე. 2017 წლის განმავლობაში Philips ჯგუფმა  თავისი წილის ძირითადი ნაწილი ამ კომპანიაზე გაყიდა. 2018 წლის ბოლოს იგი უკვე ფლობდა აქციების 16,5% -ს, რომლის ბრუნვა დაახლოებით 7 მილიარდი ევრო იყო, ხოლო დასაქმებული ჰყავდათ 40,000 თანამშრომელი.

გამომდინარე იქიდან, რომ Philips პროდუქციის ძალიან ფართო სპექტრი აქვს წარმოდგენილი, შეუძლებელია თითოეული მათგანის  ჩამოთვლა და  დეტალური განხილვა, ამიტომ დღევანდელ აღწერაში ძალიან კონკრეტულ მოდელებს შემოგთავაზებთ.

მაგალითად,  დავიწყოთ უთოებით, რომლის ხაზიდან უნდა წარმოგიდგინოთ ძალიან კომპაქტური, მოსახერხებელი, ლამაზი დიზაინის  Philips Azur Pro.  ეს არის ნახევრად პროფესიონალური უთო , როელსაც ორთქლით დაუთოების ფუნქცია აქვს და შეუძლია ტანსაცმლის რამდენიმე ფენის ერთდროულად გასწორება.

Azur Pro ტიტანის საფარის წყალობით, მშვენივრად სრიალებს ტანსაცმლის ზედაპირზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ორთქლის ავტომატური გამორთვა. მისი ფუნქციების სიმრავლე კი გამოყენებისას ნამდვილად გაგაოცებთ.

Philips უთოს დადებითი მახასიათებლებია:

  • 2.8 კვტ  მაღალი სიმძლავრე და დიდი აწყლის ავზი (350 მლ);
  • ჩამონტაჟებული დაცვა - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მოწყობილობა ითიშება ავტომატურად ნახევარ წუთიანი უმოქმედობის შემდეგ, ხოლო 8 წუთის შემდეგ -ვერტიკალურ მდგომარეობაში.

სამზარეულო ტექნიკაზეც რომ გადავიდეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე აუცილებლად ნახავთ თანამედროვე ტიპის PHILIPS ბლენდერს   მოდელით HR2095/30.

ქსელიდან მართვალი ბლენდერი სტაციონალური ტიპისაა, რომლის კონტეინერის მასალა შუშისაა. სიმძლავრე 700 W-ია, ხოლო კვების კაბელის სიგრძე 1 მ-ია. მოსამზადებელია ჯამის მოცულობა 2 ლიტრია, რაც კარგი და ტევადი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, შემოგთავაზებთ კიდევ ერთ პროდუქციას, რომელიც სახლის დასუფთავებაში უდაოდ დაგეხმარებათ. ეს  არის მტვერსასრუტი PHILIPS FC8472/01, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეა 1800 W, შესრუტვის სიმძლავრე 350 W, ჰაერის ხარჯი 35 ლ/წმ, ხოლო მტვერსასრუტის კონტეინერის ტევადობა 1,5 ლიტრია.

აქვს HEPA 10 ორმაგი გარეცხვადი ფილტრი, ხოლო მოქმედების რადიუსია 9 მ. შესრუტვის მილი მეტალის, ტელესკოპური და ორმაგია.

რაც შეეხება მახასიათებლებს:

  • კაბელის ავტომატური დახვევა;
  • PowerCyclone 4 ტექნოლოგია;
  • კონტეინერის მტვრისგან მარტივი გასუფთავება;
  • გადასაადგილებლად განკუთვნილი სახელური;
  • მტვერსასრუტი PHILIPS FC8472/01;
  • უნივერსალური საცმი (იატაკისა და ხალიჩის);
  • ნაპრალების საცმი;
  • პატარა საცმი.

ფიზიკური მახასიათებლები  მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ხმაურის დონე 84 dB, ძაბვა 220 V, კაბელის სიგრძე 6 მ, ზომა: 406x285x238 მმ, წონა 4,5 კგ.