სრული კოლექცია


მტვერსასრუტი იაფად - 99 ლარიდან (განვადებით თვეში 7 ლარი)

შეიძინეთ  მტვერსასრუტი იაფად,  ყველაზე დაბალ პროცენტიანი ონლაინ საბანკო განვადებით სახლიდან გაუსვლელად. ნუ გადაიხდით ზედმეტს და მიიღეთ ნივთი უფასოდ მთელ საქართველოში. 1, 2 და 3 წლიანი ქარხნული გარანტიები ყველა მოდელზე, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან.

მტვერსასრუტი კომფორტული ცხოვრების ერთ-ერთი გარანტორი ნამდვილადაა, რომელიც მნიშვნელოვნად გვეხმარება ყოველდღიური საქმიანობის შემსუბუქებაში, კარგ მტვერსასრუტს შეუძლია მონოტონური დამღლელი საქმე, ჩქარა, ზედმეტი დაღლილობის გარეშე მოგათავებინოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკის ბაზარზე დღეს უამრავი სხვადასხვა დიზაინის, მახასიათებლების მტვერსასრუტებია წარმოდგენილი,  მათი ფასიც, რა თქმა უნდა, სრულიად განხვავებულია. თუმცა, ამ ეტაპზე წარმოგიდგენთ იაფიან მტვერსასრუტს - 99 ლარიდან,   რომელსაც ინტერნეტ მაღაზია  isurve.ge-ზე, საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ სანამ უშუალოდ მტვერსასრუტის შეძენას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ყველა იმ მახასიათებლების გაცნობა, რომლებსაც მტვერსასრუტის ყიდვისას უნდა მიაქციოთ ყურადღება . თუკი, isurve.ge -ს  საიტს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ თითოეული პროდუქციის დეტალური აღწერაა წარმოდგენილი. ამასთან, ჩვენთან ნებისმიერ ნივთზე  შესაძლებელია ონლაინ განვადებაც, რომლითაც მომხმარებლების 70-80%  სარგებლობს.

რადგან ვთვლით, რომ პროფესიონალური მტვერსასრუტი ის ნივთია, რომლის ხელმისაწვდომობა ყველას უნდა ჰქონდეს , ამიტომ, ვთავაზობთ მათ ისეთ მოდელებს, რომელთა ფასიც 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ დაბალი ფასი, არ ნიშნავს არანაირდ დაბალ ხარისხს.  პირიქით, ძალიან ბევრი  იაფიანი მტვერსასრუტი  სულაც არ ჩამოუვარდება თავისი მახასიათებლებით ძვირიან მოდელებს .

პირობითად, ერთ-ერთი მოდელი -  ხელის მტვერსასრუტი, რომელიც ჩვენს საიტზეა განთავსებული - Nikai NVC320-ია, რომლის ფასიც 150 ლარს არ აღემატება. განვადებით შეძენის შემთხვევაში კი, თვეში სულ რაღაც 9 ლარის გადახდა მოგიწევთ. რაც შეეხება პროდუქციის აღწერას, მტვერსასრუტის მოცულობა 0.8 ლიტრია, სიმძლავრე 600 ვატი, სისტემა  2 in 1. გამოსაყენებლად და გადასაადგილებლად საკმაოდ მარტივია, რადგან მსუბუქია მოწყობილობა და არ ქმნის რაიმე დისკომფორტს.  მტვირს მოგროვება ხდება სპეციალურ  კონტეინერში, რომლის მოხსნაც ღილაკზე ერთი თითის დაჭერითაა შესაძლებელი.

მტვერსასრუტი იაფად და სახლში უფასო მიტანით, მხოლოდ ჩვენთან!

ასევე, რაც გვინდა გირჩიოთ ნებისმიერი ტიპის მტვერსასრუტის შეძენისას, ეს არის დამატებითი ფუნქციების განსაზღვრა, რომელიც გულისხმობს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს როგორიცაა:  ფილტრის ავტომატური დასუფთავება, დენის რეგულირება, ხმაურის შემცირება, შევსების ინდიკატორი და სხვადასხვა ზომის საქშენები, რომლებიც უზრუნველყოფენ დიდი ნამსხვრევების შეგროვებას.

თუკი მტვერსასრუტის იაფად შეძენა გსურთ, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ მოდელს , რომელიც წინა მოდელისაგან განსხვებულია. მაგალითად,  ARSHIA-ს ერთ-ერთი მოდელი: VC622-2332, რომელიც მტვრის ტომრითაა აღჭურვილი. სიმძლავრე 1600-2200 ვატია, მტვრის ტომრის მოცულობა კი 2 ლიტრი. აქვს ლითონის ტელესკოპური მილი, სიმძლავრის რეგულირების შესაძლებლობით.  ხმაურის დონე 77 დბ-მდეა, სადენის სიგრძე კი 5 მეტრია. რაც შეეხება კომპლექტს, მოიცავს:  იატაკის/ხალიჩის საცმს და პატარა საცმს/ჯაგრისს. აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია ორ ფერში: წითელსა და შავში.

გამომდინარე იქიდან, რომ მტვერსასრუტებზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მომხმარებელთა უმეტესობა ონლაინ განვადებით სარგებლობს. უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში, ისურვე გთავაზობთ  სახლში მიტანის უფასო სერვისს, მთელი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, თუკი მრავალფეროვანი არჩევანი გაბნევთ და გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. თუკი ნივთის შეძენა განვადების პირობების გარეშე გსურთ, ბარათით მომენტალური გადახდის შემთხვევაში, მიიღებთ დამატებით ფასდაკლებას. ასე, რომ დაფიქრება ნამდვილად ღირს!