სრული კოლექცია


ჯამიანი მიქსერი

ყველა ტიპის ჯამიანი მიქსერი ყველა ბრენდისგან. საუკეთესო ფასი, გარანტია, ონლაინ განვადება და უფასო საკურიერო სერვისი. გამორჩეული ადგილი მათთვის, ვისაც სურს მიქსერი ჯამით შეიძინოს.

თუ თქვენ ოდესმე ვინმესგან გაგიგიათ რომ მას მიქსერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია , დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ საუბარი ჯამიან მიქსერზე (მიქსერი ჯამით) მიდიოდა.

მიზეზი მარტივია.

პირველ რიგში პასუხი იმალება თვითონ მიქსერში. მაცივრის საჭიროებაზე არავინ დავობს, და სუპერ მაცივარიცა და ისეთი დაბალ ფასიანიც ერთ საქმეს აკეთებთ. ვერავინ იცხოვრებს მაცივრის გარეშე და შესაბამისად მათი კომფორტი მაცივართან ერთად უზარმაზარად არ იზრდება.

აი მიქსერი კი სხვა საქმეა. მის გარეშე ცხობაც და კერძების კეთებაც შესაძლებელია, მაგრამ ბევრად, ბეევრად არაკომფორტულია.

ჯამიანი მიქსერი ნამდვილი სასწაულია, ფაქტიურად პირადი ასისტენტია

კარგით, ნაყინზე, ბლინის მასალაზე, სოუსებსა და კრემებზე არაფერს ვამბობთ (არადა ბევრია სათქმელი, მაგალითად, ის რომ ასეთი შემთხვევებისთვის საკონდიტრო მიქსერი, ნამდვილი მიგნებაა ).

წარმოიდგინეთ (სხვა რომ არაფერი ვთქვათ) - ცომი, აი კლასიკური, მძიმე, ნაკლები წყლის შემცველობით ცომი. ცომი რომელიც შემდეგ პიცის საცხობში და პურის საცხობში, ან თუნდაც ვაფლის აპარატში უნდა წავიდეს.

დიახ, თქვენ სწორედ მიხვდით, ჯამიან მიქსერს შეუძლია ასეთი ცომის დამუშავება.

და თან როგორ? თავისივე ჯამში ჩართავთ მიქსერს, და თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ და ტელევიზორს უყუროთ.

ბევრჯერ გამიგია რომ ხინკლის, იგივე პიცის ცომს რაც უფრო მეტს მოზელ, მით უკეთეს პროდუქტს მიიღებ.  სულ მაინტერესებდა როგორ ხდებოდა ეს მეტი მოზელვა.

ახლა ვხვდები - მოამზადე ცომი, ჩადე ჯამში, ჩართე მიქსერი და ერთ რამე კარგ კინოს უყურე, სასურველია 2-2.5 საათიანს.

მიქსერი ჯამით საოცრად გაგიადვილებთ საჭმლის მომზადების რუტინას!

თუმცა, რა თქმა უნდა, მიქსერებშიც არსებობს კარგი და ცუდის შერჩევის შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენი რჩევაა რამდენიმე დეტალი გაითვალისწინოთ ამ საკითხში:

  • თქვენი საჭიროებები სამზარეულოში - ნუ იყიდით ისეთ მიქსერს რომელიც არ გამოგადგებათ თქვენი საყვარელი კერძების მომზადებაში. მაგალითად თუ თქვენ პიცა გიყვართ, მაგრამ ზედმეტად სუსტი ჯამიანი  მიქსერი იყიდეთ, რა აზრი ჰქონდა მის შერჩევას ?
  • ფასი - ეს საკითხი თავის თავზე მეტყველებს.
  • წონა - ეს საკითხი უფრო ხელის მიქსერისთვის არის მნიშვნელოვანი , მაგრამ ჯამიან მიქსერებზეც გირჩევთ მასზე დაკვირვებას, მაინც თქვენი ასაწევი არ არის?
  • სიჩქარის არჩევანი - ძირითადად სამიდან თორმეტ სიჩქარემდე არის ხოლმე, მაგრამ მთავარია იყოს საშუალება ათქვეფას ნელა იწყებდეს და მერე უმატებდეს, თქვენი სურვილის მიხედვით.
  • ზომა - ეს ძირითადად სწორედ ჯამიანი მიქსერების საკითხია. ასეთი ჯამიანი მიქსერის ყიდვის დროს გაითვალისწინეთ - სად შეინახავთ მას.
  • თავაკების არჩევანი - სასურველია მოჰყვეს ცომის საზელი, კრემის სადღვები.
  • ვიზუალი.
  • გაწმენდის სიმარტივე - ვაღიაროთ, ჯამიანი მიქსერების წმენდა შედარებით რთულია (ხელისებთან შედარებით)
  • ხმაურის დონე.

საოჯახო და სამზარეულოს დანადგარების საუკეთესო არჩევანი ჩვენს ონლაინ მაღაზიაშია, გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აირჩიეთ წამყვანი ბრენდების საუკეთესო მოდელები.