ჰაერის კომპრესორი მანქანის საბურავისთვის
ჰაერის კომპრესორი მანქანის საბურავისთვის - ყველა ბრენდი, ყველა მოდელი, საუკეთესო ფასი და ონლაინ საბანკო განვადება. 1 წლიანი ქარხნული გარანტია და უფასო მიტანა მთელ საქართველოში .
ავტო აქსესუარების ბაზარზე, მანქანის კომპრესორი ისეთი ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი , რომ ავტო მოყვარულთათვის რთულია იმაში გარკვევა, თუ რომელ მოდელზე შეაჩერონ არჩევანი.
რა არის საბურავის კომპრესორი ?
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავტომობილის აქსესუარი, რომელიც მარტივი პროცედურებით, ზედმეტი ძალდატანების, ძალისხმევის გარეშე ბერავს საბურავებს და იცავს მძღოლს გზაზე წარმოქმნილი ფორსმაჟორული სიტუაციისგან.
თუ მანქანის კომპრესორის ყიდვა გსურთ და გინდათ, რომ თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს მოწყობილობა , მაშინ ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომლებიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს თქვენი მანქანის საჭიროებებთან.
მანქანის კომპრესორის არჩევის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია:
- ჰაერის შეკუმშვის ტიპი;
- მოწყობილობის შესრულების ხარისხი;
- მაქსიმალური წნევა;
- კავშირის მეთოდი;
- წნევის საზომი ტიპი;
- შლანგისა და კაბელის სიგრძე;
- მასალები;
- დამატებითი ფუნქციებით აღჭურვა.
მანქანისთვის ჰაერის კომპრესორის არჩევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია მაქსიმალური წნევა . ჯიპისა და სატვირთო მანქანებისთვის დაგჭირდებათ უფრო ძლიერი მოწყობილობა, რადგან შესრულება განსაზღვრავს კომპრესორის სიჩქარეს: რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, უფრო სწრაფად გაიბერება საბურავებიც.
თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც , რომ ეფექტური კომპრესორის ღირებულება, უფრო მაღალია.
კომპრესორების ზოგიერთი მოდელი (განკუთვნილი უფრო მძიმე მანქანებისთვის) იკვებება ბატარეით, რაც საიმედოა, თუმცა ნაკლებად მოსახერხებელი. კაბელის სიგრძე უნდა იყოს ისეთი, რომ კომპრესორი ადვილად წვდებოდეს ნებისმიერ ბორბალს.
და ბოლოსკენ, მინდა ორი გამორჩეული ბრენდის მოდელები წარმოგიდგინოთ, რომელთა ხაზში მანქანის ელექტრო ნასოსის პოვნა არ გაგიჭირდებათ.
ჰაერის კომპრესორის მოდელები
პირველი ეს არის პორტატული კომპრესორი Hyundai HY 1540, რომელიც მისი კომპაქტურობისა და მაღალი ეფექტურობის წყალობით, მუშაობის პროცესში ძალიან მოსახერხებელია. მოწყობილობა აღჭურვილია კონტრასტული დისპლეით, რომელსაც გამძლე პლასტიკური მასალა აქვს. მოწყობილობის ფასი კი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
უპირატესობები:
- ელექტრონული წნევის მაღალი სიზუსტით;
- წნევის ერთეულების არჩევის უნარი;
- LED ფანარი;
- აქვს რეზისტენტული საჰაერო შლანგი.
რაც შეეხება ნაკლოვანებებს, არ არის წყალგაუმტარი და არ აქვს გადატვირთვისგან დაცვის ფუნქცია.
Hyundai HY 1540-ის ჰაერის კომპრესორი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ პრობლემის გარეშე, შეუფერხებლად იმუშავებს გრძელვადიან პერიოდში, თუნდაც ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
და კიდევ ერთი მოდელი, ცნობილი ბრენდის Goodyear GY-30L -ია, რომელიც ძალიან მშვიდად მუშაობს. რეზინის შლანგი მაგრდება საბურავის ნაპლზე, სპილენძის საყრდენის მეშვეობით.
ოპერაციის დროს ხმაურს მნიშვნელოვნად ამცირებს და უზრუნველყოფს მიმდინარე გადატვირთვისგან დაცვას. რეზინის შლანგის სიგრძე 1 მეტრია, ხოლო უწყვეტად მუშაობა 30 წუთის განმავლობაში შეუძლია. ოპერაციული ტემპერატურა მერყეობს -40-დან +60 გრადუსამდე.
იაფი და ადვილად გამოსაყენებელი Goodyear GY-30L საბურავის კომპრესორის გამოყენებით , თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაზომოთ ავტომობილის, ველოსიპედის, მოტოციკლის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების საბურავები. მოწყობილობის გამოყენების კომფორტულ პირობებს კი უზრუნველყოფს 3 მეტრიანი დენის კაბელი.
ჰაერის კომპრესორი მანქანის საბურავისთვის და სხვა უამრავი რამ თქვენი ავტომობილისთვის, მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, შეიძინეთ ყველაზე იაფად და კომფორტულად მხოლოდ ისურვეზე!