სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 12 გვერდი

მანქანის ნივთები

მანქანის ნივთები და აქსესუარები, ყველა ცნობილი ბრენდი სუპერ ფასებითა და განვადების პირობებით. გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მანქანის ნივთები და ყველა თანამედროვე ავტომობილის განუყოფელი ნაწილია

სწორედ ეს აქსესუარები აქცევენ ჩვენს შორ თუ მოკლე მანძილზე გადაადგილებას უფრო კომფორტულად, სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ.

დღეს უკვე თანამედროვე  მანქანის ნივთები და აქსესუარები     აღარ აღიქმება როგორც სათამაშოები ან დეკორაციები სალონისთვის, რადგან მათ ბევრად მეტი  საჭირო დანიშნულება აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია.  

იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ადამიანი მისი ცხოვრების საკმაოდ დიდ დროს ავტომობილში ატარებს, ლოგიკურია ეს ავტომობილი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოს.

მანქანების აქსესუარების ჩამონათვალი

დღეს წარმოგიდგენთ ავტომობილის აქსესუარების მნიშვნელოვან ნაწილს , რომლებიც აუცილებელია თითოეული ავტომობილის სალონსა თუ საბარგულში იძებნებოდეს.

პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ვიდეო რეგისტრატორი, რომელიც იდეალურად ჯდება ნებისმიერი ავტომობილის ინტერიერში . გამომდინარე იქიდან, რომ მანქანის აქსესუარები შეიძლება დაიყოს მნიშვნელოვან და მეორეხარისხოვან ნივთებად, ვიდეორეგისტატორი ნამდვილად ის მოწყობილობაა, რომელსაც მეორეხარისხოვნის სტატუსს ვერ მიანიჭებთ.

მართლაც, მოგზაურობის დროს, თუნდაც უმოკლეს დროში, შესაძლოა იმდენად საინტერესო წუთები აღბეჭდოთ მონიტორზე, რომ ნასიამოვნები დარჩეთ. გარდა ამისა, ვიდეო რეგისტრატორები კონტროლის ერთგვარი ხერხია, რადგან უბედური შემთხვევების დროს, მოწყობილობის მეხსიერების ბარათი ინახავს ნებისმიერ ინფორმაციას.

ვიდეო რეგისტრატორის ყიდვისას,   მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ როგორც ელემენტების საიმედოობა, ასევე - ჩვენების ხარისხი. აქედან გამომდინარე, ამ მოწყობილობის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია რეზოლუცია, და რაც უფრო მეტია ის - მით უკეთესი. გახსოვდეთ, რომ ცუდი სურათების განხილვა სირთულეებთანაა დაკავშირებული.

მანქანის უკანა ხედვის კამერა, ასევე წარმოადგენს თანამედროვე ავტომობილის განუყოფელ ნაწილს.

მეორე მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ავტომობილში, ეს არის ხელის   მტვერსასრუტი რომლის წყალობითაც,  მარტივად შეგიძლიათ აღადგინოთ სალონში წესრიგი და სისუფთავე. მიზანშეწონილია შეიძინოთ მინი მტვერსასრუტი, რომელიც აღმოფხვრის ჭუჭყის დიდ ნაწილს - მცირე ნატეხებს, მტვერს, თმასა და სხვა ჭუჭყს.

ავტომობილის მტვერსასრუტის დახმარებით,  თქვენ შეგიძლიათ იდეალურ მდგომარეობაში მოიყვანოთ სავარძელი, ჭერი, დაფა. მოწყობილობა მცირე ადგილს იკავებს, ამიტომ, ნუ დაგენანებათ მისთვის ადგილის გამოძებნა.

თქვენი მანქანის ინტერიერისთვის, კიდევ ერთი აუცილებელი აქსესუარი ნავიგატორია, რომელიც იდეალურ მეგზურობას გაგიწევთ ყველგან, სადაც არ უნდა გადაადგილდეთ.

წარსულს ჩაბარდა   ის დღეები, როდესაც უცნობ ადგილებზე მოგზაურობისას, გიწევდათ დიდი ხნის განმავლობაში რუკის დათვალიერება. ნავიგატორები   ნამდვილი მაშველებია მათთვის, ვინც ქალაქგარეთ ხშირად მოგზაურობს.

ამ მოწყობილობის დაყენება რეკომენდებულია იმ მძღოლებისთვისაც, რომლებიც იშვიათად ტოვებენ ქალაქს. ასე მარტივია შენს მშობლიურ ყველა მისამართის ცოდნა. თუ თანამედროვე მოდელს აირჩევთ, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ქალაქში საცობების არსებობის შესახებ და როგორ აარიდოთ მას თავი.

მაგნიტოფონები, ფლეერები  უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთებია, რომლებიც ავტომობილში უნდა იყოს.  შეუძლებელია თანამედროვე ტიპის მანქანის წარმოება აუდიო სისტემის გარეშე.

მოგზაურობისას მუსიკა ისეთი ჩვეული გახდა მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის, რომ რადიო და აუდიო  სისტემები ითვლება მანქანის განუყოფელ ნაწილად. სხვადასხვა კომპანია აწარმოებს მრავალფეროვან ტიპებსა და მოდელებს, ასე რომ არჩევანის შესაძლებლობა ძალიან დიდია.

მანქანის ნივთები - ყველაფერი კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის

ალბათ ყველას გვსმენია ფრაზა „მანქანა მეორე სახლია“, ასეც არის. მანქანას, ისევე, როგორც საცხოვრებელ სახლს, მუდმივად სჭირდება მოვლა და მოწესრიგება.

იმისათვის, რომ მანქანაში თავი უსაფრთხოდა და კომფორტულად იგრძნოთ, უამრავი დეტალი გჭირდებათ, იქნება ეს ხელსაწყოები, თუ წვრილმანი ნივთების ორგანაიზერები.

მანქანისათვის საჭირო უამრავი სხვადასხვა დეტალის შეძენა ისურვეზე შეგიძლიათ.

ჩვენ კი შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე უფასოდ მოგართმევთ!