Luxel

ელექტრო საქონელი თურქული Luxel-ისგან. ყველაზე იაფად და განვადების სუპერ პირობებით. მიტანა გახლავთ უფასო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იაფი და ხარსხიანი ელექტრო გამათბობლების ყველაზე დიდი არჩევანი ჩვენს საიტზეა, ამ ჯერზე გვინდა შემოგთავაზოთ ლუქსელის პროდუქცია, რომლის არჩევაშიც ჩვენი პატარა მიმოხილვა დაგეხმარებათ.

LUXEL  ჩინური ელექტრო გამათბობლები , რომლებიც საკმაოდ  მაღალი ხარისხის პროდუქციაა. აღნიშნული ბრენდი საქართველოში თანდათან იმკვიდრებს თავის ადგილს და ამის პარალელურად, მუდმივად აფართოებს ასორტიმენტს.

ელექტრო გამათბობელი LUXEL LX-287  გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. გააჩნია გაცხელების 5 რეჟიმი სამმხრივი გათბობის სისტემით. გათბობის მილები დამზადებულია მაღალი ხარისხის კვარცისაგან, რაც ხელს უწყობს შეინარჩუნოს სიმხურვალე და ზრდის უსაფრთხოებას.

თურქული წარმოების გამათბობელს - LuXel LX-2870-ს გაცხელების 5  რეჟიმი აქვს. ვოლტაჟი 230 V-ია, ხოლო სიმძლავრე რეჟიმების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 500/1000/2000 ვატი. აღჭურვილია გადახურებისგან დამცავი მექანიზმით, ასევე  წაქცევის საწინააღმდეგო დაცვის მექანიზმითაც. გამათბობლის გარანტია 1 წელია.

ელექტრო გამათბობელი Luxell Lx 2820-ის  ძირითადი მახასიათებლები წინა მოდელისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, მაგრამ სიმძლავრე ამ შემთხვევაში,  1500 w-ია. რეკომენდირებული ფართი 15-20 მ²-ია, რომელსაც კვარცის გამათბობელი ელემენტი აქვს. წაქცევის შემთხვევაში, ავტომატური გათიშვის ფუნქცია აქვს, რაც უბედური შემთხვევებისგან დაგიცავთ. ასევე მარტივად ინარჩუნებს ოთახის ტენიანობას.

პორტატული გამათბობლების უმეტესობა, რომელსაც ოთახის გათბობის ფუნქცია აქვს, დროთა განმავლობაში იცვლის თავის მახასიათებლებს. კონკრეტულად - გარკვეული დროის შემდეგ, რთულია მათი გასუფთავება მტვრისგან, რის გამოც მუშაობის დროს,  ხმაურის დონე საგრძნობლად იმატებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გავითვალისწინეთ შემდეგი მახასიათებლები და შესრულების კრიტერიუმები, რომლებიც გვინდა წარმოგიდგინოთ:

უსაფრთხოების სათანადო მახასიათებლები - მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ისეთი ტიპის მოდელები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების ფუნქციებით. მაგალითად,  გადახურების დროს, ავტომატურად გათიშვის რეჟიმი. 

1500 ვატიანი გამათბობლები - ზომისა თუ ტიპის მიხედვით, მოდელების უმეტესობა აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. უფრო მაღალი ძაბვა, საშუალებას აძლევს გამათბობელს, მეტი სითბო გამოიმუშაოს.

ზოგიერთი მოდელი 750 ვატიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შესძლებს ცივ დღეებთან  გამკვლავებას. პირიქით, ასეთი გამათბობლების ფასი საკმაოდ მაღალია და ისინი უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც ოფისებში გამოსაყენებლად, ასევე - სახლის პირობებში.

სწრაფად გათბობის უნარი - რაც უფრო მალე ათბობს გამათბობელი ოთახს - მით უკეთესი. თუ სხვა ტიპის გამათბობლებს ერთი საათი სჭირდებათ ოთახის გასათბობად, ინფრაწითელი   გამათბობლები დაუყოვნებლივ იწყებენ თბილი ჰაერის  ცირკულაციას.

მუშაობის სიმშვიდე - 60 დეციბალზე შეფასებული ოთახის გამათბობლები , საკმაოდ მოსახერხებელია და არ იწვევს შემაწუხებელ ხმაურს.

მასალა - როდესაც ტემპერატურა იზრდება, ბუნებრივია, ცხელდება  გამათბობლის კორპუსი, რამაც შესაძლოა მისი აალება გამოიწვიოს. ამიტომ, უმეტესობა გამათბობელს სპეციალურად ჩამონტაჟებული აქვს პლასტიკური სათავსო, რომელიც არ ცდება 90 გრადუსს.

კონტროლი - გამათბობლების უმეტესობას აქვს თერმოსტატი, რომელიც აკონტროლებს სითბოს გამომუშავებას. 

კომპაქტური ზომა - ელექტრო გამათბობელი უნდა იყოს მცირე ზომის, რათა კარგად იმუშაოს და ამასთან, იყოს მარტივი შესანახი.

ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, გიზიარებთ LUXEL -ის კიდევ  ერთ მოდელს - LX-2860S. გამათბობელი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. გააჩნია გაცხელების 3 რეჟიმი ორმხრივი გათბობის სისტემით.

გაცხელების 3 რეჟიმი აქვს, რომლის ვოლტაჟია 220-240 V. სიმძლავრე 2000 W-ია, ხოლო სიხშირე 50-60Hz-ია. გათბობის მილები დამზადებულია მაღალი ხარისხის კვარცისაგან, რაც ხელს უწყობს შეინარჩუნოს სიმხურვალე.

გამათბობლის ფუნქციებში ასევე გათვალისწინებულია დაცვის მექანიზმი, რომელიც  წაქცევის შემთხვევაში მოწყობილობას ავტომატურად თიშავს.   წონა 2.8კგ-ია, ხოლო ზომა 54.3სმ X 17.5სმ X 31.3 სმ.