სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 4 გვერდი

LG

ტექნიკის მწარმოებელი კორეული გიგანტი, გამორჩეული ხარისხის პროდუქციით. ონლაინ საბანკო განვადება და ხანგრძლივი გარანტია, უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

LG Electronics Inc სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელიც სამომხმარებლო ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. შედის LG Group კონგლომერატის ნაწილში.

LG Electronics-ის  მთავარი ოფისი კორეის რესპუბლიკაში, სეულში მდებარეობს, ხოლო 120 წარმომადგენლობითი ოფისი მსოფლიოს 95 ქვეყანაში აქვს. 2010 წლის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმდა 90,578 ადამიანი . კომპანიის მთლიანი ბრუნვა 2010 წლის მდგომარეობით შეადგენდა 48.2 მილიარდ აშშ დოლარს.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:

  • LCD და Plasma TV;
  • აუდიო და ვიდეო აპარატურა;
  • მობილური ტელეფონები და აქსესუარები;
  • საყოფაცხოვრებო ნივთები;
  • კომპიუტერის მონიტორები , ლეპტოპები ;
  • კონდიცირების და ფილტრაციის სისტემები;
  • ენერგიის დაზოგვის პროდუქტები - მზის პანელები;
  • ბიზნეს პროდუქტები;
  • მაცივრის პალატები და სხვ.

კომპანიის ისტორია:

კომპანია დაარსდა 1947 წელს, ქალაქ ბუსანში. LG Electronics -ის დაარსების თარიღად ითვლება  კონგლომერატში პირველი კომპანიის დაფუძნების თარიღი. კომპანიის პირველი პროდუქტები იყო კბილის პასტა და სახის კრემი სახელწოდებით Lucky.

1958 წლის 1 ოქტომბერი - Lak Hui Chemical-მა დააარსა Goldstar (მოგვიანებით LG Electronics). ამ მომენტიდან კომპანიამ დაიწყო ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დიზაინსა და წარმოებაზე მუშაობა;

1966 წელს - პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი დამზადდა კორეაში.  იმავე წელს, Lak Hui Chemical-ს დაარქვეს Lucky Chemical Ind.

2005 - 2019 - LG ბრენდის უახლესი ისტორია:

2007 წელი - LG Electronics-მა დააპატენტა 4G კომუნიკაციის ფორმატი GSMA მობილური ტელეფონებისთვის და მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა, ვინც შემოგვთავაზა  4G LTE ტექნოლოგია;

2008 წელი -კომპანია Conergy-სთან ერთად იწყებს თანამშრომლობას და აწარმოებს LG მზის პანელებს;

2009 წელი - LG Electronics ხდება ფორმულა 1-ის ტექნოლოგიური პარტნიორი;

2011 წელი - LG Optimus Black სმარტფონი გამოიცა უპრეცედენტოდ მაღალი დისპლეის სიკაშკაშით ისევე როგორც მსოფლიოში პირველი სმარტფონი 3D დისპლეით, რომელიც არ საჭიროებს სათვალეებს - LG Optimus 3D.

LG-ის მიერ წარმოებული მობილური ტელეფონი , რომელიც აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ, ეს არის დახვწილი დიზაინის LG G8 ThinQ .

ყველა თანამედროვე იდეა განხორციელებულია ამ სმარტფონში. მაგალითად, სასაუბრო დინამიკები არ არის: ამის ნაცვლად,  ხმას გამოსცემს ეკრანის დამსახურებით. დისპლეი გადავიდა უფრო მაღალ QHD + რეზოლუციაში და აქვს HDR10 მხარდაჭერა. ასე რომ, ყველა ფერი, რასაც ტელეფონში ნახავთ -  უნაკლოა.

ახალი ტელეფონი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც აღჭურვილია Z-Camera მოდულით. ფოტოების გადაღების გარდა, მას შეუძლია სახეების ამოცნობა, ეკრანის განბლოკვა და ვირტუალური ბარათიდან გადახდების დადასტურება. კამერის ინტერფეისს ასევე აქვს  ღამის რეჟიმი და ვიდეო პორტრეტების შექმნის შესაძლებლობა.

უპირატესობები :

  • უსაფრთხოების მოწინავე სისტემა;
  • კონტროლის მაღალი დონე;
  • OS- ის უახლესი ვერსია;
  • დიდი პროცესორი.

ნაკლოვანებები :

  • არასაკმარისი ბატარეა.

LG G8 ThinQ  სხვა მრავალი ახალი პროდუქტისგან, თავისი მაღალხარისხიანი აუდიო სისტემით გამოირჩევა: დაბალანსებული ხმა აღაფრთოვანებს  ყველა მომხმარებელს. მოწყობილობა გამიზნულია ძირითადად მუსიკის მოყვარულთათვის, თუმცა არც თამაშებისა და ფოტოების გადაღების მხრივ დაგტოვებთ  იმედგაცრუებულს.

და ბოლოს, უნდა განვიხილოთ რა, თუ არა - LG კონდიციონერი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ცნობილი და მოთხოვნადი პროდუქციაა.

კონდიციონერი LG G12LH  კედლის  ტიპის სპლიტ-სისტემაა, რომელსაც  გაგრილება-გათბობის რეჟიმი აქვს. რეკომენდირებული ფართი 35 მ² -მდეა, რომლის სიმძლავრე გაგრილების რეჟიმში:3,5 kW / 12000 BTU/სთ-ია, ხოლო გათბობის რეჟიმში 3,5 kW / 12000 BTU/სთ.

ენერგომოხმარება გაგრილებისა და გათბობის დროს განსხვავებულია. მაგალითად, პირველის შემთხვევაში - 1,27 kW-ია, ხოლო მეორეს შემთხვევაში - 1,23 kW, რაც დიდი განსხვავებაც არ არის.

შიდა ბლოკის ხმაურის დონე 40 დბ-ია,  გარე ბლოკის კი - 49 დბ.  სამუშაო ტემპერატურა გაგრილების დროს 18-30 °C, გათბობის დროს კი 16-30 °C. მართვა  დისტანციურად ხდება.

რაც შეეხება ფუნქციებსა და მახასიათებლებს, აქვს ანტიკოროზიული დაცვა Gold Fin, გაგრილების რეჟიმი, 7 საათიანი ტაიმერი, ტემპერატურის აწევა,  ხმაურის დაბალი დონე და  თბილი დაწყება.

ისურვეზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ნაწარმებია თავმოყრილი,  გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აღმოაჩინეთ საუკეთესო ბრენდების პროდუქცია მხოლოდ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში.