სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ლეპტოპები იაფად

ყველა ბრენდის ლეპტოპები იაფად, ოფიციალური გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

ხარისხიანი ეკრანი, კომფორტული კლავიატურა და ძლიერი პროცესორი - ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც  ყველა ლეპტოპს  უნდა გააჩნდეს, ხოლო ლეპტოპის ყიდვა განვადებით ისურვეზეა შესაძლებელი ისევე, როგორც და საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო მიტანა .

თუკი საუკეთესო მაჩვენებელის მქონე ლეპტოპების  იაფად  ყიდვა გსურთ , დღევანდელ აღწერაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე  ბიუჯეტურ მოდელს, რომლებიც განკუთვნილია ნებისმიერი დავალებების შესასრულებლად. იქნება ეს: თამაშები, საოფისე სამუშაოები თუ  პროგრამები.

ლეპტოპებს უამრავი ბრენდი აწარმოებს და ისინი, შეიძლება, რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთი მეორისგან, ჩვენ შევეცადეთ საუკეთსეოები მოგვეკრიბა ჩვენს საიტზე და პატარა მიმოხილვით, ვცდით რომ გაგიმარტივოთ არჩევანი.

რომელი დაბალბიუჯეტიანი ლეპტოპის შეძენაა უკეთესი?

ტექნიკის ბაზარზე, ლეპტოპები თანდათან იაფდება, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივად უმჯობესდება . ეს ნიშნავს, რომ იაფინი ლეპტოპებიც კი შესანიშნავია სამუშაოებისთვის, გასართობად და თამაშებისთვის.

ვიღაცას  მაღალხარისხიანი ეკრანი სჭირდება, ვიღაცას - დიდი რაოდენობით შიდა მეხსიერება, ხოლო მოთამაშეებისთვის,  მნიშვნელოვანია დისკრეტული ვიდეო ბარათები, მინიმუმ, მათი დაყენების შესაძლებლობით.

კიდევ ერთხელ შეგახსნებთ, რომ ისურვეზე მუდმივად შეგიძლიათ ნოუთბუქები განვადებით შეიძინოთ!

რაც შეეხება პროცესორებს, ბიუჯეტურ მოდელებსაც უკვე აქვთ  Intel Core i3 ან AMD Ryzen  პროცესორები.  თუ  შედარებით დაბალფასიან მოდელებს აიღებთ  Intel Pentium; Celeron ან AMD-ს პროცესორებით, მაშინ ლეპტოპის გამოყენებას შესძლებთ მხოლოდ მარტივი საოფისე პროგრამებისთვის და ამ შემთხვევაში, უნდა დაივიწყოთ თამაშები.

თუ გაინტერესებთ სად შეიძლება შეიძინოთ ლეპტოპები იაფად და რომელიმე მათგანია საუკეთესო, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს აღწერას ბოლომდე, რადგან სპეციალურად თქვენთვის შევარჩიეთ საუკეთესო მოდელები

 

Asus VivoBook 15 X510U - უნივერსალური ასისტენტი

VivoBook სერია საუკეთესოა მის ბიუჯეტურ სეგმენტში. X510U დაბალ ფასში, არა მხოლოდ  კარგ სპეციფიკას  აერთიანებს, არამედ მშვენივრადაც გამოიყურება.

ლეპტოპის მთავარი მახასიათებელი, რაც მას სხვა წინამორბედი მოდელებისგან განასხვავებს, არის ეკრანის გარშემო არსებული მინიმალური ჩარჩოები, რის გამოც კორპუსს შედარებით მცირეს აჩენს.

უპირატესობები :

  • კარგი დიზაინი;
  • ეკრანის გარშემო მცირე ზომის ჩარჩოები;
  • მაღალი ხარისხის ჩვენება;
  • მოცულობითი SSD კარტა;
  • მსუბუქი წონა 15.6 ინჩიანი ლეპტოპისთვის.

ნაკლოვანებები :

  • დაბალი ავტონომია;
  • საშუალო ხმის ხარისხი.

ულამაზეს და ძლიერ Vivobook 15 -ს აქვს მხოლოდ ერთი ნაკლი -  კომპაქტურობის გამო, უფრო კომფორტულია მისი გამოყენება სახლის პირობებში. ხმის დაბალი ხარისხი და სუსტი ბატარეა მოითხოვს  დამატებით გარე დინამიკების დამონტაჟებას და მუდმივად დენის წყაროსთან  დაკავშირებას. სხვა მხრივ,  შესანიშნავი არჩევანია სამუშაოსთვის და სწავლისთვის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუკი ლეპტოპის იაფად შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, სადაც უარავი არჩევანი დაგხვდებათ როგორც დაბალფასიან მოდელებზე, ასევე შედარებით მაღალბიუჯეტიან ლეპტოპებზე

Acer Aspire 3

ლეპტოპს არ აქვს რაიმე გამორჩეული თვისებები, მაგრამ ის შეიცავს ყველა იმ მახასიათებლებს, რაც თანამედროვე მომხმარებელს სჭირდება. რაც მთავარია ეს ყველაფერი  დაბალ ფასში.

აქვს 15.6 დიუმიანი ეკრანი, ძლიერი და ენერგოეფექტური პროცესორი, მაგრამ ვისთვისაც ეს საკმარისი არ იქნება, შეგიძლიათ დააინსტალიროთ დამატებითი მყარი დისკი ან SSD.

უპირატესობები :

  • მშვიდი მუშაობა;
  • SSD;
  • RAM-სა და შიდა მეხსიერების გაფართოების შესაძლებლობა;
  • ბიუჯეტური მოდელებისთვის კარგი პროცესორი;
  • დიდი მყარი დისკი მონაცემთა შენახვისთვის.

ნაკლოვანებები :

  • არც ისე ხარისხიანი ეკრანი.

მწარმოებელმა Aspire 3 -ის მთავარი მახასიათებლები შექმნა  ფასიდან გამომდინარე. ლეპტოპს აქვს დაბალანსებული შესრულება და ძალიან დაბალი ღირებულება.

Xiaomi Mi Notebook Air 12.5

Mi Notebook Air 12.5 არის Windows-ზე მომუშავე  ერთ-ერთი საუკეთესო MacBook Air-ის ანალოგი, რომლის მთავარი უპირატესობაა - მაღალი რეზოლუციის და კაშკაშა ეკრანი.

ლეპტოპის მახასიათებლები  საკმარისია ინტერნეტში სამუშაოდ, ფილმების საყურებლად და სხვა გასართობებისთვის.

2019 წელს კომპანიამ განაახლა Air-ის შემადგენლობა. კარგი გარეგნობა და დაბალი ფასი შეინარჩუნა, მაგრამ დაამატა Intel მე-8 თაობის პროცესორები.

Xiaomi ლეპტოპები ასევე წარმოუდგენლად მსუბუქი წონისაა,  რომლებიც მუდმივად შეგიძლიათ თან ატაროთ.

უპირატესობები :

  • ელეგანტური დიზაინი შთაგონებული Apple MacBook -სგან;
  • მუშაობს ჩუმად;
  • მაღალი რეზოლუციის ეკრანი;
  • კარგი ბატარეა;
  • ხმამაღალი და მკაფიო ხმა.

ნაკლოვანებები :

  • მხოლოდ 2 USB პორტი.

კომპანია Xiaomi ლეპტოპების სფეროში ჯერ კიდევ არ არის ისეთი წარმატებული, როგორც სმარტფონებში, მაგრამ თუ ის არჩეულ ტემპს შეინარჩუნებს, აუცილებლად მიაღწევს შესანიშნავ შედეგს. Mi Notebook Air არის შესანიშნავი ლეპტოპი  ძალიან გონივრულ ფასად.

ლეპტოპები იაფად წამყვანი ტექნიკის მწარმოებლებისგან განვადებით ისურვეზე

სულ რამდენიმე წლის წინ განვადებით სასურველი ნივთის შეძენა საკმაოდ ხანგრძლივ და დაღლილ პროცედურებს მოითხოვდა.

თუმცა ეს ასე აღარ არის და ონლაინ მაღაზიების არსებობამ ეს პრობლემა უკვე მოაგვარა.

ახლა უკვე შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, საცობებში დგომისა და სხვადასხვა საბუთის ბანკსა და მაღაზიაში წარმოდგენის გარეშე, ძალიან მარტივად შეავსოთ განვადება სასურველ ნივთზე, თანაც თქვენზე მორგებული ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.

ლეპტოპები შეუცვლელი დამხმარეა სწავლისა და სხვადასხვა საქმიანობისთვის

საიდუმლო არავისთვისაა, რომ 21-ე საუკუნეში ყველაფერი ციფრულ რეჟიმშია გადასული.

იქნება ეს განათლების მიღება, ბიზნესის წარმოება, თუ სხვა საქმიანობა.

სამსახურეობრივი თათბირებიც კი უკვე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პანდემის შემდგომ ყველამ დაინახა ონლაინ რეჟიმში მუშაობის უპირატესობები.

ამისათვის კი შესაბამისი ტექნიკა აუცილებელია და ისინიც კი, ვინც ადრე საწერ კალამსა და ფურცელს არჩევდა, ხვდებიან, თუ რა კომფორტია კომპიუტერულ პროგრამებში მარტივი და სწრაფი მუშაობა.

თუმცა ციფრული ასეთი მნიშვნელოვანი როლი ჩვენს ცხოვრებაში ხარჯებთანაა დაკავშირებული და ხარისხიანი და ძლიერი მოწყობილობების შეძენა გარკვეულ ფინანსებს საჭიროებს.

ნოუთბუქები იაფად უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ შეარჩიოთ, სასურველი ზომის, ბრენდის, სიმძლავრის, სისწრაფისა და უსაზღვრო შესაძლებლობების მიხედვით. ამიტომ შეარჩიეთ ყველაზე იაფად ნოუთბუქები ისურვეზე, ნუ დახარჯავთ ზედმეტს.