სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 3 გვერდი

კლუჩების ნაკრები (ქანჩის გასაღებები)

ყველანაირი კლუჩების ნაკრები, იგივე ქანჩის გასაღებების ნაკრებები. ქრომირებული ვანადიუმის მასალა, გამძლე პროდუქცია, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

კლუჩები სასაუბრო ყოველდღიურობაში ძალიან ფართოდ გავრცელებული ტერმინია, თორემ მისი სალიტერატურო დასახელება ქანჩის გასაღებები გახლავთ.

თუმცა, მომხმარებლისთვის უკეთ აღსაქმელად, პერიოდულად ამ ტერმინს ვხმარობთ ხოლმე და იმედია, ამას მისაღებ პრაქტიკად ჩაგვითვლით.

ქვემოთ განვიხილავთ ამ ხელსაწყოების ბრენდებს, ფასებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სანამ განხილვაზე გადავალთ გეტყვით იმას რაც, გვგონია, რომ ისედაც იცით ე.წ. "კლუჩების ნაკრები"  ყველა სახლში უნდა იყოს, რომ ყველანაირი მოულოდნელობისთვის მზად იყოთ.

კლუჩების ნაკრები - მწარმოებლები, ღირებულება და განვადება

კლუჩების ნაკრები ხელსაწყოების ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, თუმცა ყველა ინსტრუმენტების კრებული მათ ნამდვილად არ შეიცავს.

როგორც წესი, ისინი გვხვდება ორ სხვადასხვა შემთხვევაში:

  1. დიდი ზომის (150, 215) ნაკრებებში ერთ-ერთ განყოფილებად, 8, 12 ან 16 ცალი კლუჩის სახით;
  2. ან უშუალოდ კლუჩების ნაკრები, 18 ან 24 ზომის ქანჩის გასაღებით, სხვა მცირე ოდენობის აქსესუარებთან ერთად, რომელთა უმეტესობას ძირითადად გალოვკები (თავაკები) შეადგენენ.

რაც შეეხება შეფუთვას, ყველაზე პოპულარული სტანდარტულ, პლასტმასის ყუთში მოთავსებული ნაკრებია, ჩვენს მიერ ზემოთ განხილული ორივე შემთხვევა სწორედ ამ ტიპის ერთეულებს გულისხმობდა.

კლუჩების ნაკრების ყველაზე ფართო არჩევანი ისურვეზე!

თუმცა ბაზარზე შეიძლება შეხვდეთ ნაჭრის სპეციალურ ჩასადებებში წარმოდგენილ მოდელებსაც, ამ კუთხით განსაკუთრებით Toptul, Total, Ingco Selta და Tolsen გამოირჩევიან. 

ასეთი კლუჩების ნაკრები შედარებით იაფია, თუმცა თუ მხოლოდ სახელოსნოში გჭირდებათ გამოგადგებათ, სატარებლად კი ნაკლებად მოსახერხებელია .

ფასები ამ ბოლო შემთხვევაში 50-დან 200 ლარამდე მერყეობს, გააჩნია კლუჩების ნაკრების ზომას, ანუ თავად კლუჩების რაოდენობას.

ასევე მნიშვნელოვანია რა ტიპისაა კლუჩები, ტრეშოტით თუ მათ გარეშე, რა მასალისგანაა ისინი დამზადებული და ა.შ.

ხოლო ხელსაწყოების ნაკრებთან ერთად, ეს ღირებულება პირიქით, 200 ლარიდან იწყება და 700-მდე მერყეობს.

თუ კლუჩების ნაკრები განვადებით გსურთ იყიდოთ, ამავე გვერდზე შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს .

შემდეგ გამოგზავნეთ განვადების განაცხადი შერჩეული მოდელის გვერდიდანვე (სულ რამდენიმე წამის პროცედურაა) და დაელოდოთ ისურვეს ოპერატორებს, რომლებიც სატელეფონო რეჟიმში თქვენთან ყველა დეტალს დააზუსტებენ და ონლაინ საბანკო განვადების გაკეთებაშიც დაგეხმარებიან.

შეიძინეთ, კლუჩების ნაკრები (ქანჩის გასაღებები) ისურვეზე ყველაზე იაფად დაზოგეთ დრო და თანხა!