კიბე
კიბე - ყველა ზომის, ალუმინისა და მეტალის მასალის, განვადებითა და უფასო მიტანით მთელ საქართველოში, ასევე ფასდაკლება კიბეებზე მხოლოდ ისურვეზე!
სამშენებლო ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებლის კიბეები მრავლად შეგხვდებათ. მათი ხარისხი, ღირებულება, ტექნიკური პარამეტრები, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებულია.
სადავო ნამდვილად არაა, რომ როდესაც საქმე კიბეს ეხება, ხარისხი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, კიბეზე ხომ პირდაპირაა ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებული.
კიბეები ორ ტიპად იყოფა - საყოფაცხოვრებო და სამშენებლო.
უფრო კონკრეტულად კი საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და პროფესიონალურ მოდელებად, მათი წონა და გამძლეობაც განსხვავებულია. საშინაო საჭიროებისთვის საკმარისია აირჩიოთ მსუბუქი წონის, ხოლო დატვირთული სარემონტო სამუშაოებისთვის უმჯობესია პროფესიონალური სამშენებლო კიბეები.
საყოფაცხოვრებო მოდელები - მსუბუქია, სუსტი კავშირებითა და ყოველგვარი დამატებითი დამჭერების გარეშე. გარდა ამისა, შედარებით დაბალია, რომელიც განკუთვნილია პერიოდული გამოყენებისთვის. ასეთი ტიპის კიბეები უძლებენ მხოლოდ 100 კგ-მდე დაწოლას.
სამშენებლო კიბეები მხოლოდ ჩვენს საიტზე!
პროფესიონალური მოდელები - განკუთვნილია 120 კგ-ზე მეტი დატვირთვისთვის, რომელიც გამოიყენება სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებისთვის. კიბეებში გამოყენებულია ძლიერი შენადნობები, რომლებიც უფრო სერიოზულ დავალებებს ასრულებენ.
ელექტრო მოწყობილობებთან, განათების, გაყვანილობის დროს მუშაობისას სასურველია გამოიყენოთ არაგამტარი მასალებისგან დამზადებული სპეციალური კიბეები. „Fiberglass“ კონსტრუქციები ზუსტად შესაფერისია ამ მიზნებისათვის. ხატვის დროს ხშირად გამოიყენება ხის პორტატული კიბეები. ასევე, ეს ვარიანტი შესაფერისია, როგორც ბიბლიოთეკის ან ოფისის ინტერიერის მოსაწყობად.
გამომდინარე იქიდან, რომ საყოფაცხოვრებო კიბეები მცირე ზომისაა, მარტივი ფუნქციონირებითა და მობილურობით გამოირჩევა. საყოფაცხოვრებო ტრავმების შემთხვევები, როდესაც ადამიანები კიბეების მაგივრად, მაგიდებს იყენებენ - იშვიათი არაა. ამიტომ, თქვენ უნდა აირჩიოთ უსაფრთხო მოდელი, რომელიც თავიდან აგარიდებთ ტრამვულ შემთხვევებს.
სახლის პირობებში თუკი ნათურის შეცვლა გსურთ, მაღალ თაროებზე მტვრის გადაწმენდა, ფარდების ან სურათების ჩამოკიდება, მაშინ ამ საშინაო კიბე ძალიან მოსახერხებელია.
სახლში თუკი რემონტს აკეთებთ, თქვენ უნდა შეარჩიოთ ბორბლების განსხვავებული დიზაინი. შესანიშნავი გამოსავალი იქნება მრავალფუნქციური მოდელი, რომელიც შექმნილია კიბე ტრანსფორმატორის საფუძველზე.
კიბე - ტრანსფორმატორი მშენებლების ერთ-ერთი გამორჩეული მოწყობილობაა
ტრანსფორმატორ კიბეს დიდი ფუნქციონალურობის გამო, ხშირად უწოდებენ უნივერსალურ კიბეს. მზადდება მეტალისგან ან ალუმინისგან. არსებობს პროფესიონალური გამოყენების კიბეები, რომელთაც ორი ან სამ განყოფილებიანი საფეხურები აქვთ. პირველს შეუძლია 8 მეტრის სიმაღლეს მიაღწიოს, ხოლო მეორეს - 10.5 მეტრს.
როდესაც კიბეების ყიდვას გადაწყვეტთ , მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კონკრეტულად რა დანიშნულებისთვის გჭირდებათ ისინი და რამდენად გაგიმარტივებთ მუშაობის პროცესს. როგორც ვხედავთ, არსებობს სხვადასხვა დანიშნულების კიბეები, ამიტომ, ყიდვისას გარკვეულ მახასიათებლებზე გააკეთეთ აქცენტირება :
- დიზაინის სპეციფიკა - ბევრი მოდელი აღჭურვილია დამატებითი მოწყობილობებით, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ გარკვეული დავალებების შესრულებაში;
- სასარგებლო დეტალები - ხელსაწყოების განსათავსებელი თაროები, დამატებითი საფეხურები მოსახერხებელი მოძრაობისთვის. ეს დამატებითი დეტალები ოდნავ აისახება თვითღირებულებაზე, სამაგიეროდ - იმუშავებთ კომფორტულად.
- სიმაღლე - საშინაო საჭიროებისთვის, საკმარისია 1,5 მ, ხოლო პროფესიონალუ მოდელებში მათი სიმაღლე შესაძლოა 8-10 მეტრამდეც იყოს.