• გვერდი #1 - სულ 6 გვერდი

Kenwood

Kenwood-ის საერთაშორისო ბრენდის საოჯახო ტექნიკის და აქსესუარების ყველაზე დიდი კატალოგი სუპერ ფასებით. განვადებით სახლიდან გაუსვლელად და გარანტია. უფასო საკურიერო სერვისი რა თქმა უნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Kenwood   ბრიტანული სამზარეულოს ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. Kenwood აწარმოებს და ყიდის სამზარეულოს ტექნიკას , მათ შორის  მიქსერებს, ბლენდერებს, კომბაინებს, პურის საცხობ აპარატებს, ჩაიდანებსა და ტოსტერებს.

კომპანია დააარსა კენეტომ მეინარდო ვუდმა 1947 წელს, ქალაქ უოკინგში. 1962 წელს კომპანია გადავიდა ჰავანტში, სადაც ამჟამად მუშაობენ.

ისტორია

1940-იანი წლები - Kenwood -ის პირველი პროდუქტი იყო მწარმოებლის მიერ გამოგონებული ტოსტერი , რომელიც ბაზარზე  1947 წელს გამოჩნდა.
1950-1960-იანი წლები - სამი წლის შემდეგ, 1950 წელს, Ideal Home-ის გამოფენაზე Kenwood Chef Kitchen-ის პირველი ვერსია წარადგინეს.

1970-1980-იანი წლები - კომპანიის პირველი კომბაინი გამოუშვეს 1979 წელს. 1989 წელს ინვესტიცია ჩადეს ჩინეთში თავიანთ პირველ ქარხანაში.

2001 წელს, იტალიელმა კონკურენტმა,   მცირე ზომის მოწყობილობების მწარმოებელმა De'Longhi - მა შეიძინა Kenwood კომპანია 45.9 მილიონ დოლარად.

პროდუქტები:

Kenwood- ის  საოჯახო პროდუქცია მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

  • სამზარეულოს მანქანები;
  • საკვებისა და სასმელის მომზადება ( კომბაინები, ბლენდერები , წვენსაწურებ ი);
  • საუზმე ( ჩაიდანი , ტოსტერი ,  პურის საცხობი, ყავის აპარატები ) .

იმისათვის, რათა უკეთ გავერკვიოთ პროდუქცის მახასიათებლებსა და ფუნქციებში, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მოდელის განხილვას.

Kenwood პურის საცხობი აპარატის დიზაინი და ტექნოლოგია

Kenwood პურის აპარატის დახვეწილი დიზაინი ნებისმიერ სამზარეულო ინტერიერს მშვენივრად მიესადაგება, ხოლო ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც გამოყენებულია ამ  აპარატის შესაქმნელად, ხდის მას მარტივსა და მოსახერხებელ გამოსაყენებელს.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აპარატში არსებული წებოვანი ფენა, არ იწვევს პურის წვას. არც იმ შემთხვევაში, თუკი  არასწორად შეარჩიეთ მომზადების დრო, რადგან ჩამონტაჟებული  ქრონომეტრი  - ECO პროგრამა, აკონტროლებს და გაძლევთ იმის საშუალებას, რომ პური 85 წუთში გამოაცხოთ.

აღსანიშნავია აგრეთვე ავტომატური დამატება, რომლის დახმარებით  შეგიძლიათ  პურს სხვა დამატებითი პროდუქტებიც შეურიოთ, მაგალითად, თხილი ან ხმელი ხილი.

წვენსაწური KENWOOD JMP800SI შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც იხილოთ, როელიც საკმაოდ მრავალფუნქციური მოწყობილობაა.

პროდუქტის სიმძლავრე 240 w-ია, რომელსაც წვენის რეზერვუარი აქვს და მისი მოცულობა 1.5 ლიტრია, ხოლო  რბილობისთვის განკუთვნილი რეზერვუარის მოცულობა 1.5 ლიტრია.

ფუნქციური მახასიათებლები მოიცავს: წვეთვის საწინააღმდეგო სისტემას, მოცურების საწინააღმდეგო სადგამს, გავლების ფუნქციასა და ფართო ჩასატვირთ ღარს.

ფიზიკური პარამეტრები  აერთიანებს საერთო წონას, რომელიც 7,1 კგ-ია და ასევე ზომას, რომელიც 44 x 20 x 15.5 სმ-ია. კორპუსის მასალა პლასტმასისა და ალუმინისაა, ხოლო ფილტრის მასალა  მეტალისგანაა დამზადებული.

ჩაიდანი KENWOOD SJM610-იც ძალიან დახვეწილი დიზაინის მოდელია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. მისი მთლიანი მოცულობა 1,7 ლიტრია, რომელიც უჟანგავი ფოლადი / ალუმინის მასალისგანაა დამზადებული.

აქვს განათებული ღილაკები,  სადენის შესანახი,  ჩართვა/გამორთვის ინდიკატორი და მართვის პანელი. ჩაიდანის ზომებია 24.0H x 16.0W x 13.0D,  ხოლო წონა 1.6 კგ-ია.

და ბოლო მოდელი ეს არის ხელის ბლენდერი KENWOOD HB850RD, რომელიც ჩასატვირთი ტიპისაა. მოწყობილობის  სიმძლავრე 700 W-ია, რომელსაც სიჩქარეთა 5 რაოდენობა აქვს. კვების ტიპი ქსელიდან გამომდინარეობს.

მახასიათებლები აერთიანებს დანების ტექნოლოგია Triblade-ს, სიჩქარის მწყობრ რეგულირებას,  ერგონომიულ დიზაინსა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვის შესაძლებლობას.

ფიზიკური პარამეტრებია ალუმინის კორპუსის მასალა და უჟანგავი ფოლადის დანის პირები. ბლენდერის ზომაა 42 х 6,8 х 6,8 სმ,  წონა  კი 1,1 კგ.

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!