სრული კოლექცია


Hisense-ის მაცივრები

ცნობილი Hisense-ის მაცივრები ყველაზე იაფად. ონლაინ საბანკო განვადება, გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

Hisense-ის მაცივრები ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.

ეს ფაქტი დიდად გასაკვირი არაა, რადგან ჰისენსის მაცივრები შედარებით დაბალი ფასისაა, მიუხედავად იმისა რომ ხარისხი ნამდვილად დამაკმაყოფილებლია.

ჰაისენსის მაცივრები აერთიანებს ბიუჯეტურ და ეფექტურ ტექნიკას, რომელიც უფრო და უფრო იხვეჭს სახელს მსოფლიოს მასშტაბით.

სიმარტივისთვის ეს კომპანია შეგვიძლია შევადაროთ Xiaomi-ს, Hauwei-ის მათი ბრენდის აღმავლობის პერიოდში.

Hisense ახერხებს ოპტიმალურად შეაზავოს თანამედროვე ტექნოლოგიები ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში და ჩინეთისთვის მახასიათებელი სისწრაფე და დაბალ დანახარჯიანი წარმოება.

1969 წელს დაარსებული კომპანიას ზურგს ჩინეთის სახელმწიფო უმყარებს და ჩვენთვის ცნობილ საკმაო ბრენდებს ფლობს.

მაგალითისთვის უშუალოდ ორგანიზაციის ბრენდებს გარდა ჩვენთვის ნაცნობი ჰაისენსისა (რომელიც საშუალებას გვაძლევს მაცივრები იაფად და ფასდაკლებით ვიყიდოთ, თუნდაც ონლაინ საბანკო განვადების შემთხვევაში ), კელონი, ქომბაინი, რონშენიც მიეკუთვნება.

გარდა მაცივრებისა კომპანია სხვათა შორის ტელევიზორებშიც ძლიერ არის წარმოდგენილი.

ასევე, მაღალი ხარისხის წარმოების გამო ხშირად სხვა ცნობილი ბრენდებისთვის პროდუქციის წარმოების კონტრაქტებში შედის.

ეს არის ზუსტად ამ ბრენდის უპირატესობა თქვენ შეიძლება სახლში ჰიტაჩის მაცივრები, ბეკოს მაცივარი, ან თუნდაც სამსუნგის მაცივარი გქონდეთ, არადა უშუალოდ თქვენი მოწყობილობა ბრენდის დაკვეთით სწორედ Hisense-ს ქარხანაში იყოს დამზადებული.

სადაურია Hisense-ის მაცივრები?

სწორედ ამ გამოცდილების შემდგომ გადაწყვიტა Hisense-მ მაცივრების წარმოება, და სწორედ ამიტომ არის რომ მისი შექმნილი მაცივრები იაფად არის ხელმისაწვდომი , თუმცა ამავე დროს ყველა ტექნოლოგიურ რეჟიმსა და ფუნქციას აკმაყოფილებს.

ცალკე საკითხია გორენიეს მაცივრების (Gorenje მაცივარი) ისტორია.

ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად - გორენიე სლოვაკური, ევროპული ბრენდია და მას ჩინეთთან არაფერი აკავშირებდა, თუმცა აღნიშნულმა ჰაისენსის მფლობელმა ჯგუფმა 2018 წელს შეიძინა გორენიეს მწარმოებელი კომპანიის აქციების 100%.

ეს ტრანზაქცია ამ ორი კომპანიის საწარმოებზე არ ასახულა - სლოვაკური ისევ სლოვაკეთში იწარმოება, ჩინური კი ჩინეთში, თუმცა აისახა მათ ხარისხსა და ფასზე.

ორმა გიგანტმა ერთიანი ძალებით შეძლო ერთის მხრივ მომწოდებლებისგან უკეთესი ფასების მიღება, მეორე მხრივ კი საკუთარი ცოდნის გაზიარება, რითაც მათი მაცივრების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა, და კითხვაში რომელი მაცივარი ჯობია - ხშირად გამარჯვებული სწორედ ამ ბრენდებიდან ერთ-ერთი რჩება.

ჰაისენსის მაცივრების ტექნიკური მახასიათებლები

Hisense-ს მაცივრებს, სხვების მსგავსად ფუნქციების სრული ასორტიმენტით გამოირჩევიან.

გარდა უშუალო ფიზიკური კომპონენტებისა, როგორიცაა საყინულის პოზიციონირება ზევით ან ქვევით, ან თუნდაც განივად.

ჰაისენსის მაცივრები შემდეგ ტიპებად იყოფა:

  • ფრანგული კარით;
  • ოთხი კარით;
  • ორი კარით;
  • მაცივრები ზედა და ქვედა საყინულეებით;
  • ჩასაშენებელი მაცივრების შესაბამისი კომბინაციები

ფრანგული კარი (ორმხრივად რომ იღება, და დიდი ზომის სამზარეულოებში, მითუმეტეს შუაში განლაგებული სამზარეულოს კუნძულით ნამდვილად დიზაინის იდეალური კომპონენტია), ან თუნდაც მინი და პატარა მაცივრები.

ფუნქციების კუთხით კი ნულოვანი ყინულის რეჟიმი (უყინულო საყინულე), პროდუქტების მაქსიმალური სიცოცხლისუნარიანობა და მინიმალური ტენიანობა ჰაისენსის შემთხვევაში ნამდვილად გარანტირებულია.

ჰაისენსის მაცივარი ცხელ ზაფხულში არასოდეს დაგტოვებთ იმედგაცრუებულს.

ბაზარზე არსებული ასორტიმენტი შესაძლოა დამაბნევლად გამოიყურებოდეს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ჰაისენსის ფირმის პროდუქცია მუდმივად პროგრესირებს და გვაოცებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მიღწევებით.