სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 14 გვერდი

თავაკები (გალოვკები)

ყველა ზომის თავაკები, ე.წ გალოვკები ნაკრებებში, საუკეთესო არჩევანი, ბრენდების სრული ასორტიმენტი, ონლაინ განვადება და ადგილზე მიტანის უფასო სერვისი მთელ საქართველოში.

რა არის გალოვკები და როგორ შევარჩიოთ ისინი?

ე.წ გალოვკა, იგივე თავაკი ძალიან, კლუჩებთან ერთად, ძალზედ საჭირო და  გამოყენებადი აქსესუარია , რომელსაც ყველაზე ხშირად ავტო სახელოსნოებში შეხვდებით.

როგორც წესი, გალოვკებს ცალკე იშვიათად ყიდულობენ და უფრო დიდი მოთხოვნა მათ ნაკრებზეა, რომლებიც ერთმანეთისგან შემადგენლობით და შესაბამისად, წარმოდგენილი თავაკების ზომებით განსხვავდება.

ბაზარზე, გალოვკების ნაკრების უამრავ სხვადასხვა ნაირსახეობას შეხვდებით, 13 ნაჭრიანი სულ პატარა სეტიდან 215-იანი პროფესიონალური მოდელებით დამთავრებული.

თუმცა ცხადია, 215-ივე გალოვკა არ გახლავთ და მსგავს ნაკრებში მოთავსებულია უამრავი დამხმარე ნივთი, მათ მოსაჭერად, ადვილად მისადგომად, სხვადასხვა ტიპის, ფორმისა და დანიშნებულებით.

რომელი გალოვკების ნაკრები ჯობს?

გალოვკების ნაკრები, რომელიც ბევრ ერთეულს შეიცავს, ლოგიკურად, უფრო მძიმე და ძნელად გადასაადგილებელია, ამიტომ, შერჩევისას ამ საკითხზეც გაამახვილეთ ყურადღება.

მაგალითად, დიდი, 215-იანი ნაკრები 25-30 კგ-ს იწონის, ხოლო მცირე ზომის, 94-იანი მოდელები, 7-8 კგ-ს.

მიღებულია, რომ აქცენტი პირველ რიგში რაც შეიძლება დიდ ზომების დიაპაზონზე უნდა გააკეთოთ.

ანუ, ეცადეთ იყიდოთ ნაკრები, რომელშიც რაც შეიძლება მეტი გალოვკაა, ვიდრე დიდი ზომის ანალოგი , რომელშიც ცოტა გალოვკა და მაგალითად ბევრი ქანჩის გასაღებია, და აქვე გეტყვით, რომ ისურვეზე ქანჩების ნაკრებიც განვადებით შეგიძლიატ შეიძინოთ!

აუცილებლად გაითვალისწინეთ ტრეშოტკების რაოდენობა, მათი ზომა და ხარისხი.

1 ტრეშოტკიანი მოდელები ყველაზე იაფი ღირს, 3-იანები შესაბამისად, ყველაზე ძვირი.

რაც შეეხება ხარისხს, გარდა ბრენდისა, მნიშვნელოვანია მასალაც.

ქრომირებული ვანადიუმი ამ სფეროში ჯერჯერობით უახლესი სიტყვაა და მისგან დამზადებული გალოვკებიც და ტრეშოტკებიც საუკეთესო ხარისხად მიიჩნევა.

სწორედ ამ ტიპისაა მაგალითად Mannesmann ან Toptul და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქცია.

იხილეთ  ინსტრუმენტების ნაკრების ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზე, იშოპინგეთ სახლიდან გაუსვლელად!

პროფესიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვე.ჯი-ზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთვის გამოსადეგი დანადგარი, თუ ხელსაწყო.