Franko
სამზარეულოს ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი Franko საუკეთესო ფასებით, ონლაინ საბანკო განვადებით და გარანტიით. ადგილზე მიტანა მეორე ან იმავე სამუშაო დღეს ყველგან, მთელ საქართველოში.
Franko - ხარისხი, რომელსაც ყველაზე ხშირად ირჩევენ
21-ე საუკუნეში საოჯახო თუ თავის მოვლის საშუალებები ყოველდღიურად გვჭირდება.
Franko კი არის ბრენდი, რომელიც სამომხმარებლო ტექნიკის ყველაზე დიდ ასორტიმენტს გთავაზობთ სხვადასხვა დანიშნულებისათვის, რადგან მისი ხარისხი ყველგან საჭიროა.
აღსანიშნავია, რომ უკვე 1 წელია, Franko მომხმარებელს ტელევიზორებსაც სთავაზობს და მისი ორივე მოდელი, რომელიც ბაზარზეა წარმოდგენილი, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც პირველ რიგში დაბალი ფასის და ხანგრძლივი გარანტიის დამსახურებაა.
მათი სხვა ბრენდებთან და მოდელებთან შედარება აქ შეგიძლიათ: ტელევიზორები განვადებით მათ შორის 300 ლარად.
Franko ქართველი მომხმარებლების ფავორიტი ბრენდი
Franko გერმანული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ერთ- ერთ ყველაზე მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია წარმოდგენილი.
Franko ს დაარსების ისტორია 2015 წლიდან იწყება და ბოლო 2-3 წელია ქართული ტექნიკის ბაზარზეც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასეთ მცირე დროში გასაკვირიც არაფერია, ვინაიდან, თითოეული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გამორჩეულია როგორც დიზაინის თვალსაზრისით, ასევე - მახასიათებლების კუთხით.
დღევანდელ აღწერაში რამდენიმე პროდუქციის აღწერას შემოგთავაზებთ და ამის პარალელურად, გარკვეულ რეკომენდაციებსაც გაგიზიარებთ პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით.
ფრანკო სამზარეულოს ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწარმოებელია
აღწერას დავიწყებთ ერთ-ერთი თანამედროვე დიზაინის ელექტრო ღუმელით FRANKO FEO-109-ით. მოკლედ, მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირია: ზომები 51 x 44 x 33 სმ-ია, სიმძლავრე 1300 ვატი, მოცულობა 38 ლიტრი, წონა კი 9.2 კგ.
აქვს მექანიკური მართვის ტიპი, ნათურა და ტემპერატურის დიაპაზონი 80-320°C. ელექტრო ღუმელის გაწმენდა საკმაოდ მარტივია როგორც შიგნიდან, ისე - გარედან. ღუმელის ფუნქციებში შედის: ხორცეულის შებრაწვა და ნამცხვრების გამოცხობა. კომპლექტაციას მოყვება 2 ლანგარი და 1 ცხაურა.
იცით რას უნდა მიანიჭოთ არსებითი ყურადღება ელექტრო ქურის ყიდვის შემთხვევაში?
ზომა - ღუმელის შერჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი ზომები, რადგან უპრობლემოდ შეძლოთ მისი განთავსება სამზარეულოს ინტერიერში.
მასალა - არსებობს როგორც მინანქრის, ასევე ფოლადის ზედაპირიანი ღუმელები , რომლებიც მოვლის თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისგან.
მუშაობის პრინციპი - შეგიძლიათ გამოიყენოთ ღუმელი მექანიკური ან ელექტრონული კონტროლის საშუალებით. მექანიკური მბრუნავი ღილაკები საშუალებას გაძლევთ ჩართოთ ან გამორთოთ პანელის გათბობა, დააყენოთ სასურველი ტემპერატურა ან ღუმელის მუშაობის რეჟიმი.
ელექტრონულ კონტროლში ბრძანებების დაყენება სენსორული პანელის გამოყენებით შეგიძლიათ, სადაც მრავალი რეჟიმი სრულად გააქტიურებულია - თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ სასურველი პროგრამა და დანარჩენი მიანდოთ ღუმელს.
ფუნქციები - რაც უფრო მრავალფეროვანია ღუმელის ფუნქციური დატვირთვა, მით უკეთესს შანსს გაძლევთ გაუმკლავდეთ ყველაზე რთული კერძების მომზადებასაც.
ფრანკო ტექნიკა ხარისხის მოყვარული დიასახლისებისთვის
დიასახლისები სახლში ყველაზე დიდ დროს ატარებენ და ზრუნავენ საკუთარ ოჯახებზე, ამისათვის კი ხარისხიანი ტექნიკა ესაჭიროებათ, ამიტომ ფრანკოს პროდუქცია მათთვის ყველაზე შესაფერისია.
ისევ ბრენდის პროდუქციის აღწერას რომ დავუბრუნდეთ, უნდა განვიხილოთ ჯამიანი მიქსერი FRANKO FMX-1149, რომლის ძირითადი მახასიათებლებია: 450 w სიმძლავრე, 4,5 ლ ჯამის მოცულობა, უჟანგავი ფოლადის ჯამისა და საცმების მასალა და 5 სიჩქარე + Turbo რეჟიმი. აქსესუარებში მოყვება ცომის მოსაზელი და სადღვები კაუჭები. ძაბვაა 100-240 V, ხოლო სიხშირე 50-60 Hz.
FRANKO საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხაზში ასევე წარმოდგენილი აქვს ხოცსაკეპი მანქანებიც , რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ნახევარფაბრიკატის დასამზადებლად. ერთ-ერთი მოდელის FMG – 1153-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: სიმძლავრე 2500 ვატი და 2 სიჩქარე.
რაც შეეხება კონკრეტულად ფუნქციურ მახასიათებლებს, აქვს: მოცურების საწინააღმდეგო სადგომი, რევერსი, კორპუსის მასალა: პლასტმასი/უჟანგავი ფოლადის, დისკები და დანა უჟანგავი ფოლადისაგან წარმოებული. გათვალისწინებულია ასევე გადახურებისაგან დაცვა. ფიზიკური პარამეტრები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ძაბვა - 220 V, სიხშირე - 50 Hz, ფერი - შავი, გარანტია 3 წელი.
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036 მაღალი ხარისხის პროდუქციაა, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და დიდი პოპულარობით. მოწყობილობის მაქსიმალური სიმძლავრეა 2400 W, ხოლო შესრუტვის - 380 W.
ჩამოთვლილი და აღნიშნული სამზარეულო წვრილი ტექნიკის გარდა, ასევე შესაძლებელია FRANKO უთოს შეძენაც. მოდელი FSI-1160 ორთქლის ტიპისაა, რომლის სიმძლავრეა 2400 W. წყლის რეზერვუარია 350 მლ, ხოლო გაცხელების ტემპერატურის დიაპაზონია 50-220 °C.
ფუნქციები და მახასიათებლებია: ვერტიკალური დაორთქვლა, ნადების საწინააღმდეგო სისტემა და თვითწმენდის ფუნქცია, ხოლო ფიზიკური პარამეტრებია: ქსელიდან კვება, 220-240 V ძაბვა და 50 Hz სიხშირე.
და ბოლოს, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ სამზარეულო ტექნიკას - სენდვიჩის აპარატს FRANKO FSM-1093-ს, რომლის სიმძლავრეა 700 w. განკუთვნილია გრილი- თევზისა და ხორცის მოსამზადებლად, ასევე გათვალისწინებულია მომზადების დასრულების ინდიკატორი და შესაძლებელია ტემპერატურის ავტომატური კონტროლიც.