სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ბალახის სათიბი აპარატები

ბალახის სათიბი აპარატებიარხნული გარანტიით, უფასო საკურიერო სერვისით მთელი ქვეყნის მასშტაბით და ონლაინ საბანკო განვადებით. როგორც ბენზინზე, ისე ელექტრო ენერგიაზე და აკუმულატორზე მომუშავე აპარატების სრული ასორტიმენტი. 

 

ისურვეს საიტზე განთავსებულია  ბალახის სათიბი აპარატების ფართო და იაფი არჩევანი - როგორც სახლში ეზოს მოსავლელად, ასევე პროფესიონალური საქმიანობისთვის. 

ისურვეას დახმარები თქვენ შეძლებთ უმნიშვნელოვანესი აპარატის, რომელიც თქვენი ეზოს გალამაზებაში დაგეხმარებათ, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასში შეიძინოთ.

რა პრინციპით შევარჩიოთ ბალახის საჭრელი?

ბალახის სათიბი აპარატების შესარჩევად საჭიროა ვიცოდეთ რამდენიმე ძირითადი პარამეტრი და მათ მიხედვით შეიძინოთ  ჩვენთვის სასურველი მოდელი. 

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ბენზო სათიბი გვჭირდება თუ ელექტრო სათიბი. 

ბენზინზე მომუშავე ბალახის სათიბი გათვლილია დიდი მოცულობის სამუშაოების შესასრულებლად. ის მოსახერხებლია, რადგან არ საჭიროებს დენს და საველე პირობებშიც შეიძლება მუშაობა. 

სათიბი ბენზო-ცელი ძირითადად გამოიყენება დიდი ზომის ეზოებისა და ქალაქის გარე გამწვანებების მოსავლელად. ასევე ძალიან საჭირო ინსტრუმენტია ფერმერული საქმიანობისთვის.

ბალახის სათიბი აპარატების ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზე

გაითვალისწინეთ, რომ ბალახის საკრეჭი მანქანაში როგორც წესი არ შეიძლება სუფთა ბენზინის გამოყენება. აუცილებელია მასში ზეთის შერევა. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით მოხმარების წესებს. 

ელექტრო ცელი უმეტეს შემთხვევებში გამოიყენება მცირე ზომის ეზოების მოსავლელად, სადაც დენის წყარო სამუშაო სივრცის ახლოს მდებარეობს.

დენზე მომუშავე ბალახის სათიბი აპარატები ბენზინზე მომუშავე ანალოგებთან შედარებით ნაკლები ხმაურით გამოირჩევა. ძრავის ხმა არ შეაწუხებთ სიახლოვეს მყოფებს. 

ბალახის სათიბი საჭრელი მოწყობილობები განსხვავდება ძრავის სიმძლავრის მიხედვით. მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი შეარჩიოთ  შესასრულებელი სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებისა, სათიბი ტექნიკა შეირჩევა ბრუნვის სიჩქარისა და ჭრის დიამეტრის მიხედვით. 

რაც მეტია ჭრის დიამეტრი, მით მეტი სივრცის გათიბვაა შესაძლებელი ერთი მოსმით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჭრის დიამეტრის ზრდასთან ერთად რთულდება ბალახის სათიბის მართვა. 

ისურვეს ონლაინ მაღაზიაში იყიდება სათიბელა აპარატები ისეთი წამყვანი ბრენდების წარმოებით, როგორებიცაა Bosch, Makit, Total, Ingco, Crown და ა.შ.

სათიბის შეძენის პრინციპი:

  • ბალახის სათიბი აპარატების შეძენა შესაძლებელია საიტზე საბანკო ბარათის გამოყენებით.
  • ასევე შეგიძლიათ კურიერთან ანგარიშსწორება ნაღდი ფულით.
  • ამასთან, გთავაზობთ ონლაინ საბანკო განვადებას. ჩვენი პარტნიორი ბანკებია - თიბის ბანკი, კრედო ბანკი და საქართველოს ბანკი.

ჩვენთან ნაყიდ ყველა ნივთზე, მათ შორის, რა თქმა უნდა ბალახის სათიბ აპარატებზეც,  ვრცელდება ქარხნული გარანტია . გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ბრენდის პროდუქციაზე სხვადასხვა სახის საგარანტიო პირობები მოქმედებს.

ისურვეს ცხელი ხაზი მუშაობს აქტიურ რეჟიმში და დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის გარკვევაში. გამოცდილი ოპერატორები პასუხს გასცემენ თქვენს ყველა კითხვას.

ბალახის სათიბი საუკეთესო მწარმოებლებისგან ისურვეზე

ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას გვსურს საუკეთესო ხარისხი, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რას ვყიდულობთ, ამისათვის კი საჭიროა დეტალურად გავეცნოთ შემოთავაზებულ პროდუქციას.

საცელი აპარატები გვეხმარებიან ეზოსა და ბაღის მოწესრიგებაში, რათა შევძლოთ ჩვენი გარემოსგან მაქსიმალური სარგებლის მიღება, იქნება ეს უბრალოდ მოვლილი ეზო, თუ ბაღი.

ისურვეზეა წარმოდგენილი ბალახის საკრეჭების ის განსაკუთრებული მოდელები, რომლებიც უნივერსალური მოწყობილობებია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ბალახს უპრობლემოდ უმკლავდებიან.

საცელავი ბოშის, შტერნის, იატოს, კერხერისა და იმ ცნობილი ხარისხიანი ბრენდებისგან, რომელთაც მომხმარებლების ნდობა დიდი ხანია დაიმსახურეს, ისურვეზე ყველაზე იაფია.

სათიბი მოწყობილობები - პროფესიონალი მებაღეების რჩეული მოდელები

ეზოს მარტივად მოვლისათვის ხშირად ირჩევენ მოწყობილობებს, რომლებიც ძუაზე ან საცელავ დისკზე მუშაობს და მარტივად უმკლავდებიან სხვადასხვა სისქის ბალახს.

სათიბი ტექნიკა, რომელსაც ისურვეზე იხილავთ, წარმოდგენილია როგორც ხელის, ასევე ბორბლებით, რომელთაც შეუძლიათ გათიბული ბალახის ავტომატურად, აპარატის ტომარაში შესრუტვა, რაც ორმაგად ზოგავს დროს და ამარტივებს საქმეს.

სათიბი აპარატები ხარისხის გარანტიით

ახალ და მეორად ტექნიკას შორის არჩევანის გაკეთება, მიუხედავად ფასის სხვაობისა, ახლის არჩევით უნდა მთავრდებოდეს.

მეორადი ბალახის სათიბი, პრაქტიკულად, გამოუსადეგარია, რადგან არაორიგინალი ნაწილებით შეკეთებული და ბაზარზე გასაყიდად გატანილი ბალახის სათიბები ძალიან მალე ფუჭდება და მისი შეკეთება დამატებით ხარჯებს საჭიროებს.

შეიძინეთ სრულიად ახალი ბალახის სათიბი აპარატები ხარისხის გრძელვადიანი გარანტიით ისურვეზე ერთიანად გადახდით ან განვადებით და ისარგებლეთ საუკეთესო მომსახურებით.