სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

7კგ-იანი სარეცხი მანქანები

ყველაზე მოთხოვნადი, 7 კგ-იანი სარეცხი მანქანები ყველა ბრენდისგან. უფასო ადგილზე მიტანა, განვადება და ოფიციალური გარანტია.

სარეცხი მანქანების სტანდარტული წონები 4-დან 6-კგმდე შუალედში მერყეობს. ეს ფაქტიურად ისეთივე სტანდარტად არის მიღებული როგორც კომპიუტერში ვინდოუსის საოპერაციო სისტემა და პრეზენტაციის Powerpoint-ში აწყობაა. თუმცა რას ვერჩით 7კგ-იან სარეცხ მანქანებს?

იმ ფაქტზე, რომ ასეთი მანქანები ნამდვილად საჭირო და აუცილებელია, მარტივი კომპონენტი მეტყველებს - ყველა ბრენდს აქვს წარმოდგენილი ამ ზომის სარეცხის მანქანები, თან სხვადასხვა დიზაინით.

საინტერესოა სტანდარტული 7კგ-იანი სარეცხი მანქანების მოხმარების ზრდა რითი აიხსნება. თითქოს ამის საპირისპირო ორი ტრენდი გვაქვს - ოჯახებში მცხოვრები სულების რაოდენობის შემცირება (ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო ცალკე ცხოვრობენ), და საშუალო ტანსაცმლის წონაც უფრო და უფრო მცირდება (ახალი ტექნოლოგიებით იგივე სითბოს მისაღებად უზარმაზარი დათვის ტყავის შუბის მოსხმა არ არის საჭირო).

ლოგიკურად, ძირითადი მიზეზი ალბათ ეკონომია და ეკოლოგიაა. ერთ ჯერზე 7 კილოგრამი ტანსაცმლის გარეცხვის დროს თქვენი სარეცხის მანქანა ბევრად უფრო ნაკლებ წყალსა და ელექტრო ენერგიას მოიხმარს.

იგივე რაოდენობის სარეცხი ორჯერ, თუნდაც პატარა სარეცხი მანქანით ან მინი სარეცხი მანქანით რომ გაგერეცხათ, მაინც ბევრად უფრო მეტ დანახარჯს მიიღებდით.

შესაბამისად, დიდი ზომის სარეცხი მანქანები გათვლილია შედარებით დიდ ოჯახებზე, ან ორი წევრი + პატარა ბავშვით, ან მინიმუმ 4 წევრიდან მაინც.

სარეცხი მანქანა 7 კგ ჩვენს მომხმარებლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია.

ბრენდებს რაც შეეხება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბოშის სარეცხი მანქანები, ბეკოს სარეცხი მანქანები, ინდეზიტისა, ვესტელისა თუ გორენიეს და ჰაისენსის მოდელები ყველა შეძლებს თქვენთვის საჭირო ფუნქციების შესრულებას.

უშუალოდ სარეცხი მანქანის შეძენამდე გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ მის ზომებზე. რიგ შემთხვევებში დიდი წონის სარეცხი მანქანა დიდ ზომასთანაც ასოცირდება (თუმცა ეს აუცილებელი არის). ამიტომ 7კგ-იანი ან მეტ წონიანი დანადგარის შეძენისას აუცილებლად იკითხეთ მისი გაბარიტები. ახალნაყიდი მანქანის ვერმოთავსება შესაბამის ადგილზე ნამდვილად უკანასკნელი რამ არის რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.

სხვამხრივ, დიდი წონის, საშუალო თუ მინი სარეცხი მანქანის მოხმარება ერთმანეთისგან არ განსხვავდება. იყენებთ იგივე სარეცხ ფხვნილს, რომლის ნდობაც გაქვთ ჩამოყალიბებული, და იცავთ იგივე პრინციპებს რომლებსაც იყავით მიჩვეული.

უშუალოდ სარეცხი ფხვნილების სასურველი რაოდენობა მითითებული იქნება სარეცხი მანქანის ინსტრუქციაზე. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ტანსაცმლის მარკების კითხვისა და მოფრთხილების წესსაც.

მაგალითად სინთეტიკის შეღებილი და ბამბის ქსოვილი ერთი და იგივე რეჟიმში არ ირეცხება, რადგან მეორე მათგანი (დამუშავებიდან გამომდინარე) გამოირჩევა ისეთი საღებავების მიმღებლობით რომლებიც ტემპერატურაზე არ იშლებიან პირველი კი მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს. 

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მაშტაბით უფასოა!