ყავის აპარატები და მადუღარა

გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკის თანამედროვე ბაზარზე ყავის აპარატების ძალიან მრავალფეროვანი მოდელებია წარმოდგენილი, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყოველი აღწერისას განსხვავებული დანადგარები შემოგთავაზოთ, რათა აპარატის ყიდვისას,  ფასისას და მახასიათებლების გათვალისწინებით, ზუსტად შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური მოდელი.

ტრადიციულად, დღესაც გვინდა წარმოგიდგინოთ  რამდენიმე სხვადასხვა ყავის აპარატის განხილვა, რომლებიც ერთმანეთს შევადარეთ ტექნიკური მახასიათებლებითა და შესაძლებლობებით.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ყავის აპარატების ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც, სადაც წარმოდგენილია როგორც ყავის აპარატები ოფისისთვის, ასევე საოჯახო ტიპის მოდელები.

Melitta Optima Timer

პლასტმასის კორპუსის მქონე წვეთოვანი ტიპის ყავის აპარატი წარმოდგენილია ორ ფერში - შავში ან თეთრში. მოწყობილობის სიმძლავრე - 0.85 კვტ-ია, ხოლო ყავის ავზის მოცულობა 1.1 ლიტრია. შეუძლია ერთდროულად მოამზადოს 2-დან 8-მდე ჭიქა ყავა. ცხელი წყლის რეგულირება  კი შეგიძლიათ პარამეტრებიდან.

აპარატს აქვს LED დისპლეი და ტაიმერი, ხოლო გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ იგი ავტომატურად ითიშება. აქვს ერთჯერადი ქაღალდის ფილტრი, ყავის ტემპერატურა კი 92–96 გრადუსამდე აღწევს.

დადებითი:

  • მოსახსნელი წყლის ავზი;
  • ტაიმერი;
  • ავტომატური გათიშვის ფუნქცია;
  • მარტივად გამოსაყენებელი;
  • დაგვიანებული დაწყების ფუნქცია;
  • ლამაზი დიზაინი;
  • ყავის მომზადების მაღალი სიჩქარე.

მინუსები:

  • მოკლე დენის კაბელი;
  • გათბობის ფირფიტაზე შესაძლოა მოხვდეს ყავის წვეთები.

Bosch TAS 3202 - კაფსულის ყავის აპარატი .

მელიტასგან განსხვავებით, იგი წარმოდგენილია ხუთ ფერში - თეთრი, წითელი, ნაცრისფერი, ლურჯი და შავი. აქვს პლასტმასის კორპუსი, ხოლო მოწყობილობის სიმძლავრეა - 1.3 კვტ.

ყავის ავზის მოცულობა ოდნავ ნაკლებია, ვიდრე ზემოთ განხილული მოდელისა - 0.8 ლიტრი. აგრეთვე შესაძლებელია ცხელი წყლის რეგულირება და ყავის სიმკვრივის კონტროლი.

აპარატს ასევე აქვს წვეთვის საწინააღმდეგო სისტემა, თუმცა მოწყობილობას არ შეუძლია ერთდოულად მოამზადოს ორი ჭიქა ყავა. გარდა ამისა,  არ აქვს ეკრანი,  ტაიმერი, მაგრამ აქვს ავტომატური გამორთვის ფუნქცია. შეუძლია კაპუჩინოს, ესპრესოს, ლატე მაკიატოს დამზადება.

დადებითი:

  • ლამაზი დიზაინი;
  • კომპაქტური მოდელი;
  • მარტივად გამოყენებადი;
  • მრავალფეროვანი კაფსულები;
  • ავტომატური გამორთვის ფუნქცია;
  • მომზადების მაღალი სიჩქარე.

მინუსები:

  • დენის მოკლე კაბელი;
  • ჩართვისას გამოსცემს ხმაურს;
  • ყავის ავზის მცირე მოცულობა;
  • ზედაპირი სწრაფად ბინძურდება.

Polaris PCM 1527E

ელეგანტური დიზაინის მქონე ყავის აპარატი მხოლოდ ოქროსფერი ან  შავია, რომლის კორპუსის მასალა პლასტმასისაა. სიმძლავრე, ისევე როგორც Melitta Optima-ში 0.85 კვტ-ია. ყავის ჩამოსახმელი მილი დამზადებულია ლითონის მასალისგან, ხოლო ყავის ავზის მოცულობა 1.5 ლიტრია. არ არის გათვალისწინებული რძის კონტეინერი.

აპარატი აღჭურვილია ეკრანით, ტაიმერითა და ავტომატური გამორთვის ფუნქციით. შეგიძლიათ  მოამზადოთ ერთდროულად ორი ჭიქა ყავა, მათ  შორის ესპრესო და კაპუჩინო.

დადებითი:

  • ყავის სწრაფი მომზადება;
  • ლამაზი დიზაინი;
  • მარტივად გამოყენებადი;
  • კომპაქტური მოდელი;
  • დიდი მოცულობის ყავის ავზი.

მინუსები:

  • ხმაურიანი;
  • არ არსებობს მოცულობის ან დროის დაპროგრამების შესაძლებლობა;
  • კაპუჩინოს უხარისხო მწარმოებელი.

 

პოპულარული მოდელები