წნევით სარეცხი აპარატი - რეკომენდაციები

კერხერის ხსენება ძირითადად ავტომობილებთან ასოცირდება, რადგან ავტოსამრეცხაოთა დიდი ნაწილი, სამუშაო პროცესისთვის , სწორედ კერხერის აპარატებს იყენებს

მიუხედავად იმისა, რომ ავტომსარეცხაოები დიდი სიმძლავრისა და სხვადასხვა ფუნქციის აპარატებს ანიჭებენ უპირატესობას, ძალიან კომფორტულია მცირე ზომის დანადგარის გამოყენება სახლის პირობებშიც.

სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ბრენდს წარმოდგენილი აქვს როგორც დიდი, ასევე უფრო მცირე ზომის, მძლავრი წნევითი დანადგარი, რომლის მოხმარება შესაძლებელია არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ხალიჩებისა თუ გარე ფილების გასარეცხად.  მცირე ზომიდან გამომდინარე, რეზინის ბორბლების დახმარებით, მარტივია მისი გადაადგილება სხვადასხვა ზედაპირსა და გარკვეულ რთულ წერტილებთან მისადგომად.

აღნიშნულ პროდუქციას შეგიძლიათ isurve.ge –ს საიტზეც გადაავლოთ თვალი  და თავად გააკეთოთ სასურველი არჩევანი. განსხვავებული ფუნქციის, მახასიათებლების, ზომისა თუ ფასის მიხედვით,  ჩვენი საიტი საკმაოდ ფართო შემოთავაზებას გთავაზობთ წნევით სარეცხ აპარატებზე.

ამდენად, დღეს გარკვეულ რჩევებსაც მოგცემთ  იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძირითადი მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ  მისი შეძენისას.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ რა ტიპის მოხმარებისთვის გჭირდებათ  დანადგარი.

სახლის პირობებში აპირებთ  მის გამოყენებას, თუ - ავტოფარეხისთვის. ამის შემდეგ მიმოიხილეთ  ისეთი მახასიათებლები როგორიცაა: დანადგარის წონა, ზომები, სიმძლავრე, სამუშაო წნევა , გამოყენებული წყლის ტემპერატურა და წყლის სიჩქარე.  

სპეციალისტების რჩევით, არ არის რეკომენდირებული , რომ მაღალი წნევის აპარატი ელექტრონული ფუნქციების დეტალური შესწავლის გარეშე შეიძინოთ , რადგან ძრავა პირდაპირაა დამოკიდებული გამართულ მუშაობასა და მის ფუნქციონირებაზე.

საშინაო პირობების გამოყენებისას, დანადგარის საშუალო წნევა 70-100 ბარის დიაპაზონში უნდა იყოს. ამასთან, აპარატის გამოყენებადობა დაკავშირებულია შლანგის სიგრძეზე, რომლის მინიმალური სიგრძე 7 მეტრი მაინც უნდა იყოს. რაც შეეხება დამატებით ნაწილებს - საქშენებს, თითოეულ მათგანს თავისი გამიზნული ფუნქციები აქვს.  

მაგალითად, საქშენები შეიძლება გამოიყენოთ ბაღის მოსარწყავად, სხვადასხვა ნივთის გასარეცხად და ასევე მკვეთრად დაბინძურებული ადგილების გასაპრიალებლად.

ყველა სიკეთესთან ერთად, აპარატში შესაძლებელია სარეცხი საშუალებების მოთავსება, რომლის დახმარებით, დანადგარი მინიმალური ძალისხმევითა და გაცილებით სწრაფად ახერხებს ზედაპირის დასუფთავებას.

გადახედეთ მძლავრ სარეცხ აპარატებს მსოფლიო მასშტაბით .

თუ გადაწყვეტილი გაქვთ სასურველი მოდელის შეძენა, ისურვე  განვადებას ნებისმიერ შერჩეულ პროდუქციაზე გთავაზობთ, რომელიც სრულიად მორგებული იქნება თქვენვის სასურველ გადახდის ეტაპზე.

გარდა ამისა, ჩვენთან მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მაშტაბით. 

ჩვენი ოპერატორები კი ყოველთვის მზად არიან, რათა მოგაწოდოთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია. 

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები