ვერტიკალური მტვერსასრუტების მწარმოებელი კომპანიები

დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ იმ ბრენდების ჩამონათვალი, რომლებიც ბოლო წლებია აქტიურად აწარმოებენ ვერტიკალურ მტვერსასრუტებს და გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერ პოზიციებს იკავებენ.

Karcher - დასუფთავების აღჭურვილობის გერმანული მწარმოებელი, რომელიც ლიდერია სხვადასხვა სახის მტვერსარუტების წარმოებით. აქვს როგორც ვერტიკალური მტვერსასრუტები , ისე - ხელის.

მიმოხილვების თანახმად, ისინი განსხვავდებიან ზომებით, მძლავრი ელემენტებით (დაახლოებით 2000 mAh), ჰაერის მრავალსაფეხურიანი ფილტრაციით და ვერტიკალური პარკირების საიმედოობით.

Samsung - სამხრეთ კორეული კომპანია, რომელიც ციფრულსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას 1938 წლიდან აწარმოებს. დასუფთავების მოწყობილობები გამოირჩევა: 170-300 ვტ სიმძლავრის ძრავით, ელემენტის ხანგრძლივობით (დაახლოებით 60 წუთით) და EZClean ტექნოლოგიით, რომელიც განკუთვნილია მყარი და რბილი ზედაპირების ჰიგიენური და სწრაფი წმენდისთვის.

Philips  - ჰოლანდიური კომპანია, რომლის ერთ-ერთი საუკეთესოა საყოფაცხოვრებო ტექნიკის  წარმოებაში. ბრენდის ასორტიმენტში ძალიან ბევრი ვერტიკალური  ხელის მტვერსასრუტი არ მოიპოვება, მაგრამ ყველა მოდელმა შესანიშნავად დაამტკიცა ნამსხვრევების შეწოვის კარგი ძალა, ჰაერის საიმედო ფილტრაცია და მყარი და რბილი ზედაპირების იდეალურად დასუფთავების შესაძლებლობა. ნაკრები მოიცავს რამდენიმე საქშენს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ზედაპირისთვის - ავეჯი, იატაკი, ხალიჩა.

Kitfort - რუსული კომპანიაა, რომელიც ბოლო წელია საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს.  დაარსდა 2011 წელს და სათაო ოფისი მდებარეობს პეტერბურგში. წარმოდგენილი აქვს ყველა სახის მტვერსასრუტი - რობოტები, ხელის,  ფილტრიანი და ვერტიკალური.

ეს უკანასკნელი იყოფა სადენიან და უსადენოდ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ბატარეები (საშუალოდ, 2000 mAh). ვერტიკალური მტვერსასრუტები საინტერესოა მათი დაბალი წონის 2-5 კგ, მტვრის შეწოვის კარგი ენერგიით (დაახლოებით 150 ვტ) და პორტატულად გადაქცევის შესაძლებლობით.

Xiaomi - ჩინური კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2010 წელს დაიწყო. იგი სპეციალიზირებულია ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში, რომელიც გთავაზობთ შეიძინოთ იაფიანი, მაგრამ კარგი ვერტიკალური მტვერსასრუტები , რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ელემენტებით მუშაობს და რომელთა სიმძლავრე დაახლოებით 150 ვატია. Xiaomi  მტვერსასრუტი  იწონის საშუალოდ 3 კგ-ს, აქვს ხმაურის დაბალი დონე (დაახლოებით 75 დბ) და მაღალხარისხიანი ძრავის გამო, არ თბება ხანგრძლივი მუშაობის დროს.

Hoover - იტალიური კომპანია, რომელიც Candy Group-ის საკუთრებაში არსებული ბრენდია. კომპანია აწარმოებს როგორც საწმენდ, ისე - სარეცხ მოწყობილობებს.

ბრენდის ასორტიმენტში ძირითადად წარმოდგენილია უკაბელო მტვერსასრუტები , რომლებიც ავტონომიურად მუშაობენ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ხოლო დამუხტვას საშუალოდ 3-5 საათს ანდომებენ. ნაკრებში თითქმის ყოველთვის შედის უამრავი საქშენები, რომლებიც განკუთვნილია - ავეჯის, იატაკის, ხალიჩებისა და კუთხეების დასუფთავებისთვის.

თუ სველი წმენდის მტვერსასრუტების ყიდვით ხართ დაინტერესებული, ან უბრალოდ ინფორმაცია გაინტერესებთ, ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები