საუკეთესო ვენტილატორები მომხმარებელთა შეფასების საფუძველზე

ზაფხული თანდათან ახლოვდება ამიტომ, გაგრილების სისტემის შეძენის  საჭიროებაც დგება. რადგან კონდიციონერები შედარებით ძვირი სიამოვნებაა, ყველას არ აქვს მისი შეძენის საშუალება, მაგრამ პორტატული ვენტილატორები ამ პრობლემას მარტივად გადაჭრის.

დღევანდელ ბლოგში გვსურს მიმოვიხილოთ დასადგამი ვენტილატორები,  რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტზეც, მაგრამ თუკი კონდიციონერის ყიდვა გსურთ, ნურც საკუთარ სურვილზე იტყვით უარს, რადგან ჩვენთან შესაძლებელია განვადების პირობებით სარგებლობა, ხოლო ბარათით გადახდის შემთხვევაში, მიიღებთ მომენტალურ ფასდაკლებას ნებისმიერ მოდელზე.

Scarlett SC-1370

Scarlett  ვენტილატორი ძალიან კარგად უმკლავდება თავის პასუხისმგებლობას. უფრო მეტიც, ის ხარჯავს მხოლოდ 35 ვატ ელექტროენერგიას.

90 გრადუსზე ბრუნვისა და 30 გრადუსზე დახრის ფუნქციები ხდება სტრუქტურულად და მექანიკურად. პირების სიგრძის დიამეტრი 30 სმ-ია, ხოლო შტატივი ადვილად რეგულირდება ნებისმიერ სიმაღლეზე.

ვენტილატორის ზომებია 35x100x21 სმ, ხოლო წონა - 1.95 კგ.

მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, ეს მოდელი, ეფექტურად უბერავს ცივ ჰაერს, მტკიცედ დგას საყრდენ პლატფორმაზე, არ ვიბრირებს და არ გამოსცემს უცხო ხმებს. ერთი ნაკლი, რომელსაც მომხმარებლები აღნიშნავენ ეს არის მაქსიმალური სიმაღლის შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ 1 მეტრია.

უპირატესობები:

  • ფასი;
  • კარგად გააზრებული ბრუნვა და დახრა;
  • ეფექტური ჰაერის დინება;
  • მყარი შეკრება.

უარყოფითი მხარეები:

  • პლასტმასის ჩამოსხმის ხარისხი;
  • სიმაღლე მხოლოდ 1 მეტრია.

Maxwell MW-3508

Maxwell ვენტილატორი ოდნავ უფრო ძლიერია, ვიდრე ვიდრე წინა მოდელი. სიძლიერე კი გამოიხატება ერთდროულად ჰაერის სამი რეჟიმის არსებობით. მაქსიმუმი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ პრობლემაც მაშინვე იკვეთება - შესამჩნევი ხმაური.

გარდა ამისა, ყველაზე სუსტი რეჟიმი მომხმარებლების უმეტესობისთვის არც ისე სუსტი აღმოჩნდა და მყიდველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მინიმალური რეჟიმი ორჯერ სუსტი უნდა იყოს.

ბრუნვის კუთხე 90 გრადუსია, ხოლო ვენტილატორის სიმაღლის რეგულირება ძალიან  მარტივია.

ზოგადად, აღნიშნული ვენტილატორი ოდნავ უფრო მაღალტექნოლოგიურია, ვიდრე მსგავსი კლასის მოდელები. გათვალისწინებულია ყველაფერი: ელექტრონული მართვა დისტანციური მართვის საშუალებით, ტაიმერი, თერმომეტრისა და ეკრანის არსებობა. თავად დიზაინი საკმაოდ მყარია და იწონის 4 კგ-ს.

უპირატესობები:

  • მართვის პანელი;
  • 8 საათამდე ტაიმერი;
  • ძლიერი (3 სიჩქარე);
  • სტაბილური ფეხები;
  • თერმომეტრი;
  • ლამაზი დიზაინი.

უარყოფითი მხარეები:

  • მინიმალური რეჟიმი ძალიან ძლიერია;
  • წარმოების ხარისხი და მასალები;
  • შედარებით ხმაურიანი.

Lumme LU-105

Lumme LU-105 სამუშაო მოდელებს შორის, ყველაზე იაფი ანი ვენტილატორია . ხელმისაწვდომი ფასი არის პირველი, რასაც მყიდველები აღნიშნავენ როგორც პლიუსს. სხვა მხრივ, ეს მოდელიც საკმაოდ კარგია. ენერგიის მოხმარება - 45 ვტ უზრუნველყოფს სიჩქარის სამ რეჟიმს.

არსებობს დახრისა და ბრუნვის ფუნქციები. ბრუნვის მაქსიმალური კუთხეა 90 გრადუსი. პირების დიამეტრი 40 სმ-ია, ხოლო მექანიზმის სიმაღლე რეგულირდება 1.25 მეტრამდე.

უპირატესობები:

  • ჰაერის მაღალი ხარისხის  ნაკადი;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • 3 სიჩქარე.

უარყოფითი მხარეები:

  • დამცავი გარსაცმის წინა ნაწილების ცუდი შესაკრავები;
  • ძალიან თხელი და რბილი ლითონის ფეხები.

ვენტილატორის მწარმოებელი საუკეთესო ბრენდები ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები