საუკეთესო საკერავი მანქანები - რეიტინგი

  დღეს საუკეთესო საკერავი მანქანები  სხვადასხვა სირთულის 200-ზე მეტ ფუნქციას ასრულებენ, რაც საშუალებას გაძლევთ  არა მხოლოდ შეკეროთ ნებისმიერი ქსოვილი,  არამედ გააფორმოთ ისინი უნიკალური ნაქარგებითა და ნიმუშებით.

რომელი საკერავი მანქანის შეძენა სჯობს დამწყებთათვის და პროფესიონალთათვის?  

თანამედროვე საკერავი მანქანები  შეიძლება იყოს სამი ტიპის: ელექტრომექანიკური,  ელექტრონული და კომპიუტერული.

დამწყებთათვის და სახლის პირობებში სამუშაოდ, საკმარისია ელექტრომექანიკური მანქანა , რომელსაც შეუძლია 10-20 ძირითადი  ნაკერის გაკეთება. გარდა ამისა, აღჭურვილია ფეხის სამუხრუჭე სისტემით ე.წ. პედლითა  და ხელის რეგულატორით, რომლითაც შესაძლებელია  ფუნქციების გადართვა.

გამოცდილი მკერავებისთვის, რომელთაც სურთ კერვის პროცესი უფრო მოსახერხებელი გახადონ და მზად არიან ძვირადღირებულ აღჭურვილობაშიც მეტი თანხა გადაიხადონ, მაშინ  ელექტრონულ მოდელზე  უნდა გააკეთონ აქცენტირება, რომელსაც  დაწყების ღილაკი და დამატებითი ფუნქციები აქვს.

პროფესიონალმა მკერავებმა ყურადღება  უნდა გაამახვილონ სრულიად კომპიუტერულ მოდელებზე, რომლებიც მხოლოდ ელექტროენერგიის დახმარებით მუშაობენ. სხვა მექანიზმებისგან განსხვავებით, ასეთ კომპიუტერულ მოდელს მოსახერხებელი სენსორული მართვა და ჩაშენებული მიკროპროცესორი აქვს, რომელთაგან ზოგიერთი მოდელი Wi-Fi- ს დაკავშირების შესაძლებლობითაა უზრუნველყოფილი. ასეთ დანადგარებს ასობით ოპერაციის შესრულება შეუძლიათ. მათ შორის ნაქარგებისა და ორნამენტების.

საკერავი მანქანების საუკეთესო მწარმოებლებია:

  • Janome ;
  • Bernina ;
  • Brother ;
  • Pfaff ;
  • Husqvarna.

რაც შეეხება ღირებულებას - ნუ იჩქარებთ იმ ფუნქციებსა და ხაზებში თანხის გადახდას,  რომლებიც მუშაობის პროცესში არ გამოდგებათ. ამავდროულად, ნურც ზედმეტად დაბალი ფასი იქნება თქვენთვის მისაღები.

საუკეთესო სპეციალური საკერავი მანქანები

სპეციალური საკერავი მოწყობილობები განკუთვნილია პროფესიონალური საქმიანობისთვის, რომელსაც ძალიან მრავალფეროვანი ფუნქციები გააჩნია.

Jaguar 935d - საუკეთესო მანქანა იაპონური მწარმოებლისგან

ეს ახალი საკერავი მანქანა მშვენივრად უმკლავდება სხვადასხვა ნაკერს, ჩასწორებებსა და კიდეებს. ქსოვილის მოძრაობის გაუმჯობესებული დიფერენციალი,  რომელსაც ავსებს თანამედროვე LockSystem მარყუჟები, საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ყველაზე სწორი ნაკერები.

უპირატესობები:

  • 17 სხვადასხვა ტიპის  ნაკერი;
  • საწინააღმდეგო მოძრაობის ფუნქცია;
  • წუთში 1300 დარტყმა;
  • მუშაობა შესაძლებელია  რთულ ქსოვილებთანაც;
  • არ აქვს ვიბრაცია და ზედმეტი ხმაური.

Jaguar საკერავი მანქანის   ფასი   იმდენად ხელმისაწვდომია, რომ  ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მისი შეძენა. რაც ყველაზე მთავარია, ფასთან ერთად გამოირჩევა  ოპერაციების უმაღლესი ხარისხითა და მართვის სიმარტივით.

Jaguar იდეალურია პროფესიონალებისთვის,  მაგრამ არც დამწყებებს გაუჭირდებათ ამ მოწყობილობის ათვისება.

Pfaff Creative Icon - პროფესიონალი საკერავი და სა ქარგი მანქანა

ამ სერიოზული მოდელის მთავარი მახასიათებელია 257 მმ გაფართოებული სენსორული მონიტორი. ამასთან, გათვალისიწინებულია ნაქარგის 800 ნიმუში, რომელიც ჩამონტაჟებულია მანქანის სისტემაში.

სხვა ფუნქციური შესაძლებლობები აერთიანებს ასევე Wi-Fi კავშირსა და MySewNet ფუნქციას, რომლითაც  შესაძლებელია მოწყობილობის მეხსიერებაში შეუზღუდავი რაოდენობის დამატებითი ნაქარგების ჩამოტვირთვა და შენახვა.

უპირატესობები:

  • გაფართოებული სამუშაო ადგილი ნათელი LED განათებით;
  • ვიბრაციისა და ხმაურის მინიმალური დონე;

ნაკლოვანებები:

  • ძალიან მაღალი ღირებულება

ასეთი აღჭურვილობის შეძენას  აზრი  მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი  საკუთარი სამკერვალო ბიზნესი გაქვთ.  თუმცა გაითვალისიწეთ ისიც, რომ აღჭურვილობის ყველა ფუნქციის  შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროფესიულ საქმიანობაში ასეთი საკერავი მანქანები  ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ.

Janome Excellent Stitch 300

დახვეწილი დიზაინით  შემუშავებული Janome  საკერავი მანქანა   თავისი ფუნქციების მრავალფეროვნებითა და უმაღლესი ხარისხით  ნამდვილად გამოირჩევა . აღნიშნული მოდელი, თავის სეგმენტში,  სხვა მოდელებს შორის 300-ზე მეტი ოპერაციით განსხვავდება.

ნაკერების გარდა, შეუძლია დეკორატიული ნამუშევრების შექმნა, ასევე ანბანის ამოქარგვა,  და სხვა.

უპირატესობები:

  • მშვიდი მუშაობა;
  • ჩამონტაჟებული ნემსის ძაფი;
  • ღილაკებთან და ფეხის მუხრუჭებთან მუშაობის შესაძლებლობა;
  • ნემსის ზოლის სიზუსტის გაზრდა;
  • ძაფის ავტომატური ჩასწორება;
  • სხვადასხვა ტიპის ქსოვილთან მუშაობის შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • დაბალი სიმძლავრე 46 ვატი;
  • გათვალისწინებულია ანბანის მხოლოდ ერთი ვერსია.

Isurve.ge ონლაინ მაღაზიაში, საკერავი მანქანების ფართო არჩევანია, აქ შეხვდებით პროფესიონალურ, ნახევრად პროფესიონალურ, ოვერლოკის, მინი საკერავ მანქანებს და ა.შ.

პოპულარული მოდელები