სარეცხის თოკებიდან თანამედროვე ტანსაცმლის საშრობებამდე
September 13, 2019იქამდე სანამ ყველაფერს გააფუჭებდეთ და შემდეგ ინსტრუქციის ძებნას დაიწყებთ, ვეცდები ცოტა რამ მოგიყვეთ სარეცხის საშრობებზე. თუ როგორ გამოვიყენოთ ტანსაცმლის საშრობი სწორად.
მოგეხსენებათ, ხანდახან დიდ დისკომფორტს გვიქმნის სარეცხის დაფენვა თოკებზე, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება დიდი ზომის ქსოვილებს. ზოგიერთ კორპუსში კი, ადგილის სიმცირის გამო თეთრეულის დაფენვა შეუძლებელიც არის. სწორედ ამიტომ, ჩვენი დროის, ნერვებისა და ენერგიის დასაზოგად გამოიგონეს ტანსაცმლის საშრობები.
ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მოძრაობით - ღილაკზე თითის დაჭერით შეგვიძლია მივიღოთ სასურველი შედეგი, თუმცა ამ სიმარტივის მიღმა სხვა ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
თავდაპირველად, სასურველია გაეცნოთ მანქანის მონაცემებსა და შესაძლებლობებს. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა დაახარისხოთ ქსოვილები და ეცადოთ მსგავსი ტიპის სტრუქტურა ერთად გააშროთ.
დროის დაზოგვის მიზნით ნუ გამოიყენებთ ძალიან მაღალ ტემპერატურას, რადგან ძლიერი სიცხე აუცილებლად დააზიანებს ქსოვილს. ამასთან, ნუ გადატვირთავთ საშრობს.
კარგი სიმშრალისთვის და ნაკეცების თავიდან ასარიდებლად სიხალვათეა საჭირო. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ტანსაცმლის იარლიყებს, რათა დარწმუნდეთ დასაშვებია თუ არა მათი საშრობში მოთავსება.
ტანსაცმლის საშრობები თქვენი წლიური კომუნალურების ხარჯის 12%-ს შეადგენს. ამიტომ საჭიროა იცოდეთ მისი სწორად მოხმარება. ტანსაცმლის გასაშრობად საჭიროა სითბოს შექმნის ორი გზიდან ავირჩიოთ ერთ-ერთი: გაზი ან ელექტრო ენერგია.
ელექტრო საშრობების უმეტესობა ფუნქციონირებს 240 ვოლტზე. გაზის საშრობები იყენებენ ბუნებრივ აირს, რომელიც ჰაერის გასათბობად უფრო ეფექტურია და შედარებით სწრაფიც, თუმცა ამ უკანასკნელის დამონტაჟება აუცილებლად პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ აურიოთ მსუბუქი და მძიმე ქსოვილები ერთმანეთში. ნუ გააშრობთ ძალიან სველ ტანსაცმელს ნაწილობრივი მშრალის რეჟიმზე, ამ დროს დეტექტორს შეექმნება პრობლემა და ვერ შეძლებს სრულყოფილად ფუნქციონირებას.
აუცილებელი საჭიროების გარეშე ნუ გახსნით საშრობის კარს, რათა არ მოხდეს თბილი ჰაერის გადინება და სითბოს დაკარგვა, ეს პროცესი მუშაობის დროსაც გაახანგრძლივებს. სასურველია თვეში ერთხელ მაინც გაწმინდოთ ტენიანობის დეტექტორი.
მანქანის დამონტაჟება
მანქანა უნდა დაამონტაჟოთ მშრალ ადგილას, მოარიდეთ ნესტს და შეურჩიეთ კარგი გამწოვი სისტემა, ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ჰაერის ნაკადის ცირკულაციას და შედეგიც შესაბამისად უმჯობესდება.
ტანსაცმლის მანქანები მარტივი დანადგარებია, თუმცა მათაც შეიძლება პრობლემა შეექმნათ. მაგალითად უჩვეულო ხმა ან ვიბრაცია მუშაობის პროცესში.
ამ შემთხვევაში საჭიროა მანქანა მყარად და ბალანსირებულად მოვათავსოთ ზედაპირზე. ასევე, მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის, საჭიროა დრო და დრო გაწმინდოთ ფილტრი, რადგან დაბინძურებული ფილტრიდან ვერ გაედინება ჰაერის ფართო ნაკადი, რაც ახანგრძლივებს მუშაობის პროცესს.
თუმცა შეიძლება ფილტრი სუფთა იყოს და მაინც დიდხანს გრძელდებოდეს მუშაობა, ამ შემთხვევაში საჭიროა სავინტილაციო სისტემის შემოწმება და გაწმენდა.
და თუ მაინც უკმაყოფილო იქნებით თქვენი საშრობით მიმართეთ ხელოსანს ან უახლოეს ტექნიკის მაღაზიას ახლის შესაძენად.
მეტიც, უკვე შესაძლებელია სარეცხი მანქანები საშრობით იყიდოთ, რომელიც შედარებით ძვირია, მაგრამ დაგვიჯერეთ, ძალიან მოსახერხებელია.
გისურვებთ წარმატებებს.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები