სარეცხი მანქანის ბრენდები და რეცხვის სახეობები

სარეცხი მანქანის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია დღევანდელობაში.

ბაზარზე მრავალი ბრენდის განსხვავებული მოდელებია და ცოტა დამაბნეველიც შეიძლება იყოს. 

თავდაპირველად, იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, კარგი იქნება თუ გაეცნობით ბაზარზე არსებულ ბრენდებსა და მათ სანდოობას.

რომელი ბრენდებია საუკეთესო

ყველა ბრენდის სარეცხი მანქანა არაა თანაბარი შესაძლებლობებისა და ხარისხის. ტექნიკის ტესტების შედეგებითა და მომხმარებლის აზრით განისაზღვრება რომელია კარგი და სანდო ბრენდი.

დღესდღეობით ბაზარზე არსებული საუკეთესო ბრენდებია Ariston, Asko, Bosch, Electrolux, Fisher & Paykel, Hoover, LG, Miele, Samsung, Simpson, Westinghouse და Whirlpool.

ვერტიკალური თუ ფრონტალური დატვირთვის

თქვენი შენაძენის შერჩევის პროცესში პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ გადაწყვიტოთ ვერტიკალური, იგივე ზედა დატვირთვის, სარეცხი მანქანა გირჩევნიათ თუ ფრონტალური.

თქვენ შეიძლება უკვე გაქვთ გამოცდილება წინა სარეცხი მანქანისგან, თუმცა ყოველთვის სასურველია, რომ გაიზიაროთ ექსპერტებისა და სხვა ადამიანების შეხედულებები.

წინა დატვირთვა 

წინა დატვირთვის სარეცხი მანქანები ზოგადად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ზედა დატვირთვის, მაგრამ უკეთესად ასრულებს სამუშაოს, ასევე, მოიხმარს ნაკლებ წყალსა და ენერგიას.

იმის გამო, რომ ნაკლებ წყალს იყენებს, სარეცხი ციკლი ხშირად უფრო მეტ დროს საჭიროებს, თუმცა ბევრი ასეთი ტიპის მანქანას აქვს სწრაფი რეცხვის რეჟიმი.

თანამედროვე ფრონტალურ სარეცხ მანქანებს აქვს წყლის გაცხელების ფუნქცია და შესაბამისად, არ მოითხოვს ცივი და ცხელი წყლის გაყვანილობების მონტაჟს.

პლიუსები:

  • ტანსაცმელს უნარჩუნებს სირბილეს
  • მოიხმარს ნაკლებ წყალს
  • სჭირდება შედარებით ნაკლები სარეცხი საშუალებები
  • ბევრი რეცხვის რეჟიმი და ტემპერატურის კონტროლი
  • კომპაქტური ზომა

მინუსები:

  • შედარებით მაღალი ფასი
  • მძიმე წონა
  • გრძელი ციკლი ზოგიერთ რეჟიმზე

ვერტიკალური დატვირთვა

 

ზოგადად ზედა დატვირთვის სარეცხი მანქანები უფრო იაფია, მსუბუქია და ზოგიერთ რეჟიმზე ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე წინა დატვირთვის მანქანებს, მაგრამ უფრო მეტ წყალს მოიხმარს და ტანსაცმელსაც კარგად ვერ უნარჩუნებს სირბილეს.

ფრონტალური დატვირთვის სარეცხი მანქანებისგან განსხვავებით, რომელიც გრავიტაციას იყენებს ეფექტური რეცხვისთვის, ვერტიკალური დატვირთვისები მოიხმარს დიდი რაოდენობით წყალს.

ვერტიკალური დატვირთვა სარეცხს აჟიტატორის დახმარებით ატრიალებს, რაც აუხეშებს ტანსაცმელს.

აჟიტატორები მეტ წყალსა და ენერგიას მოიხმარს, მაგრამ ნაკლებ ადგილს იკავებს მოწყობილობაში და შესაბამისად, ტანსაცმლისთვის მეტი ადგილი რჩება.

პლიუსები:

  • მოკლე სარეცხი ციკლის დრო
  • შედარებით იაფია
  • აქვს მსუბუქი წონა
  • შესაძლებელლია ციკლის დროს სარეცხის დამატება

მინუსები:

  • ვერ უნარჩუნებს ტანსაცმელს სირბილეს
  • მოიხმარს მეტ წყალსა და ენერგიას
  • სჭირდება მეტი სარეცხი საშუალება

პოპულარული მოდელები