Samsung Galaxy Note 10 და Note 10 Plus-ის განხილვა
September 27, 20197 აგვისტოს Samsung-მა თავისი galaxy note-ის ხაზის ახალი ფლაგმანი წარმოგვიდგინა. უფრო სწორად ფლაგმანი გამრავლებული ორზე, რადგან ის ახლა ორ ზომაშია ხელმისაწვდომი. გვაქვს galaxy note 10 და კიდევ უფრო მომთხოვნი ადამიანებსთვის - note 10+
დღეს სმარტფონის სიახლეებსა და პირველ შთაბეჭდილებებზე მოგიყვებით. ანდროიდ სამყაროში დღესდღეობით ძალიან დიდი კონკურენციაა და სულ უფრო უჭირთ რაიმე განსხვავებულის შექმნა. საინტერესოა, რა სიახლეებს გვთავაზობს სამსუნგი note 10-ში.
ყველაზე თვალში საცემი სიახლე სმარტფონის ვიზუალია და პირველი რამ, რასაც ვამჩნევთ galaxy s10 სერიისგან ინციპირირებული დიზაინის დეენემია infinit o კამერის ჭრილით, მაგრამ იმავე s10-სგან განსხვავებით ის ამჯერად არა კუთხეში, არამედ ცენტრშია მოქცეული, თანაც ბევრად დაპატარავდა ზომაში.
კიდევ ერთი სიახლე, რაც სმარტფონის ხელში დაჭერისთანავე შეიმჩნევა, ალუმინის კანტი უჟანგავმა ფოლადმა ჩაანაცვლა, რაც ბევრად უფრო პრემიალურ შეგრძნებას ტოვებს.
თითის ანაბეჭდის სენსორმაც უკანა მხრიდან წინ გადმოინაცვლა და ეკრანში ინტეგრირდა. არის ულტრაბგერითი, შესაბამისად, უფრო დაცულია ვიდრე ოპტიკური სენსორები. ეს ყველაფერი კი კვლავ ბაზარზე საუკეთესო ეკრანშია ჩაშენებული, რომელიც ახლა ორ ზომაშია ხელმისაწვდომი - 6.3 და 6.8 ინჩი note 10+ზე.
ერთადერთი გასათვალისწინებელი მომენტი ის არის, რომ უმცროსი note 10-ის რეზოლუცია full hd plus-ია და არა quad hd, მაგრამ 401 ppi-ზე თვალებით ფიქსელები მაინც არ ჩანს, შესაბამისად, ეს პრობლემას არც წარმოადგენს და პირიქით, კარგია კიდეც ენერგოეფექტურობისთვის.
რადგან ამას შევეხეთ, მონაცემებზე გადავიდეთ. ორივე მოდელი 7 ნანომეტრიან ექსინოს 98/25-ზე მუშაობს, რომელსაც ახალი vapor chamber გაგრილების სისტემა გააჩნია. მეხსიერების მხრივ აქვს 8 გეგაბაიტი ოპერატიული და 256 გეგაბაიტი შიდა მეხსიერება note 10-ზე. პლუს მოდელზე კი 12 გეგაბაიტი ოპერატიული და 256 შიდა.
აქედან micro SD სვოტის მხარდაჭერა მხოლოდ პლუს ვერსიას აქვს. ყველაზე საკამათო სიახლე კი ისაა, რომ აღარ გვაქვს ყურსასმენების პორტი. მართალია სამსუნგი ამბობს, რომ ის მობილურში დიდი ელემენტის გამო ვერ ჩაატიეს, მაგრამ ყველამ ვიცით ისედაც, რომ აუდიოს მომავალი ბლუთუზ ტექნოლოგიაა და მე პირადად ამ ცვლილებას ყველანაირად მივესალმები.
ელემენტს რაც შეეხება ის 3500 მილიამპერიანია ნოუთ 10-ზე, პლუსზე კი 4300. ორივე მოდელს 25 ვატიანი სუპერ სწრაფი დამუხტვის ბლოკი მოყვება, მაგრამ ნოუთ 10 პლუსს დამატებით 45 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ამისთვის ცალკე უნდა შეიძინოთ ადაპტერი.
რასაკვირველია, ნოუთი ვერ იქნებოდა ნოუთი s-pen-ის გარეშე. წინა წელს მასში ელემენტი და ბლუთუზი ჩააშენეს. წელს კი ამ ყველაფერს აქსეორომეტრი და გიროსკოპიც დაემატა, რაც ნიშნავს იმას, რომ კამერის გახსნისა და სურათების გადაღების გარდა, უფრო სიღრმისეულად შეგვიძლია ვმართოთ კამერა, გადავრთოთ რეჟიმები, ვცვალოთ კამერები და გავადიდოთ კიდეც ეკრანზე შეხების გარეშე, რაც ძალიან კომფორტულია.
კამერას რაც შეეხება, ისევე, როგორც s10-ში ის გასამმაგდა და პრინციპში იგივე s10-ის კამერებია მცირედი პროგრამული გაუმჯობესებებით. კვლავ გვაქვს ფართო, ულტრა ფართო და ტელეფოტო სენსორები. ასევე, note 10 plus-ში დამატებით მეოთხე კამერაც არის განათების თავზე.
ესაა ფრენის დროისა და სიღრმის ამოცნობის სენსორები, რომლებიც საშუალებას იძლევიან უფრო დეტალური გაბინდოვნება დავიჭიროთ ჩვენს პორტრეტებში, ასევე ცოცხალი ფოკუსის ვიდეოებიც კი გადავიღოთ, რაც საკმაოდ კარგი სიახლეა.
პოპულარული მოდელები