როგორ შევარჩიოთ წვერსაპარსი?
April 03, 2019წვერსაპარსების ძველებური, მექანიკური მოდელები ნელ-ნელა მოდიდან გადადის და არჩევანს მამაკაცების უმეტესობა ელექტრო საპარსებზე აკეთებს.
ასევე, განსაკუთრებით მზარდია იმ მომხმარებლების რიცხვი, რომელმაც გადაწყვიტა წვერის საპარსი განვადებით იყიდოს და საუკეთესო ვარიანტს ეძებს.
გამომდინარე აქედან, წარმოგიდგენთ ძირითად პარამეტრებს, რომლებიც ყიდვის პროცესში გამოგადგებათ:
ძირითადი პუნქტები:
- ბრენდი
- ფასი
- მახასიათებლები
- განვადების პირობები
- სააქციო შეთავაზებები
სანამ ბრენდებზე გადავალთ, იქამდე გეტყვით, რომ ყველაზე დიდ არჩევანს ფილიპსი გვთავაზობს, თუმცა ბოლო დროს საკმაოდ ბევრი წარმატებული და ცნობილი მწარმოებლის პროდუქცია დაემატა ჩვენს ინტერნეტ მაღაზიას.
საპარსების მწარმოებლები
მწარმოებელს არჩევნისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, სწორედ ბრენდი განაპირობებს რამდენად ინოვაციურია საპარსი, რამდენად თანამედროვე მონაცემები აქვს და შესაბამისად, მორგებულია თუ არა მომხმარებლის მოთხოვნილებებზე.
გარდა ამისა, ცხადია გამორჩეული ბრენდები სხვებს ხარისხით და თუნდაც საგარანტიო პირობებით აღემატებიან.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი ბრენდებია: Philips, Panasonic, Braun, Kemei, Rozia, Pro Mozer, Pritech.
ისინი დალაგებულია ხარისხობრივი მაჩვენებლების და ზოგადად, მსოფლიო ცნობადობის მიხედვით, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა სწორედ ამ მიმდევრობით იხელმძღვანელოთ. ნიშანდობლივია, რომ არჩევანიც მით უფრო მეტი აქვს ბრენდს, რაც უფრო წინაა ამ ჩამონათვალში წარმოდგენილი.
ფასების მიმოხილვა
ყველაზე იაფიანი საპარსის ფასი 55 ლარია, ხოლო მაქსიმალური ღირებულება - 1400 ლარს აღემატება.
ზოგადად, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წამყვანი ბრენდების პროდუქცია, რომელიც 100-120 ლარზე იაფი ღირს როგორც წესი ორიგინალი არ არის (თუ რაიმე განსაკუთრებული აქციის ფარგლებში არ იყიდება) და მაღალი ან საშუალო ხარისხის რეპლიკას წარმოადგენს. რაც ცალსახად არ ნიშნავს, რომ მისი ყიდვა ცუდი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გრძელვადიანი, რამდენიმე წლიანი გამოყენების მოლოდინი არ უნდა გქონდეთ.
საშუალო გაყიდვადი ფასი, საპარსების შემთხვევაში (საუბარია მხოლოდ ერთეულ საპარსზე, დამატებითი პირების და აქციების გარეშე) 150 ლარი გახლავთ, თუმცა სპეციალური მოდელებიც მაგალითად ფილიპსისგან, რომელიც მულტიფუნქციურია და 5 ან 7 დამატებით თავაკს მოიცავს, საშუალოდ 250 ლარი ღირს და საკმაოდ პოპულარულია.
სხვა ფაქტორები
დანარჩენი ფაქტორები, როგორიცაა ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები, განვადების ან სააქციო პირობები, შერჩევის კუთხით ამ შემთხვევაშიც სტანდარტულია.
რაც უფრო მაღალ ფუნქციურია საპარსი, მით უფრო რეკომენდირებულია მისი შეძენა, მაგალითად აქვს თუ არა კონტურის განმეორების ფუნქცია, განკუთვნილია თუ არა მშრალი და ნოტიო პარსვისთვის, რამდენი თავაკი აქვს, რამდენად სწრაფად იტენება და რამდენ ხანს ძლებს და ა.შ.
რაც შეეხება განვადებას, აირიდეთ თავიდან დიდი გაძვირება და ისარგებლებთ ონლაინ საბანკო განვადების ისურვესგან შეთავაზებული პირობებით, ან იყიდეთ პირდაპირ, კრედიტის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ აქციებსაც, რაც უფრო დიდი კომპლექტაციით და დაბალ ფასადაა წარმოდგენილი ორიგინალი საპარსი, ცხადია მისი ყიდვა მით უფრო სასურველია.
პოპულარული მოდელები