როგორ შევარჩიოთ მაცივარი?
April 04, 2019თანამედროვე რეალობაში უამრავი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფუნქციონალით აღჭურვილი მაცივარი არსებობს და მათი სწორად შერჩევა ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს უჩნდებათ ხოლმე.
წარმოგიდგენთ ძირითად რჩევებს ამ მიმართულებით, თუმცა სანამ მათზე გადავალთ, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს განახლებულ კატეგორიას, სადაც ყველა ბრენდის მაცივარი გახლავთ განთავსებული.
1. გადაწყვიტეთ რა სტილის მაცივარი გსურთ
- თუ ეკონომიურ გადაწყვეტილებას ეძებთ, აირჩიეთ ზედა საყინულით აღჭურვილი მოდელი. ეს ტრადიციული, მარტივი მაცივრები ნაკლები ფუნქციონალის მატარებელი, თუმცა იაფი ვარიანტებია, აქვთ ფართო თაროები და საკმაოდ მოხერხებულია.
- აირჩიეთ ქვედა საყინულე თუ გსურთ, რომ ყველა თარო ადვილად მისადგომი იყოს. ამ ტიპის მოდელები იყიდება როგორც 1, ისე 2 კარით და ეს უკანასკნელი შედარებით უფრო ძვირია.
- გააკეთეთ არჩევანი მინი მაცივარზე, თუ ბევრი პროდუქციის შენახვა არ გჭირდებათ ან მაცივრისთვის გამოყოფილი ადგილი არ იძლევა დიდი მოდელის დადგმის საშუალებას.
2. ყინულის წარმოქმნა გსურთ თუ ე.წ წყლის ფილტრაცია?
წყლის ფილტრაციის ფუნქციის მქონე მაცივრები თანამედროვე სიტყვაა ამ ბაზარზე, მაგრამ პერიოდულად ფილტრების ცვლილებას საჭიროებენ. ამიტომ, თუ მათ ყიდვას გადაწყვეტთ, წლიური ხარჯიც გაითვალისწინეთ.
3. მოცულობა მნიშვნელოვანია
მაცივარი, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება დიდი მოცულობის და ბევრი სათავსოს მქონედ შეიძლება მოგეჩვენოთ, არის შანსი, რომ სინამდვილეში სულაც არ იყოს ასეთი და სათავსოების 20-30% საერთოდ ვერ გამოიყენოთ.
ეს განსაკუთრებით გვერდზე (კარის უკან) მდებარე თაროების მცირე ზომის გამო ხდება ხოლმე, ამიტომ სრული მოცულობა გულდასმით გაზომეთ და წარმოიდგინეთ, რის განთავსებას შეძლებთ მათში და რის - ვერ.
4. გადამოწმეთ ონლაინ მიმოხილვები
დაათვალიერეთ რაც შეიძლება მეტი მიმოხილვა, მომხმარებლის შეფასებები, რომლებიც უკვე იყენებენ კონკრეტულ მოდელს და ნახეთ ვიდეოებიც. ამაში შეიძლება ჯამურად 15 წუთი დაგეხარჯოთ და სამაგიეროდ გეცოდინებათ, რომ სახლში გაქვთ მაცივარი, რომელიც მომავალი მინიმუმ 10 წლის მანძილზე თქვენს ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებს.
5. იყიდეთ :)
ეცადეთ, იპოვოთ ფასდაკლება. დაათვალიერეთ ყველა ონლაინ მაღაზია ან შოურუმი და აირჩიეთ არა მხოლოდ დაბალი ფასის, არამედ მოტანის უფასო სერვისის, განვადების პირობების და გარანტიის მიხედვით. isurve ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ბაზარზე, განსაკუთრებით კონკრეტული ბრენდებისა და მოდელების შემთხვევაში.
პოპულარული მოდელები