რჩევები საუთოო მაგიდების შერჩევისას
March 04, 2020მაღალი ხარისხისა და მოსახერხებელი საუთოო მაგიდა, ნებისმიერ დიასახლისს გაუმარტივებს საქმიანობას. სხვა საყოფაცხოვრებო მსხვილ თუ წვრილ ტექნიკასთან ერთად, ეს ნივთიც ერთ-ერთი დამხმარეა ნებისმიერ სახლში.
დღეს ბლოგში მოგიყვებით იმ რჩევების შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად საუთოო მაგიდები და რა მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
პირველ რიგში, სანამ უშუალოდ შენაძენს გააკეთებთ, გახსოვდეთ, რომ საუთოო მაგიდის ზომა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენი ოთახის ზომაზე, რადგან თავისუფლად შესძლოთ მისი განთავსება თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე.
მაგიდების ზომა სიგრძე-სიგანითა და სიმაღლის დანამატით განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ დიდი ზომის თეთრეულს აუთოებთ, მაგალითად, საწოლის გადასაფარებლებსა და ფარდებს, ამ შემთხვევაში, მოსახერებელია რკინის კონსტრუქციით აღჭურვილი დაფები, რომელსაც სიმაღლის დამატების ფუნქციაც აქვს, რომელიც ამარტივებს პროცესს.
10 რჩევა საუთოო მაგიდების სწორად შესარჩევად:
რჩევა #1
მდგრადობა - შეარჩიეთ შედარებით მძიმე საუთოო მაგიდა, რადგან წონის გამო იგი უფრო მტკიცედ დადგეს იატაკზე.
რჩევა #2
დასადგამი ფეხები - უმჯობესია დამზადებული იყოს რეზინის მასალისგან, რადგან არც იატაკი გაგიფუჭოთ და არც დაუთოების პროცესში იმოძრაოს მაგიდამ.
რჩევა #3
წონა - მაგიდის ყიდვისას, შეგიძლიათ ადგილზევე გამოსცადოთ მისი წონა. პირობითად, თავად აიღეთ იგი და გადადგით გვერდზე. დააკვირდით, რამდენად გემძიმებათ დაფა ან რამდენად მოსახერხებელი იქნება მისი გადაადგილება და დაკეცვა სახლის პირობებში.
რჩევა #4
ზომები - არა არის სასურველი დიდი სიგრძის დაფის აღება. საკმარისია ერთი მეტრი სიგრძის, ოღონდ ფართო სამუშაო ზედაპირით. ვიწრო ზედაპირით ძალიან მოუხერხებელია ამიტომ, აუცილებლად მიაქციეთ ამ დეტალს ყურადღება.
რჩევა #5
მობილურობა - ხშირად აღნიშნავენ, რომ კედელში ჩამონტაჟებული საუთოო მაგიდები არ არის მოსახერხებელი, რადგან დაფა დამაგრებული ერთ ადგილზე, რის გამოც მისი გადაადგილება, ფაქტრობრივად, შეუძლებელია. თუ თავისუფალი სივრცე გაქვთ, ყველა საუთოო მაგიდა აღჭურვილია დაკეცვის მექანიზმით ამიტომ, მარტივად შეგიძლიათ მისი შენახვაც.
რჩევა #6
ზედაპირი - მნიშვნელოვანია, რომ იყოს წყალგაუმტარი და შესძლოს სითბოს შენარჩუნება.
როგორც წესი, ეს შესაძლებელია სპეციალური გადასაფარებლების წყალობით, რომელთა შეძენა ყველგან არის შესაძლებელი. თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ საუთოო მაგიდა სპეციალური საფარით, მაშინ ნუ უტყვით ამ შემოთავაზებაზე უარს, ხოლო თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს საფარი ცალკე შეიძინოთ.
რჩევა #7
სიმაღლე - ყურადღება მიაქციეთ საუთოო მაგიდის სიმაღლის რეგულირებას. თითოეულ ადამიანზე სხვადასხვაგვარადაა სიმაღლე მორგებული.
რჩევა #8
სკინის სტენდი - ამ შემთხვევაში, არ არის მნიშვნელოვანი სად და როგორ მდგომარეობაში დააყენებთ რკინას. ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია, თუ შეგიძლიათ ამ სტენდის ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში დაყენება.
რჩევა #9
საუთოო მაგიდის აქსესუარები - სასურველია თუ მაგიდას მოყვება ტანსაცმის თარო დაფის ქვეშ, სადაც შესძლებთ ნივთების განთავსებას.
რჩევა #10
სად შევიძინოთ საუთოო მაგიდები - დღესდღეობით მაგიდების ყიდვა არ არის პრობლემა და მათი შეძენა შეგიძლიათ როგორც ტექნიკის, ასევე - ონლაინ მაღაზიებში. ფასი, რა თქმა უნდა, ყველგან გასხვავებულია. ასე რომ, შეადარეთ და ამის შემდეგ თავად მიიღეთ გადაწყვეტილება რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.
აქვე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილ დასაკეცი საუთოო მაგიდების სხვადასხვა მოდელს, ხოლო შენაძენის შემთხვევაში, ისარგებლოთ ნივთის სახლში მიტანის უფასო სერვისით.
წარმატებულ შენაძენს გისურვეთ!
პოპულარული მოდელები