მიწის საბურღები
October 16, 2020მიწის საბურღების უმეტესობა აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელიც განკუთვნილია ყინულზე და მიწაზე ხვრელების შესაქმნელად. მოწყობილობის მეორე სახელია - ბენზობურღი, რომელიც მუშაობს მბრუნავი დანის საშუალებით.
მიწის საბურღები იყოფა ორ კლასად: პროფესიონალურ და საყოფაცხოვრებო მოდელებად, რომლებიც მართვის მეთოდითაც შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
დღევანდელ აღწერაში შემოგთავაზებთ პოპულარულ საბურღებს, რომლებიც განკუთვნილია თევზაობისთვის, ხეების დარგვისთვის, ბოძებისა და ღობეების დასამონტაჟებლად, საძირკვლების ამოსათხრელად და სხვა სამუშაოებისთვის.
Hitachi DA 300 E
ეს არის საუკეთესო პროფესიონალური ტიპის მიწის საბურღი , რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ მიწის ამოსათხრელად, არამედ ყინულის გასატეხადაც . საბურღის მართვა შესაძლებელია ორი ადამიანის მიერ, რომლის ფოლადის ჩარჩო დამზადებულია რვიანის ფორმის სახით.
ვიბრაციის შესამცირებლად, მიწის საბურღის კუთხეები დაფარულია ფართო რეზინის ბალიშებით, ხოლო დიზაინი განკუთვნილია ძლიერი ზეწოლისა და სწრაფი ბურღვისთვის. ტრანსპორტირების დროს, მარტივი ხრახნების საშუალებით, შესაძლებელია სახელურების მოხსნა, რაც სამჯერ ამცირებს საბურღის ზომას.
დადებითი მახასიათებლები:
- ძრავის სიმძლავრე - 2.09 ცხ.ძ.;
- საწვავის ავზის მოცულობა - 1 ლიტრი;
- საბურღის 197 ბრუნვის სიჩქარე საკმაოდ მაღალპროდუქტიული მაჩვენებელია;
- ხრახნები შეიძლება დამონტაჟდეს 300 მმ დიამეტრით და 2000 მმ სიგრძით;
- გამძლე მოწყობილობა, რომელიც უპრობლემოა ნებისმიერი სამუშაო პირობებისთვის;
- მაღალი ხარისხის მოწყობილობა;
- იაპონური ძრავა.
მინუსები:
- მაღალი ღირებულება;
- მოწყობილობის წონა 17 კგ ტრანსპორტირებისთვის ძალიან მძიმეა;
- ყოველ ჯერზე, მუშაობის დაწყებამდე, მოგიწევთ ბენზინისა და ზეთის გარკვეული პროპორციით შერევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწყობილობის სისტემა გაუარესდება;
- არ აქვს საპირისპირო როტაციის სისტემა.
CHAMPION AG252
მიწის საბურღის წონა 9 კგ-ია, რაც ამ კატეგორიის საქონლის ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებელია. დიზაინს აქვს მტკიცე, მრგვალი მილის ჩარჩო, რომელზეც დამონტაჟებულია ძრავა, სიჩქარეების გადამრთველი და საწვავის ავზი.
საბურღის მართვა ხორციელდება მარჯვენა სახელურზე არსებული გამშვები ღილაკით, ხოლო ძრავის ქვეშ დამონტაჟებული ამორტიზატორი ამცირებს ოპერატორზე დატვირთვას.
დადებითი:
- საწვავის ავზის ქვეშ არსებული ცალკეული ამორტიზატორი;
- წონა 9 კგ;
- ხელმისაწვდომი ღირებულება, რომელიც ამ კლასის აღჭურვილობისთვის დაბალ ფასად ითვლება;
- სახელურებზე არსებული სქელი რეზინის ბალიშები;
- კაბელისა და ძრავის დაცვის სისტემა;
- ძრავის 8000 ბრუნი ოპტიმალურია მაღალი სამუშაობის შესრულებისთვის;
- 2.2 HP სიმძლავრე გაუმკლავდება ნებისმიერ რთულ სამუშაოს;
- ინსტრუმენტის მაქსიმალური დიამეტრი 250 მმ;
- ბურღი ბრუნავს 200 rpm სიჩქარით.
მინუსები :
- საჭიროა ზეთისა და საწვავის სათანადო შერევა;
- არ აქვს საპირისპირო როტაციის ფუნქცია.
ADA GroundDrill-2
ხელის მიწის საბურღის სიმძლავრე 2.45 ცხენის ძალაა, რომლის ცილინდრის მოცულობა 52 სმ³-ია . ბურღის დაყენება შესაძლებელია 150-დან 250 მმ დიამეტრით, რაც ოპტიმალურია სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის.
9.5 კგ წონა მოსახერხებელია, რადგან ათავისუფლებს ოპერატორს ძლიერი ზეწოლისგან.
დადაბითი მახასიათებლები:
- ხელმისაწვდომი ფასი;
- ანტივიბრაციული სისტემა;
- ძრავის ჰაერის გაგრილება ხელს უწყობს მიწის საბურღის ხანგრძლივ მუშაობას;
- გაზრდილი საწვავის ავზი 1.2 ლიტრი მოცულობით;
- ოპერატორისთვის მოსახერხებელია მცირე სიგანე 500 მმ;
- შედუღებული ჩარჩო;
- ძრავა ავითარებს 8000 rpm სიმძლავრეს, რომელიც მუშაობს შეუფერხებლად.
მინუსები:
- სახელურებზე არ არის გათვალისწინებული რეზინის ბალიშები (მხოლოდ საღებავით არის შეღებილი);
- კომპლექტში შედის 150 მმ დიამეტრის საბურღი;
- უკუ სვლის ფუნქცია არ აქვს.
პოპულარული მოდელები