მიმოხილვებისა და ფასების საფუძველზე შედგენილი საპარსების რეიტინგი

მამაკაცისთვის ერთი იდეალური ელექტრო საპარსი არ არსებობს, რადგან ყველას სხვადასხვა ტიპის თმა, მგრძნობიარე ან უხეში კანი აქვს. მთელი დღის განწყობა ხშირად დამოკიდებულია პარსვის პროცესის ხარისხსა და კომფორტზე.

მიმოხილვებისა და ფასების საფუძველზე, ჩვენ შევადგინეთ საუკეთესო საპარსების რეიტინგი . ზოგიერთი მწარმოებელი გვთავაზობს მოდელების ფართო სპექტრს, ზოგი კი სპეციალიზირებულია რამდენიმე ტიპის მოწყობილობების წარმოებაში.

დღევანდელ ბლოგში გვსურს წარმოგიდგინოთ იმ ბრენდების განხილვა, რომელთა საპარსის ყიდვა შესაძლებელია ონლაინ მაღაზია „ისურვეს“ ვებ-გვერდზეც.

Braun - თანამედროვე, საიმედო და უსაფრთხო საკრეჭები, საპარსები და ტრიმერები გერმანული ბრენდისგან, რომლებიც იყოფა სერიებად. მარტივი, მაღალტექნოლოგიური მოდელები განკუთვნილია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იწყებენ წვერის გაპარსვას. ასეთი  მოწყობილობები კი აღჭურვილია ინფორმაციული დისპლეით, დამტენი სადგამითა და ტიტანის მოოქროვილი საჭრელი იარაღებით;

Panasonic - იაპონური მოწყობილობები დიდი მოწონებით სარგებლობენ მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებში. Panasonic  წვერის საპარსები   აღჭურვილია ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, როგორიცაა ძრავის სიჩქარის რეგულირება თმის სიმკვრივის შესაბამისად. ზოგიერთ მოდელს აქვს ულვაშის და წვერის საპარსი ფუნქციაც;

Philips - ჰოლანდიური ელექტრო საპარსების დადებითი მახასიათებელი ისაა, რომ წვერის გაპარსვა  შეგიძლიათ ჭრილობისა და გაღიზიანების გარეშე. კორპუსები დამზადებულია მდგრადი პოლიმერებისგან, ხოლო პირები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან ტიტანის ან ბრილიანტის საფარით, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოგემსახურებათ;

Remington - პირველი ელექტრო საპარსის შემქმნელი გთავაზობთ ბრენდული მოწყობილობების იაფიან ანალოგებს, რომლებიც შესაფერისია ყველა ტიპის კანისა და თმისთვის. HyperFlex ხაზის საპარსები დაიცავს მგრძნობიარე კანს გაღიზიანებისგან, ხოლო HyperFlex Aqua შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაფით ან თუნდაც საშხაპეში.

Braun 9292cc Series 9

რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი SkinGuard ტექნოლოგიით და მოქნილი, მცურავი პარსვის სისტემით.წვერ საპარსი Braun იდეალურად სუფთა პარსვისთვის.

მოდელი მაქსიმალურად ეფექტურად ეგუება კანს და უზრუნველყოფს მჭიდრო შეხებას თუნდაც ძნელად მისადგომ ადგილებში. საპარსის რეგულირება ხდება თმის სიმკვრივეზე და ზრდის ენერგიას იქ, სადაც გჭირდებათ.

კანი სრულყოფილად სუფთა და გლუვი ხდება პირველი შეხების შემდეგ, ხოლო მოწყობილობა არ იწვევს გაღიზიანებას, თუნდაც მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.

მახასიათებლები:

  • აქვს LED ეკრანი ელემენტის დონისა და დაბინძურების საჩვენებლად;
  • უზრუნველყოფს ზუსტ პარსვას 10 რეგულირებადი კუთხით;
  • აღჭურვილია უსაფრთხო, ვიწრო საპარსებით, რომლებიც განკუთვნილია წვერისა  და ულვაშების ფორმირებისთვის;
  • სადენიანი და უსადენო გამოყენება, მძლავრი აკუმულატორი;
  • 100%-იანი წყალგაუმტარი;
  • შესაფერისია სველი და მშრალი პარსვისთვის;
  • მომსამსახურების ვადა 7 წელი.

Braun 5190cc Series 5

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ელექტრო საპარსმა, რომელსაც SensoFoil ტექნოლოგია და 8 Direction Comfort მოქნილი თავი აქვს. მაქსიმალურად ეფექტურად ეგუება კანს და უზრუნველყოფს მჭიდრო შეხებას, თუნდაც ძნელად მისადგომ ადგილებში.

MicroMotion ტექნოლოგია ნიშნავს, რომ თითოეულ ჭრის ელემენტს აქვს ინდივიდუალური მახასიათებელი, რაც საშუალებას აძლევს საპარსს, მოერგოს კანის ტექსტურის მცირე ცვლილებას.

მახასიათებლები:

  • შესაფერისია სველი და მშრალი პარსვისთვის;
  • აქვს LED ეკრანი ელემენტის დონისა და დაბინძურების საჩვენებლად;
  • უზრუნველყოფს ზუსტ პარსვას;
  • სადენიანი და უსადენო გამოყენება, მძლავრი აკუმულატორი;
  • 100%-იანი წყალგაუმტარი.

Panasonic და Remington საპარსების შედარება იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები