გაზქურების დიდი რჩევანი

თქვენი აზრით, თანამედროვე დროში, რისთვის უფრო იყენებს ადამიანი გაზქურას, საჭმლის მოსამზადებლად თუ გასათბობად?  გაზქურის უმთავრესი ფუნქცია ხომ საჭმლის მომზადებაა!

არსებობს 4 ტიპის გაზქურა :

  • ჩასაშენებელი გაზქურის ზედაპირი
  • ერთ ქურიანი გაზქურა
  • ორ ქურიანი გაზქურა
  • კომპაქტური გაზქურა

გავეცნოთ ზოგად რეკომენდაციებს, რომელიც საერთო და განმასხვავებელია თითოეული მათგანისთვის.

როგორც ვთქვით,  სხვადასხვა სახის გაზქურები ერთმანეთისგან მახასიათებლებით  განსხვავებულია. მაგალითად, მათი სიმაღლე სხვადასხვაა და განსხვავებული ღირებულება აქვს, თუმცა, საერთოც აქვთ. ყველა მათგანი დაახლოებით 60 სმ სიგანისაა. რაც მეტს იხდით გაზქურაში, უფრო მეტ ფუნქციას ყიდულობთ ამ ფორმით, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ გამართლებულია ძვირადღირებული ინვესტიციის გაკეთება. პირველ ეტაპზე, თავად უნდა გქონდეთ გააზრებული თქვენი საჭიროებები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ძებნა.

  ერთ და ორ ქურიანი გაზქურების შეძენამდე , ერთ-ერთი პირველი კითხვა რაც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, საკმარისი თუა იგი თქვენი საჭიროებების დასაფარად. შემდეგ უკვე გასათვალისწინებელია გაზქურის პარამეტრები რამდენად შესაბამისობაშია თქვენი სამზარეულოს ზომებთან.

ორ ქურიან მოდელს რაც შეეხება, კიდევ უფრო მოზრდილი გაბარიტები აქვს ერთ ქურიანთან შედარებით და ზომების გადაუმოწმებლად მისი შეძენა, შესაძლოა სანანებელი გაგიხდეთ.

თუმცა, ერთ ქურიანი და ორ ქურიანი, პატარა მოდელების შეძენის მთავარი უპირატესობა არის მისი კომპაქტურობა, გადაადგილების შესაძლებლობა და ფასი.

უარყოფითი ის აქვს, რომ ყველა კერძის მომზადებას ვერ შეძლებთ. მაგალითად, საკონდიტრო ნაწარმის მომზადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგეძლებათ, თუ ის ტაფაზე მზადდება.

ყიდვისას მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უწევს გაზისა და დენის ქურებს შორისაც.

კომპაქტური და ჩასაშენებელი გაზქურების 99% უკვე აქვს გაზისა და დენის მოხმარების ფუნქცია. მწარმოებლები ითვალისწინებენ რისკს ცხობის დროს, როდესაც გაზი ან დენი მოულოდნელად ითიშება და ამის გამო წყალში იყრება დიასახლისის შრომა.  გარდა ამისა, ხშირად გვსმენია მზარეულებისგან, რომ ზოგიერთი კერძს დენის გაზქურაზე მომზადება უფრო სრულყოფილს ხდის.

პოპულარული მოდელები