გამწოვი - არამარტო სამზარეულოს აქსესუარი
September 12, 2019სამზარეულო ის ადგილია, სადაც ყველაზე ხშირ დროს დიასახლისები ატარებენ, ასევე საუკეთესო არჩევანია ოჯახური სადილებისა თუ ვახშმების მოსაწყობად. იგი სტუმრებისთვის გასამასპინძლებელი კარგი საშუალებაა.
ყოველივე ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ოჯახის სამზარეულო სუფთად და სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს, ამისათვის კი დიასახლისებს სხვადასხვა სახეხი და გამწმენდი საშუალებები სჭირდებათ.
ერთ-ერთი უპირობოდ მნიშვნელოვანი აქსესუარი კი გამწოვია, რომელიც სამზარეულოში კომფორტისა და ჰიგიენისათვის გამოიყენება. ის არამარტო იცავს ჰაერს საჭმლის მომზადების დროს წარმოქმნილი ცხიმოვანი ნაწილაკებისა და კვამლისგან, არამედ უზრუნველყოფს მთლიან სახლში ჯანსაღი და სუფთა ჰაერის სუნთქვას, რომელიც შესაძლოა გართულდეს საჭმლის მზადებისას.
თუმცა მხოლოდ გამწოვის შეძენა არ კმარა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რამოდენიმე ფაქტორი , რომელიც დაგვეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც გამწოვს არჩევთ
გამწოვის ზომა - უნდა შეესაბამებოდეს თქვენი სამზარეულოს გაზქურის ზომას . ეს უპირობო მოთხოვნა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გამწოვმა მთელი კვამლი და საჭმლისგან წარმოქმნილი სუნი მანამ გაიწოვოს, სანამ ის სამზარეულოს სხვა ტერიტორიაზე გავრცელდება.
მართალია, დიდი ზომის გამწოვი ძვირად ფასობს, მაგრამ თუ ის ზომაში თქვენს გაზქურაზე მეტი იქნება ეს საუკეთესო გადაწყვეტილება გამოვა. გასათვალისწინებელია ასევე, რომ თქვენი გამწოვის ზომა ადეკვატური იყოს იმ სირცეში, რომელშიც ის იდგმება.
ამისათვის შესაძლოა მოგიწიოთ სივრცის გაზომვა, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გაითვალისწინეთ ასევე, რომ კედლისა და კუნძულოვანი გამწოვის ტიპები ზომაში შეზღუდულია.
სიმძლავრე - რაც მეტი სიმძლავრისაა გამწოვი, მით ეფექტურია მისი მუშაობა; (სიმძლავრე - გაზის მოლეკულური გადინების ზომა დროის გარკვეულ ერთეულში). რაც მაღალი აქვს სიმძლავრე გამწოვს, მით დიდი დოზით გაატარებს გაზს გამწოვის ღიობი.
ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფილტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ გასაწოვი ჰაერის გადაადგილებას ოთახიდან გამწოვში, არამედ მის გაწმენდას მთლიანად.
ხმაურის დონე - გამწოვების უმრავლესობას დიდი ხმა აქვს. ეს არის ყველა მოდელისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც მომხმარებელს აწუხებს, ამისათვის შეგიძლიათ წინასწარ მოსინჯოთ, როგორ მოქმედებს თქვენზე შესაძენი გამწოვის ხმაური და ამის მიხედვით გადაწყვიტოთ შეძენა.
გამწოვის ტიპი - არსებობს გამწოვი, რომელიც სადინარიან მილს შეიცავს, იგი უზრუნველყოფს დაბინძურებული ჰაერის დიდი რაოდენობით გარეთ გადენას და არსებობს ასევე მეორე ტიპის გამწოვი, ცირკულაციის რეჟიმით, რომელიც მილს არ შეიცავს, იგი დიდი რაოდენობის ჰაერს შეიწოვს ფილტრის დახმარებით.
ასეთის ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გამოცვალოს გამწოვის ფილტრები და გაწმინდოს ღიობი. სადინარიანი გამწოვი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე გამწოვი სადინარის გარეშე, ასევე მისი დაინსტალირება შედარებით მეტ სირთულეებს უკავშირდება და ფასიც თამამი აქვს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ დღესდღეობით ტექნიკის მაღაზიები უმეტესად სადინარიანი გამწოვებით მარაგდებიან.
სისწრაფე - გამწოვების უმრავლესობას სისწრაფის რამოდენიმე მაჩვენებელი აქვს. იმ შემთხვევაში თუ საჭმლის მომზადებისას დიდი რაოდენობის ჰაერი ბინძურდება, გამწოვის მაჩვენებელს სწრაფ რეჟიმზე რთავთ, ხოლო თუ ჰაერის დაკვამლიანების ალბათობა ნაკლებია, დაბალ მაჩვენებელზე შეგიძლიათ აამუშაოთ, რაც ასევე დაგიცავთ ძლიერი ხმაურისგან.
მომხმარებლების უმრავლესობა არჩევს გამწოვს 3-4 დონის სისწრაფით და თვლიან, რომ 5 ან 6 დონიანი სისწრაფე სრულიად არასაჭიროა.
დაინსტალირება - სადინარიანი გამწოვების დაინსტალირება რთულ სამუშაოს მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში ოპტიმალურია პროფესიონალის დახმარება, მაგრამ არსებობს სადინარიანი, მარტივად დაინსტალირებადი გამწოვები, რომელთაც შესაძლოა სხვა პირის ჩარევა არ დასჭირდეთ, მაგრამ თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ თქვენს საქმეში, ასეთ დროს უმჯობესია მიმართოთ კონტრაქტორს.
არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც გონივრულია თანხის გადახდა გამწოვის სწორად დასაყენებლად. სასურველია, წინასწარ იცოდეთ დაინსტალირებისას რასთან გექნებათ საქმე და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო რთულია ტექნიკა, მით მეტია პროფესიონალის ჩარევის საჭიროება.
და აქვე, ვინაიდან საქმე თანხის გადახდაზე მიდგა, შეგახსენებთ, რომ გამწოვები ყველა ქართული ბანკის ონლაინ საბანკო განვადებით შეგიძლიათ იყიდოთ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები