ერთ-ერთი საუკეთესო ტელევიზორი გეიმერებისთვის

«Times they are a-changin'» - ამბობს ბობ დილანი და ეს ნამდვილად ასეა. 90-ებში ყველა ტელევიზორზე თამაშობდა თამაშებს და ეს გვახსოვს, შემდეგ პერსონალური კომპიუტერზე გადავჯექით და თამაშებს იქ ჩავუჯექით.

დღეს კი სულ უფრო მეტი გეიმერი ირჩევს (უბრუნდება) ტელევიზორს სათამაშო მონიტორად. მართალია ეს შედარებით ძვირი უჯდებათ, მაგრამ ნამდვილად ღირს გადაიხადო ცოტა უფრო მეტი და ითამაშო უფრო რეალურად.

წლებთან ერთად ტელევიზორი გახდა ხელმისაწვდომი, იყიდება განვადებითაც კი (ერთ დროს ფუფუნების საგანი იყო) და იქცა თამაშებისთვის იდეალურ მონიტორად. გამოსახულების, ხმის და ფერების ხარჯზე. გარდა ამისა, ის ისევ ტელევიზორია და შეგიძლია მაღალი გამოსახულების ხარისხში უყურო შენს საყვარელ ფილმებს ნეტფლიქსზე თუ HBO-ზე.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ 2019 წლის ერთ-ერთი ბიუჯეტური, მაგრამ არა ყველაზე ბიუჯეტური (ხარისხი ყოვლთვის ცოტა მეტი ღირს $$$) 4K სათამაშო ტელევიზორი, ანუ მოდელი გეიმერებისთვის .

Samsung UE50NU7470U

დიაგონალით 49.5 დიუიმი. კომპიტერზე შეგვიძლია მივაერთოთ LAN- პორტით ან Wi-Fi საშუალებით. ეკრანის გარჩევადობა 3840х2160 პიქსელი. იმდენად რეალისტური სურათი იქმნება, რომ მთლიანად იძირებით თამაშში.

ეს ეფექტი მიიღწევა 4K რეზოლუციით და Dynamic Crystal Colour ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს ფერების ზუსტ გამოსახულებას. მოკლედ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ტექნიკურ მახასიათებლებზე, მაგრამ მარტივად გეტყვით, სასწაული ეფექტი იქმნება თამაშის და უბრალოდ ტელევიზორის ყურების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ გარდა თამაშისა, ანდროიდის (ან უბრალოდ სმარტ) ტელევიზორი , პირდაპირი დანიშნულებითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ :)

პირად მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ წინ დიდი სიამოვნება გელით. იმასაც გეტყვით, რომ ბევრი ექსპერტი და გეიმერიც იმავეს წერენ რევიუების და კრიტიკის სახით. ჩამოთვლილი ტექნიკური მახასიათებლები იძლევა მაქსიმალურად კომფორტულ შეგრძნებებს და ვიზუალს.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას  

პოპულარული მოდელები