ელექტრო ხორცსაკეპი მანქანები

ელექტრო ხორცსაკეპ მანქანების  არჩევისას საჭიროა შეაფასოთ  მათი ძირითადი მახასიათებლები: მწარმოებელი, ენერგია, ფუნქციები, საქშენები, დამატებითი შესაძლებლობები და ა.შ. თითოეული მათგანი გავლენას ახდენს ხორცის გადამუშავების სიჩქარესა და ხარისხზე.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი  მოდელი აღჭურვილია ძეხვისა და ქაბაბის მოსამზადებელი თავებით, რაც ხორცსაკეპ მანქანას   დამატებით ფუნქციონირების შესაძლებლობას ანიჭებს.  ჩვენ მოვამზადეთ საუკეთესო ხორცსაკეპ ების რეიტინგი , რომლებიც ეფუძნება  მომხმარებელთა მოსაზრებებსა და შეფასებებს.

Polaris PMG 1852

ხორცსაკეპ მანქანა  დამზადებულია პლასტმასისგან ( მათ შორის უჯრაც). რეიტინგის ყველა მოდელს აქვს რეზინირებული ბალიშები, რომლებიც მოწყობილობის უკეთეს სიმყარეს უზრუნველყოფენ.

Polaris-ის აღნიშნული მოდელი   ამუშავებს წუთში 2 კგ ხორცს და აქვს რევერსის  ფუნქცია.  დამატებით მოყვება  ორი საქშენი, რომელთა ხვრელების დიამეტრი 5 და 7 მმ-ია.

უპირატესობები:

  • პატარა ზომის;
  • სტაბილური;
  • საიმედო შეკრება;
  • ძლიერი მექანიზმი;
  • კარგი შესრულება;
  • ადვილად გასასუფთავებელი;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

ნაკლოვანებები:

  • მუშაობის დროს გამოსცემს მაღალ ხმას;
  • კაბელის სიგრძე მოკლეა.

Kitfort KT-2101

ხორცსაკეპი მანქანის ზომაა 13.8x30.7x23.8 სმ. გარე კორპუსი  და უჯრა დამზადებულია პლასტმასისგან, რომელიც  1 წუთში 1,2 კგ  ხორცს გადაამუშავებს. აღჭურვილია რევერსის  ფუნქციით, ხოლო  ძრავა დაცულია გადატვირთვისგან.

ნაკრებში შედის ორი საქშენი, რომელთა ხვრელების დიამეტრი 5 და 7 მმ-ია , ასევე მოყვება ძეხვისა და ქაბაბის მოსამზადებელი მოწყობილობები. ხორცსაკეპის  წონა - 2,3 კგ-ია, ხოლო სიმძლავრე - 300-1500 ვატი. დენის კაბელის სიგრძეა 0.93 მეტრი.
უპირატესობები:

  • დახვეწილი დიზაინი;
  • მცირე ზომის;
  • ხორცს ამუშავებს ძალიან  სწრაფად;
  • საკმარისი საქშენები;
  • ძლიერი ძრავა;
  • ღილაკების მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;
  • გადატვირთვისგან დაცვა;
  • ხარისხი ზუსტად ამართლებს  ფასს.

ნაკლოვანებები:

  • დენის კაბელი მოკლეა;
  • უჯრა ძალიან მცირე ზომისაა;
  • ხმაურიანი მუშაობა;
  • დისკები სწრაფად იჟანგება.

REDMOND RMG-1223

მანქანა 1 წუთში 1 კგ ხორცს ამუშავებს, რომელსაც  რევერსის ფუნქციაც აქვს. გადატვირთვისას ხდება ძრავის  ბლოკირება. ტექნიკა წინა მოდელის მსგავსია და  ნაწილების მოთავსება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც. წონა - 2,2 კგ-ია, მინიმალური სიმძლავრე  300 ვტ-ია, ხოლო მაქსიმალური - 1000 ვტ. ქსელის კაბელი სიგრძეა  0.8 მეტრი.

უპირატესობები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • პატარა, მაგრამ ძლიერი მოდელი;
  • ხორცს იდეალურად და სწრაფად ამუშავებს;
  • მარტივი გამოყენება;
  • ადვილად იწმინდება.

ნაკლოვანებები:

  • ხმაურიანი მუშაობა;
  • მოკლე კაბელი;
  • მუშაობის დროს კორპუსი თბება.

UNIT UGR 457

ხორცის გასატარებელი მანქანა წარმოდგენილია პლასტმასისა და მეტალის კორპუსით , რომლის უჯრაც მეტალისგანაა დამზადებული.  წუთში ამუშავებს 2,5 კგ ხორცს და აქვს რევერსის ფუნქციაც. ძრავა აღჭურვილია გადახურებისგან დაცვის მექანიზმით. მოწყობილობის წონა - 3,5 კგ-ია. სიმძლავრე კი მერყეობს 700-დან 1500 ვტ-მდე.

უპირატესობები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • კარგი შეკრება;
  • ლითონის უჯრა;
  • გადატვირთვისაგან დაცვა;
  • სწრაფი მუშაობა;
  • სიჩქარეების შერჩევა;
  • მარტივი მართვა.

ნაკლოვანებები:

  • ლითონის ნაწილები სწრაფად ჟანგდება;
  • არ არის უსაფრთხო ნაწილების ჭურჭლის სარეცხი მანქანაში მოთავსება.

პოპულარული მოდელები