ელექტრო ღუმელები - Beko, Electrolux, AEG

ბლოგების აღწერაში ხშირად ვსაუბრობთ გაზქურების შესახებ, მაგრამ დღევანდელ ბლოგში გვსურს შემოგთავაზოთ არათუ გაზის, არამედ ელექტრო ღუმელები .

რადგან აღნიშნულ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ისურვეს საიტზეც მუდმივად ემატება ახალი, თანამედროვე მოდელის ელექტრო ღუმელი , რომლის შეძენა ხელმისაწვდომ ფასში შეგიძლიათ.

ქვემოთ ნახავთ რამდენიმე მოდელის დეტალურ განხილვას, რომელიც იმედია, ღუმელების ყიდვის  პროცესში დაგეხმარებათ.

Beko FSE57310GAS

ელექტრო ღუმელ Beko- აქვს ყველა ის საჭირო ფუნქცია, რომელიც საჭიროა სახლის პირობებში გამოყენებისთვის. აქვს 4 Hi-Light ქურები, რომელთაგან ერთი ფართოვდება 18 სმ-მდე, ხოლო ფართო, მოცულობით ღუმელს აქვს მუშაობის 6 რეჟიმი, ასევე გრილისა და კონვექციის ფუნქცია.

აღნიშნული ელექტრო ღუმელის ქურები აღჭურვილია გაცხელების იდიკატორით. დამატებით ასევე აქვს გამორთვის ტაიმერი, რომელიც რეგულირდება 100 წუთამდე. ციფრული ეკრანი აჩვენებს კერძის დასრულებამდე დარჩენილ დროსა და საათს.

უპირატესობები:

  • თანამედროვე დიზაინი;
  • დაბალი ფასი;
  • ენერგიის ეკონომიური მოხმარება;
  • გაფართოების ზონა ერთ-ერთ ქურაზე;
  • მწარმოებლის 2 წლიანი გარანტია.

Beko ელექტრო ღუმელი  მარტივად და სწრაფად ამზადებს ნებისმიერ კერძს . მოდელი ადვილად მოერგება ნებისმიერ თანამედროვე დიზაინს, რადგან წარმოდგენილია თეთრსა და შავ ფერში.

Electrolux EKC954901X

ამ მოდელის კომპაქტურობა ოსტატურადაა შერწყმული მუშაობის მაღალ ხარისხთან. ღუმელს აქვს ფუნქციების ფართო სპექტრი, მათ შორის საჭმლის ორთქლზე მომზადება, გაშრობა და ა.შ. ამასთან, ჩამონტაჟებული აქვს პროგრამები, საათი და ტაიმერი.

კომპაქტური ზომის მიუხედავად, ღუმელს აქვს 4 ქურა, რომელთაგან 2 ფართოვდება. ღუმელის, გრილისა და კონვექციისთვის ხელმისაწვდომია 10 სხვადასხვა ფუნქცია. ასე, რომ კერძის მოსამზადებლად, მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი რეჟიმი.

უპირატესობები:

  • ორთქლით კერძის მომზადების შესაძლებლობა;
  • ორი  ქურის გაფართოებადი ზონა;
  • სითბოს მითითება;
  • ელექტრონული ჩვენება;
  • გრილი და კონვექცია;
  • ელექტრონული პროგრამები.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

ელექტრო ღუმელი Electrolux -ის საშუალებით შეგიძლიათ მოამზადოთ მრავალფეროვანი კერძები, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრებს ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგვრის.

AEG CIR56400BX - საუკეთესო ინდუქციური ელექტრო ქურა

მოდელს აქვს 4 ინდუქციური ქურის  ზედაპირი, რომელიც აღჭურვილია ავტომატური მართვის სისტემით. როდესაც ჭურჭელში სითხის ტემპერატურა 100 °-ს მიაღწევს, ტექნიკა თავად ამცირებს ენერგიას.

მინის კერამიკულ ზედაპირს იცავს AntiFingerPrint საფარი, რომელზეც არ რჩება ნათითურები ან ლაქები. ღუმელი  მუშაობს 10 რეჟიმში, რომელიც არჩევანის დიდ შესაძლებლობას გიქმნით. ელექტრონული პროგრამები კი საშუალებას გაძლევთ მოხერხებულად მოაწესრიგოთ რეჟიმები და ჩართოთ ტაიმერი.

უპირატესობები:

  • დუღილის ავტომატიზაცია;
  • AntiFingerPrint ზედაპირი;
  • ელექტრონული პროგრამები;
  • სწრაფი გათბობა;
  • ორთქლით მომარაგება;
  • ციფრული ჩვენება.

ნაკლოვანებები:

  • ქურების ზონების გაფართოება შეუძლებელია.

AEG ღუმელები განკუთვნილია ნებისმიერი ზომის სამზარეულოსთვის, რადგან კომპაქტური ზომები აქვს და ამავე დროს, მოდელი საშუალებას მოგცემთ სწრაფად მოამზადოთ დიდი რაოდენობის კერძები.

პოპულარული მოდელები