Bosch, Moulinex, Redmond მიქსერების შედარება

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე სამზარეულოს წვრილი ტექნიკა მუდმივად ვითარდება, მათი ფუნქციური შესაძლებლობებიც სწრაფად იცვლება.

რამდენიმე წლის წინ, თუკი გემრიელი ნამცხვრებისა და ორცხობილების მომზადებას დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა, დღეს უკვე ყველაფერი პირიქითაა, რადგან უახლესი მოდელის  სტაციონალური იქნება თუ ხელის მიქსერები აღჭურვილია მთელი რიგი შესაძლებლობებით.

ის თუ რა ფუნქციები აქვთ სხვადასხვა მოდელებს, ამას ჩვენი ბლოგის საშუალებით გავიგებთ, რადგან მიმოვიხილავთ ისეთი ცნობილი ბრენდების Bosch, Moulinex, Redmond ხელის მიქსერებს , რომელთა შეძენა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც შეგიძლიათ.

Bosch MFQ 4020

Bosch ხელის მიქსერს თავისებური ფორმა და შავ-თეთრი დიზაინი აქვს. სამუშაო ნაწილები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო სამაგრი წერტილები გამძლე პლასტმასისგან.

ჩვეულებრივ მდგომარეობაში მოდელი დახურულია შესაკრავი ფარდით. ელექტროძრავის გადატვირთვისაგან დასაცავად კი, გათვალისწინებულია ავტომატური გამორთვის ფუნქცია.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება 450 ვტ;
  • სიჩქარის რაოდენობა 5 + ტურბო რეჟიმი;
  • კაბელის სიგრძე 1 მ;
  • წონა 1.3 კგ.

დადებითი:

  • მოსახერხებელი ფორმა;
  • საკმარისი ენერგია;
  • ეფექტური და საიმედო მუშაობა;
  • Bosch-ის სხვა დანართებთან დამატებითი კონფიგურაციის შესაძლებლობა;
  • ანტი ვიბრაციული ჩანართები;
  • მისაღები ფასი.

მინუსები:

  • ზოგიერთი პლასტმასის ნაწილები არ არის საკმარისად საიმედო;
  • ძალიან მგრძნობიარე გადაცემათა კოლოფი.

Moulinex HM 4101

Moulinex   მიქსერს ლამაზი მომრგვალო ფორმა და კომფორტული სახელური აქვს. დანართების ნაკრები შედგება ორი საქშენისა და წყვილი,სპირალურად გადახვეული თავებისგან.

მოწყობილობა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. თავების ამოსაღებად კი უნდა დააჭიროთ შესაბამის ღილაკს. მოწყობილობასთან მუშაობა ძალიან მარტივია.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება 450 ვტ;
  • სიჩქარის რაოდენობა 5 + ტურბო რეჟიმი;
  • კაბელის სიგრძე 1.55 მ;
  • წონა 1,3 კგ.

დადებითი:

  • მოსახერხებელი ფორმა;
  • მარტივი მართვა;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • კარგი ენერგია;
  • გრძელი კაბელი;
  • საიმედოობა.

მინუსები:

  • ძლიერი ხმაური;
  • სავენტილაციო ხვრელები მიმართულია თასისკენ;
  • დენის კაბელის გადახვევის საშუალება არ არსებობს.

REDMOND RHM-M2104

REDMOND სამზარეულოს  მიქსერს მყარი ცილინდრული კორპუსი აქვს, რომელიც დამზადებულია გაპრიალებული ფოლადისაგან და აღჭურვილია კომფორტული პლასტმასის სახელურისგან, რომელსაც დამატებით მართვის ღილაკებიც აქვს.

მიქსერს სტაბილური დასაყრდენი აქვს, რომლის წყალობითაც წონაში გაწონასწორებულია. დანართები მთლიანად დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება 500 ვტ;
  • სიჩქარის რაოდენობა 5 + ტურბო რეჟიმი;
  • კაბელის სიგრძე 1 მ;
  • წონა 1,1 კგ.

დადებითი:

  • ლამაზი დიზაინი;
  • მსუბუქი წონა;
  • მოსახერხებელი მუშაობა;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • საშუალო ხმაურის მაჩვენებელი.

მინუსები:

  • მოკლე  დენის კაბელი.

ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ საუკეთესო სტაციონალური მიქსერები ჯამით, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები