ახალი თაობის LG და Samsung ტელევიზორების მიმოხილვა

ახალი თაობის ტელევიზორები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის გაფართოებით, Smart TV ფუნქციით, დამატებითი მოწყობილობების დასაკავშირებელი პორტებითა და მრავალი სხვა ფუნქციით.

ვინაიდან ბაზარზე ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია და არ არის მარტივი კონკრეტული ტელევიზორის ყიდვა,  გადავწყვიტეთ, რომ ორი დიდი ბრენდის - LG და Samsung ტელევიზორები ს მიმოხილვა შემოგთავაზოთ, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, isurve.ge-ზე იზრდება არა მხოლოდ ტელევიზორებზე, არამედ ყველა საყოფაცხოვრებო  ტექნიკაზე ფასდაკლებები.

LG 43UM7020 43 დიუმიანი

LG ტელევიზორის  ელეგანტური, თანამედროვე დიზაინი ესთეტიკურ სახეს მიანიჭებს ნებისმიერ ინტერიერს. ოთხბირთვიანი პროცესორი ახშობს ხმაურს, ხოლო ფერების რეპროდუქცია და ეკრანის კონტრასტი ბევრად უმჯობესდება.

ხედვის ფართო კუთხე საშუალებას მოგცემთ, კარგად აღიქვათ სურათი, რადგან შესაძლებელია  სხვადასხვა კუთხიდან ფილმებისა თუ შოუების ყურება. Active HDR 4K ოპტიმიზირებს ყველა კადრს ამიტომ, მომხმარებელს შეუძლია უყუროს შესანიშნავი ხარისხის კონტენტს.

Ultra Surround ტექნოლოგია ქმნის შთამბეჭდავსა და ვირტუალურ აუდიო ხმას, რაც შეეხება სმარტ სისტემას, იგი ემყარება webOS პლატფორმას. ფუნქციების მართვა შესაძლებელია დისტანციური მართვის - პულტის საშუალებითა და ადამიანის ხმით - ხმოვანი შეტყობინებით (LG ThinQ AI ტექნოლოგია).

ხმოვანი მართვის საშუალებით, ტელევიზორი ცნობს სხვადასხვა სამეტყველო ენას და ასრულებს მომხმარებლის მითითებებს.

მახასიათებლები:

  • რეზოლუცია - 3840⨯2160;
  • Smart TV - დიახ, webOS პლატფორმაზე;
  • სიჩქარე - 50 ჰერცი;
  • ხმის სიმძლავრე - 10 ვატი.

დადებითი:

  • მაღალი ხარისხის ჩვენება;
  • სურათის ჩვენების ფართო პარამეტრები;
  • სტანდარტული ხმა.

მინუსები:

  • მოუხერხებელი დისტანციური მართვა.

Samsung UE50TU8500U 50

სამსუნგის ტელევიზორი აღჭურვილია კრისტალური პროცესორით, რომელიც  პასუხისმგებელია გამოსახულების მაღალ ხარისხზე. 4K UHD ეკრანს აქვს 4-ჯერ  უკეთესი პიქსელი, ასე რომ თქვენ უფრო მეტ დეტალს ნახავთ ბნელ სცენებშიც კი. დინამიური კრისტალური ფერის ტექნოლოგია უზრუნველყოფს სურათის ზუსტ დეტალებს.

Dual LED ტექნოლოგიის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოებს ნამდვილ ფერებში, რადგან ის ავტომატურად ოპტიმიზირებს განათების ტონს. შესაძლებელია Multi View ფუნქციის გამოყენება, რომლის დროსაც ეკრანი ორად იყოფა. ერთი შეიცავს კონტენტს, რომელსაც მომხმარებელი უყურებს ტელევიზორში, ხოლო მეორე შეიცავს სმარტფონიდან დაკავშირებულ კონტენტს, რომელიც წარმოდგენილია AirPlay 2-ის საშუალებით.

მახასიათებლები:

  • რეზოლუცია - 3840⨯2160;
  • Smart TV - დიახ, Tizen-ის პლატფორმაზე;
  • სიჩქარე - 120 ჰერცი;
  • ხმის სიმძლავრე - 20 ვ.

დადებითი:

  • გამოსახულების მაღალი ხარისხი;
  • Smart TV მუშაობს შეუფერხებლად;
  • შესანიშნავი ხმა.

22 ინჩიანი სამზარეულოს ტელევიზორების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები