150 სმ-იანი მაცივრები - მიმოხილვები
October 19, 2020აღწერა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, დაკავშირებული იქნება 150 სმ-იან, პატარა მაცივრებთან , რომელთა მათგანი შესაძლოა იყოს როგორც ერთკამერიანი მოდელი, ისე - ორკამერიანი . ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მათგანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მახასიათებლებით, რომლებსაც ზედა-ქვედა ნაწილში საყინულე აქვთ და შეუძლიათ მინიმალური ტემპერატურის შენარჩუნება -6С-დან -18 С-მდე. ასევე სიცივის შენარჩუნება
- 17 საათამდე.
Indesit TT 85
საყოფაცხოვრებო ტექნიკის იტალიელი მწარმოებელი, რომელიც მრავალი წელია სხვადასხვა საფასო კატეგორიის მაცივრებს აწარმოებს.
მაცივარი Indesit TT 85-ის საერთო მოცულობა 120 ლიტრია. მთავარი სამაცივრე პალატის დიდი განყოფილება 106 ლიტრიანია, ხოლო ენერგოეფექტურობის კლასი დაბალია - B. ორივე პალატას აქვს გალღობის სისტემა და როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, მაცივარი უპრობლემოდ მოგემსახურებათ სრული 10 წლის განმავლობაში.
დადებითი მახასიათებლები:
- მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, მაცივარს შეუძლია ელექტროენერგიის ხშირ გათიშვასა და ძაბვის ვარდნასაც გაუძლოს;
- შიგნითა სივრცის კარგი ორგანიზება: აქვს 62 სმ-იანი კომფორტული და ღრმა თაროები, რომლებზეც შესაძლებელია ბოთლებისა და გრაფინის განთავსება;
- ბოსტნეული, ხილი, მწვანილი და სხვა პროდუქტები ინახება დიდი ხნის განმავლობაში - 10-20 დღემდე ვადით;
- საყინულეში უპრობლემოდ თავსდება 2-3 კგ ფარში და 1.5-2 კგ-იანი მთელი ქათამი;
- ეკოლოგიურად სუფთა მოწყობილობა.
მინუსები:
- ძალიან არასწორი ინსტრუქცია, რომელშიც სამი ენაა შერეული. ტერმინები ძალიან დამაბნეველია;
- ზოგი მომხმარებელი აღნიშნავს მაცივრის ხმაურიან მუშაობას.
ეს არის ხარისხიანი მაცივარი ოფისისთვის ან აგარაკისთვის, რომელსაც ძალიან კომპაქტური ზომები აქვს - 60 სმ სიგანე.
BEKO RDSK 240M00 W
თურქული მწარმოებლის, BEKO მაცივრები მზადდება შვილობილ კომპანიაში, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მდებარეობს . მაცივრის საერთო მოცულობა 223 ლიტრია, საყინულე კი განთავსებულია ზედა ნაწილში. სიცივეს ინახავს 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, შიდა ზედაპირები კი დაფარულია ანტიბაქტერიული ფენით.
დადებითი:
- მოცულობითი სამაცივრე პალატა - 177 ლიტრი;
- შიდა თაროებს შორის მანძილის რეგულირების შესაძლებლობა;
- ანტიბაქტერიული საფარი ზრდის საკვების შენახვის ვადას;
- როდესაც ელ.ენერგია გათიშულია ტექნიკა 16 საათის განმავლობაში ინარჩუნებს სიცივეს;
- სწრაფად იყინება: პროდუქტიულობა - 4 კგ/დღეში.
მინუსები:
- საყინულეში შუქი არ არის;
- ზოგჯერ ის უფრო მეტ ხმაურს გამოსცემს, ვიდრე მითითებულია.
- შესანიშნავი კომპაქტური ვერსია 145.8×54×60 სმ, რომელსაც კარგი ტევადობა აქვს - 233 ლიტრი.
Indesit RTM 014
Indesit მაცივრის ეს მოდელი გამოირჩევა ენერგიის დაბალი მოხმარებით - A კლასი. აღჭურვილია ისეთი თანამედროვე მახასიათებლებით, როგორიცაა - გაგრილებლის, კონტროლის, ორივე პალატის გალღობის, გაყინვის პროდუქტიულობისა და სხვა ფუნქციებით.
დადებითი მახასიათებლები:
- სანდო მაცივარი (10 წლიანი მუშაობა) ყველა საჭირო ფუნქციებით;
- ხარჯავს მცირე ენერგიას - 401 კვტ/სთ/წელიწადში;
- კომპაქტური (60 x 62 x 145 სმ) და 245 ლიტრიანი მოცულობა;
- როდესაც ელ.ენერგია გათიშულია 17 საათის განმავლობაში ინარჩუნებს სიცივეს.
მინუსები:
- არ აქვს ანტიბაქტერიული საფარი;
- ხმაურიანი.
BOSCH-ის მაცივრების საუკეთესო მოდელები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები